გლობალური კონფიდენციალურობის პოლიტიკა — FamilySearch
განახლების თარიღი: 2026 წლის 24 მარტი
FamilySearch International არის იუტის შტატში რეგისტრირებული არაკომერციული კორპორაცია, რომლის ძირითადი ოფისები მდებარეობს აშშ‑ის ქალაქ სოლტ‑ლეიკ‑სიტიში („FamilySearch“) და რომელიც ერთგულად ემსახურება ოჯახის ისტორიისა და გენეალოგიის კვლევას. როდესაც ვახსენებთ სიტყვას „ჩვენ“ (ამ ნაცვალსახელის ყველა ფორმის ჩათვლით), ვგულისხმობთ FamilySearch‑ს. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ჩვენს ვებსაიტსა და აპებში („ვებსაიტი“) ონლაინ ანგარიშის შექმნა, ან FamilySearch‑ისთვის მონაცემების სხვაგვარად წარდგენა, შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ წვდომა ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებსა და ვებსაიტებზე, მათ შორის, შექმნათ საგვარეულო ხე; დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს; ასევე, ნახოთ და გააზიაროთ საოჯახო ფოტოები, ციფრულ ჩანაწერები, ზეპირსიტყვიერად ჩაწერილი ისტორიები და სხვა სახსოვარი, რომლებიც წარმოდგენილია თქვენი ან თქვენი ნათესავების მიერ, ან მოპოვებულია საჯარო თუ ისტორიული წყაროებიდან მსოფლიო მასშტაბით.
FamilySearch პატივს სცემს იმ ფიზიკური პირების კონფიდენციალურობას, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი ვებსაიტით. კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკით ვადგენთ ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებსა და მონაცემთა დამუშავების პირობებს თქვენი უფლებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სანამ პერსონალურ მონაცემებს წარმოგვიდგენდეთ, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ვინაიდან ჩვენი ვებსაიტის მუშაობა დამოკიდებულია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე FamilySearch‑ის გამოყენების პირობებისა და კონტენტის წარმოდგენის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ დოკუმენტებსაც. ანგარიშის შესაქმნელად უნდა დაეთანხმოთ ამ პირობებს და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით, ვერ შექმნით ანგარიშს და ვერ გექნებათ წვდომა ვებსაიტის ყველა ფუნქციაზე.
1. ვინ აკონტროლებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენს ვებსაიტზე ან ჩვენთან ინტერაქციისა თუ კომუნიკაციის დროს გაზიარებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახით.
FamilySearch აფილირებულია „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიასთან“ („ეკლესია“) და მხარდაჭერილია მის მიერ, როგორც საზოგადოებრივი სამსახური. ჩვენს ვებსაიტზე ონლაინ ანგარიშის შექმნა არ ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ ან სხვაგვარად დაკავშირებული ხართ აღნიშნულ ეკლესიასთან.
2. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?
ჩვენ ვაგროვებთ (ა) თქვენ მიერ წარმოდგენილ; (ბ) სხვა მომხმარებლების მიერ წარმოდგენილ; (გ) ჩვენ მიერ აღრიცხულ; და (დ) მესამე მხარეებისგანმოპოვებულ პერსონალურ მონაცემებს.
ა. თქვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები. თქვენ გვაწვდით პერსონალურ მონაცემებს და ჩვენ, შესაძლოა, შევაგროვოთ თქვენ მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები, როდესაც ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებსაიტზე, ითხოვთ FamilySearch-ის მასალას, ითხოვთ წვდომას FamilySearch-ის მომსახურებებზე ან ვებსაიტზე, წარადგენთ ან ატვირთავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს FamilySearch-ის ხელსაწყოებში ან ვებსაიტზე (მაგ., ქმნით თქვენს საგვარეულო ხეს), ან ჩაერთვებით FamilySearch-თან სხვა სახის ინტერაქციასა თუ კომუნიკაციებში. FamilySearch‑თან ურთიერთობისა და ანგარიშის შექმნისას, როგორც წესი, ვამუშავებთ თქვენს სახელს, დაბადების თარიღს, მობილურის ნომერს, ელფოსტის მისამართს, მდებარეობასა (მაგ., ქვეყანა) და სქესს. აგრეთვე, შესაძლოა, დასამუშავებლად გადმოაგზავნოთ ანგარიში და სარეგისტრაციო მონაცემები, როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი, საჩვენებელი სახელი, პაროლი, ელფოსტის მისამართი, პარამეტრები და უპირატესი პარამეტრები.
ჩვენი მომსახურებებით სარგებლობისას თქვენი ინიციატივით შეგიძლიათ, აირჩიოთ დამატებითი პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენაც FamilySearch‑ის სხვა გენეალოგიურ აქტივობებში მონაწილეობისთვის, მათ შორის, პერსონალური გენეალოგიური მონაცემების (მაგ., ცხოვრების მოკლე აღწერილობის, ცხოვრებისეული მოვლენების, ალტერნატიული სახელების, ოჯახური კავშირების, ცხოვრებისეული ფაქტების, მოგონებების, ბიოგრაფიული ინფორმაციის), ფოტოების, სამახსოვრო ნივთების, ჩანაწერებისა და თქვენი თუ თქვენი ნათესავების შესახებ ისტორიული ინფორმაციის წარმოდგენა. თქვენ თავად ირჩევთ, რა სახის პერსონალური მონაცემები წარმოადგინოთ და, ზოგიერთ შემთხვევაში, უფლება გაქვთ, აირჩიოთ ისეთი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სენსიტიურად — მაგალითად, ეთნიკური წარმომავლობა, რასა, ეროვნება, აღმსარებლობა, მოქალაქეობა, სამედიცინო ინფორმაცია ან საიმიგრაციო სტატუსი. ამასთან, არ უნდა წარმოადგინოთ ან გააზიაროთ რაიმე სახის სენსიტიური მონაცემები სხვა პირების შესახებ, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხალი არიან.
ბ. სხვა მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი მონაცემები. როგორც ეს უფრო დეტალურადაა განმარტებული სექციაში „ვის ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს?“, პლატფორმა FamilySearch ნებას რთავს ვებსაიტის სხვა მომხმარებლებს (მაგალითად, თქვენს ნათესავებს), წარმოადგინონ თქვენი არასენსიტიური ხასიათის პერსონალური მონაცემები, საგვარეულო ხის შედგენის, ან სხვა შეზღუდული ხელსაწყოებისა თუ ფუნქციების ფარგლებში. ოჯახის წევრების შესახებ არსებითი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა აუცილებელია გენეალოგიური კვლევის ჩასატარებლად და მკვლევრების მხრიდან მათ საგვარეულო ხეებზე წვდომის მოსაპოვებლად. როდესაც მომხმარებელი ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის პერსონალურ მონაცემებს („მონაცემები ცოცხალი ადამიანების შესახებ“) ამატებს საგვარეულო ხეს, ეს მონაცემები თავდაპირველად ხილულია მხოლოდ ამ მომხმარებლისთვის. ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში მომხმარებელს ამგვარი მონაცემების გაზიარება შეუძლია ვებსაიტის შეზღუდულ სივრცეებშიც, შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებთან, მხოლოდ მოწვევით ხელმისაწვდომ დახურულ ჯგუფში. თითოეული მომხმარებელი პასუხისმგებელია ცოცხალი ადამიანის შესახებ ნებისმიერი იმ მონაცემის დამუშავებაზე, რომელსაც ის წარმოადგენს ან აზიარებს ვებსაიტზე, რა დროსაც ის ამას მხოლოდ პირადი მიზნებისთვის უნდა აკეთებდეს, რომ აღრიცხოს და შეისწავლოს საკუთარი ოჯახის ისტორია, როგორც ამას მოითხოვს კონტენტის წარმოდგენის შესახებ შეთანხმება და გამოყენების პირობები.
გ. ჩვენ მიერ აღრიცხული მონაცემები და ქუქი‑ჩანაწერები. ჩვენი რესურსების მონახულებისას, ჩვენმა სერვერებმა (ჟურნალების ფაილების ან ფილტრაციის სისტემების გამოყენებით), შესაძლოა, შეაგროვოს ინფორმაცია, რომელსაც თქვენი ბრაუზერი აგზავნის ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს ვებსაიტს სტუმრობთ. აღნიშნული ინფორმაცი��� შესაძლოა მოიცავდეს (მაგრამ ამით არ შემოიფარგლებოდეს) თქვენს ინტერნეტპროტოკოლის მისამართს (IP‑მისამართს); ბრაუზერის ტიპს; ოპერაციულ სისტემას; ენის უპირატეს პარამეტრს; ვებსაიტს, რომელსაც ადრე ეწვიეთ და რომლიდანაც გადმოხვედით ჩვენს ვებსაიტზე; სტუმრის თითოეული მოთხოვნის თარიღსა და დროს; ინფორმაციას, რომელსაც ეძებთ ჩვენს რესურსებში და სხვა ინფორმაციას, რომელიც შეგროვდება ქუქი‑ჩანაწერების ან მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ „ქუქი‑ჩანაწერების უპირატესი პარამეტრების“ ხელსაწყო („ქუქი‑ჩანაწერების უპირატესი პარამეტრები“), რომელიც განთავსებულია ჩვენს მობილურ აპებში და ჩვენი ვებსაიტის ქვედა კოლონტიტულში. ქუქი-ჩანაწერების უპირატესი პარამეტრები ნებას გრთავთ, აირჩიოთ ქუქი-ჩანაწერების ტიპები, რომლებსაც ვიყენებთ. თუ არ გსურთ ქუქი-ჩანაწერების მიღება, ვერ გამოიყენებთ ჩვენი საიტების ან აპების ზოგიერთ სექციას ან ფუნქციას, რომლებიც აღწერილია სექციაში „ქუქი-ჩანაწერების უპირატესი პარამეტრები“. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ვერ გამორთავთ გარკვეულ ქუქი-ჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის არსებითი ფუნქციების მუშაობისთვის. ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, ეთანხმებით ქუქი-ჩანაწერების გამოყენებას, როგორც ეს განმარტებულია „ქუქი-ჩანაწერების უპირატეს პარამეტრებში“. თქვენ უფლება გაქვთ, უარი თქვათ ჩვენს ვებსაიტზე გარკვეული ქუქი-ჩანაწერების გამოყენებაზე, რისთვისაც უნდა დააწკაპუნოთ ამ გვერდის ქვედა ნაწილში „ქუქი-ჩანაწერების უპირატესი პარამეტრების“ ბმულზე.
დ. მესამე მხარეებისგან მოპოვებული მონაცემები. თუ ეკლესიის წევრი ხართ და თქვენი FamilySearch‑ანგარიშის ეკლესიის ონლაინ ანგარიშთან დაკავშირებას მოითხოვთ, შესაძლოა, ეკლესიის შესაბამისი სუბიექტისგან მივიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები (მაგ., ეკლესიის წევრობის მონაცემები და ეკლესიის ანგარიშის მონაცემები).
მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, შესაძლოა, თქვენ შესახებ გენეალოგიური და ბიოგრაფიული პერსონალური მონაცემებიც მოვიპოვოთ არქივებიდან ან საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა წყაროებიდან.
3. როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
უმეტეს შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ავტომატური დამუშავება), თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი პერსონალური მონაცემები დავამუშაოთ ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე (ხელით დამუშავება) ან ავტომატური და ხელით დამუშავების კომბინაციით (შერეული დამუშავება).
დამუშავების ოპერაციებში, რომლებსაც თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით ვასრულებთ, შესაძლოა, შედიოდეს (მაგრამ არ შემოიფარგლოს) შემდეგი: თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება, აღრიცხვა, ორგანიზება, სტრუქტურირება, შენახვა, ადაპტირება ან შეცვლა, ანალიზი, მიღება, გათვალისწინება, გამოყენება, გადატანა (გადაცემა, წვდომის მინიჭება, გამჟღავნება), მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემა, როგორც განმარტებულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, შეჯერება ან გაერთიანება, წარმოებული მონაცემების გენერირება, მათზე წვდომის შეზღუდვა, მათი წაშლა ან განადგურება.
ჩვენ არ ვიღებთ თქვენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ ავტომატურ დამუშავებას, მათ შორის, პროფაილინგს, და რომლებსაც შეუძლია თქვენზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. თუ მომავალში ავტომატიზებული ტექნოლოგიების გამოყენების წესი ჩვენი მხრიდან შეიცვლება, ჩვენ განვაახლებთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და უზრუნველვყოფთ სათანადო გამჭვირვალობას.
4. რა მიზნებით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს?
FamilySearch‑ის მიერ შემოთავაზებულ ვებსაიტსა და მომსახურებებთან დაკავშირებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი მიზნებით:
- გენეალოგია/ოჯახის ისტორიის კვლევა: გარკვეული მომზადების, რესურსებისა და ხელსაწყოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ნათესავებს, გაჰყვეთ თქვენი წინაპრებისა და წარმოშობის კვალს, შექმნათ თქვენი საგვარეულო ხე, ჩაატაროთ ოჯახის ისტორიის კვლევა და დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებს.
- ისტორიული ჩანაწერების შენახვა: მომავალი თაობებისთვის ისტორიული დოკუმენტების, ფოტოების, მატერიალური კულტურის ნაშთებისა და საჯარო ჩანაწერების გაციფრულებისა და დაარქივებისთვის.
- ოჯახის ისტორიის ჩაწერა: ოჯახის მნიშვნელოვანი ისტორიის, ისტორიული და კულტურული ინფორმაციის ჩასაწერად, რომელიც სხვაგვარად შეიძლება დაიკარგოს (მაგ., ზეპირსიტყვიერი ისტორიები).
- კომუნიკაცია და თანამშრომლობა: ოჯახის ისტორიის კვლევისას სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის ჩვენი განხილვის ფუნქციის ფარგლებში.
- ვებსაიტის ადმინისტრირება:
- თქვენს FamilySearch‑ანგარიშსა და FamilySearch‑ის სხვა აპებსა თუ მომსახურებებზე წვდომის ავტორიზებისთვის.
- თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად და ინფორმაციის მოსაწოდებლად ტექნიკურ, უსაფრთხოების ან სხვა საოპერაციო პრობლემებთან დაკავშირებით.
- ჩვენი ვებსაიტის, ხელსაწყოებისა და მომსახურების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად, მათ შორის, FamilySearch‑ის ვებსაიტზე თქვენი აქტივობის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციისთვის თვალის მიდევნების გზით.
- FamilySearch‑ის ახალი აპებისა და მომსახურებების შესახებ თქვენი ინფორმირებისთვის, თქვენი მონაწილეობის შემოსათავაზებლად და თქვენს საგვარეულო ხეზე ახალი პოტენციური ნათესავების შესახებ შესატყობინებლად.
- შეცდომის, თაღლითობის ან დანაშაულებრივი ქმედების თავიდან ასაცილებლად და ჩვენი მომსახურების პირობების აღსასრულებლად.
5. რა არის ჩვენი სამართლებრივი საფუძველი თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად?
ვცდილობთ, გვქონდეს სამართლიანი და კანონიერი საფუძველი ნებისმიერი იმ პერსონალური მონაცემის დასამუშავებლად, რომელსაც ვაგროვებთ. ჩვენი სამართლებრივი საფუძველი მონაცემთა დამუშავებისთვის დამოკიდებულია ვებსაიტის განყოფილებაზე; იმ მიზნებზე, რომლებისთვისაც ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ზემოთ აღწერილ მიზნებზე სექციაში „რა მიზნით ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს“; და თქვენს იურისდიქციაში მოქმედ ადგილობრივ სამართლებრივ მოთხოვნებზე.
მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად ჩვენს ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა, რომელსაც გვაძლევთ ჩვენს ვებსაიტზე ანგარიშის შექმნისას, ჩვენს ვებსაიტზე თქვენ მიერ პერსონალური მონაცემების პერიოდული ატვირთვისას ან FamilySearch‑ში თქვენი პერსონალური მონაცემების წარდგენის შემთხვევაში სხვა ფორმები�� შევსებისას.
ამასთან, პერსონალური მონაცემები, შესაძლოა, დავამუშაოთ ჩვენი, როგორც არაკომერციული გენეალოგიური კვლევითი ორგანიზაციის, ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გენეალოგიური კვლევის ჩატარებისა და დოკუმენტირების მიზნით თქვენთვის პლატფორმაზე მუშაობის უზრუნველსაყოფად, ასევე, აუდიტის შემოწმების, მონაცემთა ანალიზის, სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის, სამართლებრივი პრეტენზიებისა და ნორმატიული ვალდებულებების შესრულების მიზნით. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დავაბალანსებთ ჩვენს კანონიერ ინტერესებს თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებაში და მხოლოდ იმ მონაცემებს დავამუშავებთ, რომლებიც აუცილებელია ზემოთ აღწერილი მიზნების განსახორციელებლად.
ჩვენი ვებსაიტის ზოგიერთ შეზღუდულ სივრცეში გთავაზობთ დახურულ პლატფორმას, რომელზეც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, სხვა მოწვეული მომხმარებლების მცირე ჯგუფს გაუზიარონ ცოცხალი მონაცემები, როგორც ეს საჭიროა გენეალოგიური კვლევის ჩასატარებლად. ამ სივრცეებში FamilySearch ამუშავებს მომხმარებლის მიერ გენერირებულ კონტენტს, რომელიც შეიცავს ცოცხალ მონაცემებს მომხმარებლების სახელით, მომხმარებლის მითითებების შესაბამისად. ჩვენ არ ვამუშავებთ და არ ვიყენებთ ცოცხალ მონაცემებს ჩვენი მიზნებისთვის და არ განვსაზღვრავთ სამართლებრივ საფუძველს მათი დამუშავებისთვის. თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ცოცხალი ადამიანის შესახებ ნებისმიერი იმ მონაცემის დამუშავებაზე, რომელსაც ის წარმოადგენს ან აზიარებს ვებსაიტზე. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როდესაც აღნიშნული სექციებიდან რომელიმეში (მაგ., მომხმარებლის საკუთრებაში არსებულ ან ჯგუფურ ხეებში) მონაცემებს წარადგენთ, ასევე, შეხსენებას, რომ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენ მიერ ცოცხალი ადამიანის შესახებ წარმოდგენილ ნებისმიერ მონაცემზე.
თუ ცოცხალი ადამიანის შესახებ მონაცემებს დაამუშავებთ წმინდად პირადი ან საყოფაცხოვრებო მიზნით, შესაძლოა, არ დაექვემდებაროთ კონფიდენციალურობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია თქვენს იურისდიქციაში მოქმედ ადგილობრივ მოთხოვნებზე. ამის მიუხედავად, FamilySearch‑ის კონტენტის წარმოდგენის შესახებ შეთანხმებისა და გამოყენების პირობების მიხედვით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გქონდეთ ცოცხალი ადამიანის შესახებ მონაცემების სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარების უფლება ან ნებართვა.
6. ვის ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს?
თქვენ უფლება გაქვთ, აღარ მოგვცეთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარების უფლება ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციის მოცულობა თქვენი პროფილის უპირატესი პარამეტრების შეცვლის ან ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენთან დაკავშირების გზით. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა მხარეებს შემდეგ ვითარებებში:
ა. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები. შესაძლოა, პერსონალური მონაცემები, მათ შორის, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული ზოგიერთი ან ყველა კატეგორია, მივაწოდოთ მესამე მხარეებს, რომ ჩვენი მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, ან ქვე-კონტრაქტორების სახელით, შეასრულონ გარკვეული ფუნქციები (მაგ., გადახდის დამუშავება, ტექნიკური მომსახურება, უსაფრთხოება, მონაცემთა ანალიზი, ჰოსტინგი, შეფასების მომსახურება, სოციალურ ქსელებში მონაცემებზე დაფუძნებული შეტყობინებების გაცვლა, გამოკითხვები და ა.შ.). ასეთ შემთხვევებში, კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სახელშეკრულებო წესით მოვითხოვთ მომსახურების მომწოდებლებისგან, დაიცვან პერსონალური მონაცემები დამატებითი დამუშავებისა (მათ შორის, მარკეტინგული მიზნებისთვის) და გადაცემისგან. მესამე მხარეების სიისთვის, რომლებმაც, შესაძლოა, შეაგროვონ თქვენი პერსონალური მონაცემების გარკვეული ნაწილი ქუქი-ჩანაწერების გამოყენებით, იხილეთ ქუქი-ჩანაწერების უპირატესი პარამეტრები.
ბ. ეკლესიასთან აფილირებული პირები. ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, ჩვენ, შესაძლოა, შეზღუდული მოცულობით გავუზიაროთ პერსონალური მონაცემები (როგორიცაა FamilySearch-ის ვებსაიტზე თქვენი აქტივობის ანალიტიკა და მონაცემები) ეკლესიის დამფინანსებელ სუბიექტებს, რომ განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომსახურებები. მსგავს შემთხვევებში პერსონალური მონაცემები ანონიმური იქნება, როცა ეს შესაძლებელია. FamilySearch‑მა, ასევე, შესაძლოა გამოიყენოს ეკლესიის ზოგიერთი საზიარო რესურსი (მაგ., პროგრამული უზრუნველყოფა) პერსონალური მონაცემების სამართავად, მაგრამ FamilySearch‑ის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ FamilySearch‑ის პერსონალისთვის, ლეგიტიმური საჭიროებისთვის, FamilySearch‑ის შემდგომი მიზნების შესასრულებლად, კონფიდენციალურობის წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად. თუ ეკლესიის წევრი ხართ და ნებაყოფლობით აბამთ ეკლესიის წევრობის შესახებ ინფორმაციას თქვენს FamilySearch‑ანგარიშს, თანხმობას აცხადებთ, რომ FamilySearch-მა, შესაძლოა, გაუზიაროს თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები შესაბამის საეკლესიო სუბიექტებს წეს‑ჩვეულებებისა და ტაძრის მუშაობის დოკუმენტირების მიზნით.
გ. ვებსაიტის მომხმარებლები. თქვენი კონფიდენციალურობის უკეთ დაცვის მიზნით, ვებსაიტი იმგვარად შევქმენით, რომ მომხმარებლებს ცოცხალი მონაცემების სხვა მომხმარებლებთან გაზიარების ნებართვა აქვთ მხოლოდ ვებსაიტის გარკვეულ შეზღუდულ სივრცეებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მოწვევით. აღნიშნულ შეზღუდულ სივრცეებში საშუალება გაქვთ, აირჩიოთ, რომ გარკვეული არასავალდებულო გენეალოგიური ინფორმაცია, რომელსაც ვებსაიტის მეშვეობით წარადგენთ, ხელმისაწვდომი გახდეს FamilySearch‑ის სხვა მომხმარებლებისთვის (მაგ., ინფორმაცია, რომელსაც ატვირთავთ თქვენს საგვარეულო ხეზე). თქვენი მოთხოვნისა და ქმედების გარეშე, FamilySearch თქვენ მიერ წარდგენილ ცოცხალ მონაცემებს, თქვენ გარდა (წარმდგენის გარდა) არავისთვის გახდის ხელმისაწვდომს. საჭიროა, აირჩიოთ მისი ხელმისაწვდომობა (მაგ., როდესაც გაწევრიანდებით ჯგუფში და გააზიარებთ პერსონალურ მონაცემებს ამ ჯგუფში). ამის მიუხედავად, ცოცხალი ადამიანების შესახებ მონაცემების შემცველი მოგონებები არ უნდა დაამატოთ გარდაცვლილ ადამიანს საჯარო ხეზე. FamilySearch ცდილობს, შეზღუდოს სიტუაციები, როდესაც შეძლებთ ცოცხალი ადამიანების შესახებ მონაცემების გაზიარებას, რომ არ დაარღვიოს მოქმედი კანონმდებლობა და დაიცვას თქვენი ნათესავების კონფიდენციალურობა.
როგორც ზემოთ არის აღნიშნული, თითოეული მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი ცოცხალი ადამიანების შესახებ ნებისმიერი იმ მონაცემის დამუშავებაზე, რომე��საც ის წარმოადგენს ან აზიარებს ვებსაიტზე. ცოცხალი ადამიანების შესახებ მონაცემების სხვა მომხმარებლებისთვის გაზიარების არჩევით ადასტურებთ, რომ ამგვარ მონაცემებზე თავად ხართ პასუხისმგებელი; რომ, FamilySearch-ის კონტენტის წარმოდგენის შესახებ შეთანხმებისა და გამოყენების პირობების შესაბამისად, უფლება ან ნებართვა გაქვთ, ასეთი მონაცემები სხვა მომხმარებლებს გაუზიაროთ; რომ ასეთ მონაცემებს აზიარებთ მხოლოდ პირადი და გენეალოგიური კვლევის მიზნით; და რომ ასეთი გაზიარება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს დაარეგულიროთ პერსონალური მონაცემების ხილვადობა FamilySearch‑ის სხვა მომხმარებლებისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლის ან ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენთან დაკავშირების გზით. ყველა მოგონება, რომელიც შეიცავს ცოცხალი ადამიანების შესახებ მონაცემებს, უნდა იყოს დაყენებული „კონფიდენციალურზე“.
თუმცა, შესაძლოა, FamilySearch-მა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საჯარო და ისტორიული წყაროებიდან მოპოვებული გარკვეული პერსონალური მონაცემები, როდესაც ეს ნებადართულია მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობით.
დ. სამართლებრივი მოთხოვნები. შესაძლოა, მივიღოთ წვდომა და გავუმჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, პოსტები, ონლაინ საუბრები, პირადი შენიშვნები, კონტენტი ან სხვა წარდგენილი მასალა მესამე მხარეს, თუ დარწმუნებული ვართ, რომ ამის გაკეთება სავალდებულოა სასამართლოში გამოძახების უწყებით, სასამართლო ან ადმინისტრაციული ბრძანებით ან სხვაგვარად მოითხოვება ��ანონით. გარდა ამისა, შესაძლოა, გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია კანონის მოთხოვნის შესაბამისად ან კანონიერი უფლებების განსახორციელებლად და დასაცავად; მივიღოთ უსაფრთხოების ზომები პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად; დავიცვათ ნებისმიერი ფიზიკური ან ზოგადად საზოგადოების რესურსის უფლებები, საკუთრება ან უსაფრთხოება; შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი მომსახურებებისა თუ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და სანდოობა; დავიცვათ საკუთარი თავი და მომსახურებები თაღლითური, შეურაცხმყოფელი ან უკანონო გამოყენებისგან; გამოვიძიოთ და დავიცვათ თავი მესამე მხარის პრეტენზიებისა თუ ბრალდებებისგან; ან დავეხმაროთ სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს.
7. სად ინახება პერსონალური მონაცემები?
შესაძლოა, თქვენი პერსონალური მონაცემები შევინახოთ თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სერვერებზე, ღრუბლის საცავებში, ან FamilySearch-ისა და მასთან აფილირებული სპონსორი სუბიექტების ტერიტორიებზე. სხვა იურისდიქციებისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად, ვაფორმებთ მონაცემთა გადაცემისა და დამუშავების შეთანხმებებს FamilySearch-სა და ჩვენი სერვისის პროვაიდერებს, აფილირებულ სუბიექტებსა და არქივებს შორის, სადაც ეს კანონით მოითხოვება. მონაცემების გადაცემის აღნიშნულ ხელშეკრულებებში შედის სტანდარტული სახელშეკრულებო პუნქტები, რომლებიც დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობის ან სხვა პუნქტების შესაბამისად, როგორც ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა (რომლის განხილვის უფლებაც შეიძლება გქონდეთ, თუ დაგვიკავშირდებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლოში მითითებული ინფორმაციის გამოყენებით).
8. როგორ უზრუნველყოფთ პერსონალური მონაცემების დაცვას?
ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და საორგანიზაციო ზომებს, რომ დავიცვათ ჩვენ მიერ მიღებული პერსონალური მონაცემები დაკარგვის, არამართლზომიერი გამოყენებისა და არასანქცირებული ცვლილებისგან და დავიცვათ მისი კონფიდენციალურობა. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ უსაფრთხოების პროცედურებს და ვითვალისწინებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიასა თუ მეთოდებს. ამას გარდა, სისტემაში შესვლის გვერდებზე მონაცემების გადაცემის დასაშიფრად ვიყენებთ დაშიფვრის უახლეს ტექნოლოგიას. თუმცა ამგვარი დაშიფვრის ტექნოლოგიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას ვერ გაძლევთ, ამიტომაც გამოიჩინეთ სიფრთხილე პერსონალური მონაცემების ინტერნეტით გადაგზავნისას.
9. რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს?
შეგროვილ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ვებსაიტის მეშვეობით შეგროვილ ინფორმაციასა და სხვა წარდგენილ მასალას, ვინახავთ იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭიროა გენეალოგიური, ისტორიული და სტატისტიკური კვლევებისთვის, ასევე, საარქივო მიზნებისთვის. ზოგადად, თუ არ ისარგებლებთ წაშლის უფლებით ან წაშლა სხვაგვარად არ მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით, პერსონალური მონაცემები ინახება შემდეგი ვადებიდან უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში: (ა) 110 წელი შექმნის ან შეგროვების თარიღიდან; ან (ბ) ნებისმიერი უფრო ხანგრძლივი ვადა, რომელსაც მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა ან ნებადართულია მის მიერ.
10. როგორ გამოიყენოთ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით თქვენი უფლებები?
ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ პერსონალური მონაცემების სიზუსტე და თქვენი მეშვეობით უზრუნველვყოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები და თქვენ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მონაცემი ცოცხალი ადამიანების შესახებ სრულყოფილი და ზუსტი იყოს. თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ წვდომა საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე და დაადასტუროთ, შეასწოროთ ან განაახლოთ ისინი, ასევე, შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ხილვადობა ვებსაიტისთვის თქვენ მიერ გავლილი კონკრეტული რეგისტრაციის, თქვენი პროფილის ან FamilySearch‑ანგარიშის მეშვეობით, საჭიროებისამებრ. აღნიშნული ვარიანტების განსახილველად ეწვიეთ FamilySearch‑ზე თქვენი ანგარიშის პარამეტრებს აქედან.
თქვენი საცხოვრებელი ადგილის იურისდიქციის მიხედვით, მომხმარებელთა დაცვის ან კონფიდენციალურობის შესახებ კანონები, შესაძლოა, განიჭებდეთ დამატებით უფლებებს თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებული ინფორმაციის მეშვეობით დამატებითი, კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისთვის. ამგვარ უფლებებში შესაძლოა შედიოდეს:
- წვდომის უფლება ან ინფორმაციის მიღების უფლება — თქვენ გაქვთ უფლება, მოიპოვოთ წვდომა ჩვენ მიერ თქვენ შესახებ დაცულ პერსონალურ მონაცემებზე და მოითხოვოთ გარკვეული ინფორმაცია მათი ჩვენ მიერ დამუშავების შესახებ. თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ განმარტება იმის შესახებ, (i) რატომ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, (ii) თქვენს პერსონალურ მონაცემთ�� რა კატეგორიებს ვფლობთ, (iii) ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, (iv) რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და (v) ვისგან მივიღეთ თქვენი პერსონალური მონაცემები, თუ ისინი უშუალოდ თქვენგან არ შეგროვებულა. ჩვენ, ასევე, გაცნობებთ თქვენს კონფიდენციალურობის უფლებებს, როდესაც ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.
- ჩასწორების ან შესწორების უფლება — თქვენ გაქვთ უფლება, ჩაასწოროთ, განაახლოთ ან შეავსოთ ჩვენ მიერ თქვენ შესახებ დაცული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც არასწორი ან არასრულია. გაითვალისწინეთ, რომ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევასწოროთ ან წავშალოთ არასრული ან არასწორი ინფორმაცია, როგორც ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა ან ნებადართულია მის მიერ.
- ამოშლის ან წაშლის უფლება — თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ამოშლა ან წაშლა, საჭიროების მიხედვით. ამ შემთხვევაში, თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გაგრძელებისთვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ან უპირატესი კანონიერი ინტერესი, თქვენს პერსონალურ მონაცემებს წავშლით. საჭიროების და კანონით დაშვებულ შემთხვევებში უფლება გაქვთ, მოითხოვოთ კონკრეტული ინფორმაციის დეიდენტიფიკაცია ან ანონიმიზაცია, რომ მისი მეშვეობით თქვენი იდენტიფიცირება აღარ იყოს შესაძლებელი.
- მონაცემთა დამუშავების გაპროტესტების უფლება — თქვენ გაქვთ უფლება, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავება, თუ ჩვენ ვეყრდნობით კანონიერ ინტერესს ან თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უშუალოდ მარკეტინგული მიზნებისთვის ვამუშავებთ.
- მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება — გარკვეულ გარემოებებში უფლება გაქვთ, შეგვაწყვეტინოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ ის მიზნად არ ისახავს ამ მონაცემების შენახვას.
- მონაცემთა გადატანის უფლება — თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ სტრუქტურირებულ, ფართოდ გამოყენებულ და მანქანურად წაკითხვად ფორმატში ჩვენ მიერ თქვენ შესახებ დაცული პერსონალური მონაცემები, თუ მათ თქვენთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ან თქვენი თანხმობით ვამუშავებთ, ან მოითხოვოთ, რომ ასეთი პერსონალური მონაცემები მესამე პირს გადავცეთ, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
- თანხმობის გამოხმობის უფლება — თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს და უსასყიდლოდ გამოიხმოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ჩვენთვის ადრე მიცემული ნებისმიერი თანხმობა. შემდგომში თქვენს პრიორიტეტებს გავითვალისწინებთ. ეს არ იმოქმედებს თქვენი თანხმობის გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
- საჩივრის შეტანის უფლება — თქვენ შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში, მათ შორის, თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის, სამუშაო ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც, თქვენი აზრით, ინციდენტი მოხდა.
- დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება — ჩვენ არ გაქცევთ დისკრიმინაციის ობიექტად თქვენი უფლებებით სარგებლობის გამო.
- ტარგეტირებულ რეკლამაზე ან გაყიდვაზე უარის თქმის უფლება — თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ, რომ შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება ტარგეტირებული რეკლამისთვის ან მათი გაზიარება, თუ ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.
აღნიშნული უფლებების ზუსტი ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს იურისდიქციების მიხედვით. თუ გექნებათ შეკითხვები, ან ამ უფლებებით სარგებლობას გადაწყვეტთ, დაგვიკავშირდით.
თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სხვა მომხმარებელი ამუშავებს ან აზიარებს, დაუკავშირდით შესაბამის მომხმარებელს და სთხოვეთ, წაშალოს ან ჩაასწოროს ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მან წარმოადგინა ან გააზიარა თქვენ შესახებ. თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი ცოცხალი ადამიანის შესახებ ნებისმიერი იმ მონაცემის დამუშავებაზე, რომელსაც ის წარმოადგენს ან აზიარებს ვებსაიტზე სხვა პირების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ უშუალოდ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით. მოთხოვნისამებრ, დაგეხმარებით თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორებაში ან წაშლაში.
თუ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლასთან, წაშლასთან ან განახლებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკის ბოლოს მითითებული ინფორმაციის მეშვეობით.
11. ცვლილებები.
შესაძლოა, ამ დოკუმენტში პერიოდულად ცვლილებები შევიდეს. ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინებას მიიღებთ ამ ვებსაიტის მეშვეობით.
12. ჩვენთან დაკავშირება.
კონფიდენციალურობის ამ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეკითხვები ან ნებისმიერი სხვა შეკითხვა, რომელიც შესაძლოა გქონდეთ ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, გააგზავნეთ ელფოსტით, ფაქსით ან ფოსტით შემდეგ მისამართებზე:
ელფოსტა: privacy@familysearch.org
ფაქსი: +1-801-240-1187
ფოსტა: FamilySearch Data Privacy Office
50 E. North Temple Street
Salt Lake City, UT 84150-0005
USA
-------------------------------------------------------------------------
დამატებითი კონფიდენციალურობის პოლიტიკა
(ევროპის ეკონომიკური ზონა, თურქეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო (EEA+))
ძალაში შესვლის თარიღი: 2026 წლის 24 მარტი
კონფიდენციალურობის ეს დამატებითი პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, თურქეთში, შვეიცარიაში ან გაერთიანებულ სამეფოში. ის ჩართულია FamilySearch-ის გლობალურ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და წარმოადგენს მის ნაწილს.
კონფიდენციალურობის შესახებ ეს დამატებითი პოლიტიკა შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება მხოლოდ EEA+-ის რეგიონს.
1. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
თუ თქვენ იმყოფებით EEA‑ში, თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში ან შვეიცარიაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად ჩვენი სამართლებრივი საფუძველი აღწერილია ამ ნაწილში:
- თანხმობა — ეს შემთხვევა ეხება იმ სიტუაციას, როდესაც თქვენ განაცხადეთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე.
- ხელშეკრულება — თქვენი პერსონალური მონაცემები გვჭირდება, რომ მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურებები და შევასრულოთ თქვენთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ჩვენი ვალდებულებები, მაგალითად, შევქმნათ და დავიცვათ თქვენი ანგარიში ან გიპასუხოთ თქვენს შეკითხვებზე.
- კანონიერი ინტერესი — ჩვენ გვაქვს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერი ���იზნეს‑ინტერესი, თქვენთვის მომსახურებების მოწოდების მიზნით. კანონიერ ინტერესს, როგორც სამართლებრივ საფუძველს, ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საბოლოო ჯამში, ჩვენი კანონიერი ინტერესები არ უგულებელყოფს თქვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონფიდენციალურობასთან და მონაცემთა დაცვასთან. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ შევასრულებთ თქვენს ყველა მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი უფლებებით სარგებლობასთან.
- სამართლებრივი ვალდებულება— ჩვენ, შესაძლოა, გვქონდეს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი ვალდებულება, მაგალითად, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულებების შესასრულებლად, და, შესაძლოა, დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როდესაც ეს საჭირო იქნება სამართლებრივი პრეტენზიების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად. ასევე, შესაძლოა, დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი ან სხვა პირის მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.
2. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება
დაგვიკავშირდით, როგორც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ელფოსტის მისამართზე: privacy@familysearch.org.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მონაცემთა დაცვის ჩვენს ოფიცერთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით:
ელფოსტა: privacy@familysearch.org
ფაქსი: +1-801-240-1187
ფოსტის მისამართი:
FamilySearch Data Privacy Office
50 E. North Temple Street
Salt Lake City, UT 84150-0005
USA
4. მონაცემთა დაცვის წარმომადგენელი
ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის წარმომადგენელთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით:
ელფოსტა: privacy@familysearch.org
ფაქსი: +49 (0)69 5480 2310
საფოსტო მისამართი:
Kirche Jesu Christi der Heiligen der Letzten Tage in Deutschland
Körperschaft des öffentlichen Rechts,
Berner Str 119,
60437 Frankfurt am Main
Deutschland
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
თუ ვებსაიტის გამოყენებისას თქვენს პერსონალურ მონაცემებს გვაწვდით EEA‑დან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან ან მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან, სადაც მონაცემთა შეგროვებასა და გამოყენებას არეგულირებს კანონები, რომლებიც, შესაძლოა, განსხვავდებოდეს აშშ‑ის კანონმდებლობისგან, გაითვალისწინეთ, რომ პერსონალურ მონაცემებს აგზავნით ამ რეგიონების ფარგლებს გარეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესანახად და დასამუშავებლად.
თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს საერთაშორისო მასშტაბით გადავცემთ, უზრუნველვყოფთ შესაბამის გარანტიებს თქვენი პერსონალური მონაცემების სათანადოდ დასაცავად, დავიცავთ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონებს, რისთვისაც დავეყრდნობით ევროკავშირის, თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს ან შვეიცარიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მონაცემთა შესაბამისი დაცვის შესახებ, თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისთვის მოქმედ სტანდარტულ სახელშეკრულებო გარანტიებს ან გამონაკლისს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თქვენი პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ან ტრანსსასაზღვრო გადაცემის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი აღწერილია თქვენს მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის პირობებში, რომლებიც ხელმისაწვდომია აქ.
5. საჩივრები
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ შესაბამის საზედამხედველო ორგანოს, რომ საჩივარი შეიტანოთ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის საზედამხედველო ორგანოების ჩამონათვალი განთავსებულია აქ. ყველა დანარჩენი საზედამხედველო ორგანოს პოვნა შესაძლებელია მათი ვებსაიტების მთავარი გვერდების მეშვეობით.
-------------------------------------------------------------------------
დამატებითი კონფიდენციალურობის პოლიტიკა პერუსთვის
ძალაში შესვლის თარიღი: 2026 წლის 24 მარტი
კონფიდენციალურობის ეს დამატებითი პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს პერუში. ის ჩართულია FamilySearch-ის გლობალურ პოლიტიკაში კონფიდენციალურობის შესახებ და წარმოადგენს მის ნაწილს.
კონფიდენციალურობის შესახებ ეს დამატებითი პოლიტიკა შეიცავს ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოითხოვება პერუს კანონმდებლობით.
1. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
თუ თქვენ ცხოვრობთ პერუში, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:
ინფორმირებული თანხმობა: როდესაც პერსონალურ მონაცემებს უშუალოდ თქვენგან ვიღებთ, თქვენი ინფორმირებული თანხმობა გვექნება, როდესაც ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებსაიტზე, ატვირთავთ პერსონალურ მონაცემებს ჩვენს ვებსაიტზე ან სხვაგვარად წარადგენთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს FamilySearch‑ისთვის.
2. მონაცემთა ბაზის არსებობა და იდენტიფიკაცია
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ვებსაიტზე განთავსებულ დაცულ მონაცემთა ბაზებში, რომლებიც გამოიყენება ამ მომსახურების ფუნქციონირების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის მიზნით.
3. რეგისტრაცია
პერუში პერსონალურ მონაცემთა ბაზა, რომელშიც ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომია პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნული ორგანოსთვის, პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნულ რეესტრში მისი რეგისტრაციის გზით, სახელწოდებით: „ვებსაიტის მომხმარებლები“ და კოდით: EE-2025-4. პერსონალურ მონაცემთა ნებისმიერი დამუშავება ხორციელდება პერუს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, № 29733 კანონის (პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის) და მისი დებულებების შესაბამისად.
4. თქვენი უფლებები და მათი გამოყენების წესი
FamilySearch-ის გლობალური კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-10 ნაწილში ჩამოთვლილი უფლებების გარდა, თუ თქვენ ცხოვრობთ პერუში, უფლება გაქვთ: (i) თავიდან აიცილოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, (ii) მოითხოვოთ სამართლებრივი დაცვა, როგორც ეს გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით, (iii) არ გავრცელდეს ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღება თქვენზე და (iv) მიიღოთ კომპენსაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის (LPDP) მე-19–21-ე და 24-ე–25-ე მუხლების შესაბამისად. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ამ უფლებებით სარგებლობა შეგიძლიათ FamilySearch-ის კონფიდენციალურობის გლობალური პოლიტიკის მე-10 სექციაში აღწერილი პროცედურების მიხედვით.