იპოვეთ ჩანაწერებში წინაპრები

იპოვეთ ჩანაწერებში წინაპრები

ჩანაწერებს შეუძლია ახალი დეტალების აღმოჩენა და კონკრეტულ წინაპარზე დოკუმენტაციის შექმნა.

წინაპრის ძიების საფუძვლები

წინაპრების ძიება ისტორიულ ჩანაწერებში დიდად წააგავს Google ძიებას. შეგყავთ ინფორმაცია, რომლის პოვნაც გსურთ. საძიებო სისტემა უამრავ ინფორმაციას დაამუშავებს და იპოვის საუკეთესო დამთხვევებს.

წინაპართა ძიებისთვის კარგი იქნება მისი სახელისა და გვარის შეტანა, მისი დაბადებისა და გარდაცვალების ადგილის. ასევე კარგი იქნება, თუ შეიყვანთ ინფორმაციას ნათესაური კავშირის შესახებ, მაგ: მეუღლე, მშობლები, შვილები.

შეიტანეთ თქვენთვის ცნობილი ან ნათესავებისგან მოპოვებული ინფორმაცია. არ იდარდოთ, თუ ყველაფერი არ იცით; ძიება შესაძლებელია მინიმალური ინფორმაციითაც.

შემდეგი ნაბიჯი

ისტორიული ჩანაწერები გეხმარებათ ოჯახური ისტორიის დეტალების შეგროვებაში. მათ შეუძლია, მოგვაწოდონ მნიშვნელოვანი ან საინტერესო ინფორმაცია, როგორიცაა მისამართები, ოჯახის წევრების სახელები და პირადი დეტალები, როგორიცაა სიმაღლე, თვალის ფერი და თანამდებობა. თქვენ შეგიძლიათ, წინაპრის ხელმოწერ��ც კი მოძებნოთ.

შეინახეთ წინაპრებზე მოძიებული ინფორმაცია მათ პროფილში ოჯახურ ხეზე. შენახული ინფორმაცია ავტომატურად იქნება გაზიარებული ნათესავებთან, რომლებიც იმავე ინფორმაციას ეძებენ. ეს დეტალები არის ის წყარო, რომელსაც შეუძლია იმ პიროვნების ცხოვრებისეული ფაქტების დამტკიცება და გვეხმარება ურთიერთობების დამტკიცებაში.