შეადგინეთ ოჯახური ხე
მოსინჯეთ ეს აქტივობები, რათა დაიწყოთ თქვენი ოჯახური ხის განშტოებებზე მუშაობა FamilySearch-ზე.
რა არის ხე?
ეს არის ოჯახის გენეალოგიის მზარდი კოლექცია. ადამიანები მთელი მსოფლიოდან წლების მანძილზე ამატებდნენ მას განშტოებებს.
პირველი ნაბიჯები
დაიწყეთ მშობლებით, დაამატეთ ცოცხალი და გარდაცვლილი ნათესავები, სადამდეც მოახერხებთ. სატელეფონო ზარი ან ტექსტური შეტყობინება მოხუც ნათესავთან შესაძლოა დაგეხმაროთ ინფორმაციის მოძიებაში.
რჩევა: არ იდარდოთ ცოცხალი პიროვნებების დამატებაზე, როცა გარდაცვლილებთან დაბრუნდებით. ინფორმაცია ცოცხალი ადამიანების შესახებ კონფიდენციალურად ინახება.
ხეზე პიროვნებების დამატება
პიროვნების ხეზე დასამატებლად აირჩიეთ კლავიში (+).
დაამატეთ პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების და გარდაცვალების ადგილი და თარიღი. ნებისმიერი რამ, რაც იცით ან შეგიძლიათ, მოიძიოთ. შემდგომ აირჩიეთ შემდეგი.
დაუკავშირდით საჯარო ოჯახურ ხეს
თქვენ მიერ ხეზე სახელების დამატებისას ჩვენ დავიწყებთ დამთხვევების ძიებას. ასე რომ, თუ თქვენი გარდაცვლილი ბებიის სახელი უკვე ხეზეა განთავსებული, ჩვენ ვიპოვით მას და დავადგენთ კავშირებს. დამთხვევების მოძებნა ჩვეულებრივი ამბავია - საზოგადოებრივი ოჯახური ხე მრავალი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მკვლევარების მიერ შეტანილი წვლილის შედეგია.
დააკვირდით მინიშნებებს
გარდა იმისა, რომ ოჯახურ ხეზე ვეძებთ სავარაუდო წინაპართა დამთხვევებს, ჩვენ ასევე მოვახდენთ თქვენ მიერ დამატებული ნებისმიერი გარდაცვლილი წინაპრის ძიებას ჩვენი ისტორიული ჩანაწერების კოლექციაში. დამთხვევის შემთხვევაში მოგცემთ „მინიშნებას“-ს. მინიშნების ამოცნობას შეძლებთ ცისფერი ნიშნით.
ოჯახურ ხეზე გადასასვლელად გადადით ბმულზე და დაიწყეთ მუშაობა. დააწკაპუნეთ გვერდის თავში მოცემულ (?) ნიშანზე , თუ გაქვთ შეკითხვა ან გსურთ, მეტი შეიტყოთ.
რჩევა: დააკვირდით მინიშნებებს, არის თუ არა მათ შორის დამთხვევები. კი-ს შემთხვევაში გეძლევათ შესანიშნავი საშუალება, დაამატოთ ოჯახურ ხეს ახალი განშტოებები.