როგორ იცავს ოჯახური ხე ცოცხალი ადამიანების კონფიდენციალურობას?

კონფიდენციალურობის დასაცავად ოჯახური ხე ზღუდავს ცოცხალი ადამიანების ჩანაწერების დათვალიერებას. მხოლოდ მას, ვინც შეიტანა ინფორმაცია ცოცხალი პირის შესახებ ოჯახურ ხეზე, შეუძლია მისი შეცვლა.

ფრთხილად მიამაგრეთ მოგონებები ცოცხალ ადამიანებს. ზოგიერთ შემთხვევაში მოგონებები სხვებისთვისაც ხდება ხილული. გირჩევთ, მოგონებებს ცოცხალი ადამიანების შესახებ მიანიჭოთ პირადი სტატუსი.

როგორ გავიგო, რომ პიროვნება ოჯახური ხიდან ცოცხალია?

ოჯახურ ხეზე ჩანაწერები ცოცხალი ადამიანების შესახებ მონიშნულია პიროვნების გვერდზე ყვითელი ბანერით. ამის გარდა, სიტყვა „გარდაცვლილი“ -ს ნაცვლად ჩნდება სიტყვა „ცოცხალი“.

როგორ დავამატო ოჯახურ ხეზე ცოცხალი პიროვნება?

  • შეგიძლიათ, დაამატოთ ოჯახურ ხეზე პიროვნება და აირჩიოთ „ცოცხალი“-ს სტატუსი.
  • თქვენ გადაგაქვთ ჩანაწერი ცოცხალი პიროვნების შესახებ მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც მართავთ მესამე მხარის პროგრამიდან.

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს ზოგჯერ შეუძლიათ, იხილონ ცოცხალი ადამიანები, რომლების ინფორმაცია გადმოტანილ იქნა მათი ეკლესიის წევრობის ჩანაწერებიდან..

როგორ ხდება ჩანაწერები ცოცხალი ადამიანების შესახებ საჯარო?

პიროვნების ჩანაწერი ხდება საჯარო მას შემდეგ, რაც თქვენ შეიტანთ მასში გარდაცვალების თარიღს. ოჯახური ხე არ ითვლის, შეიძლება თუ არა პიროვნება, ვისი ჩანაწერიც მონიშნულია როგორც „ცოცხალი“, გარდაცვლილი იყოს. სისტემა არ ცვლის სტატუსს გარდაცვლილზე მხოლოდ დაბადების წელზე დაყრდნობით.

შეუძლია მრავალ შემომწირავს იმავე ცოცხალი ადამიანის შეყვანა ოჯახურ ხეზე?

მრავალ მომხმარებელს შეუძლია, შეიყვანოს ოჯახურ ხეზე იგივე ცოცხალი პიროვნების პროფილი. ყოველ ჩანაწერს აქვს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი. თუ თქვენ შეგიძლიათ, შეიტანოთ ცვლილებები ცოცხალი ადამიანის პროფილში და ისინი თქვენთვის ხილულია, ეს ცვლილებები არ იმოქმედებს იმავე პიროვნების სხვა პროფილებზე.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ შევცვალო კონფიდენციალურობის პარამეტრები FamilySearch-ზე?
როგორ გადავიყვანო მოგონება კონფიდენციალურებში?
როგორ შევცვალო ოჯახურ ხეზე სტატუსი „ცოცხალი“-დან „გარდაცვლილ“-ზე?
როგორ ვიხილო ჩემი წვლილი ოჯახურ ხეზე?
როგორ შევრწყა ცოცხალი ან კონფიდენციალური პირების დუბლიკატები, რომლებიც დავამატე ოჯახურ ხეზე?
შემიძლია, დავამატო ოჯახურ ხეს მოგონებები ცოცხალი ნათესავების შესახებ?
შემიძლია, გავაზიარო წვდომა ცოცხალ და კონფიდენციალურ პირებზე, რომლებიც დავამატე ოჯახურ ხეს?

moduleTitle