აღმოაჩინეთ
სცადეთ ეს საშუალებები რათა ნახოთ, რა ინფორმაციას შეიძლება ვფლობდეთ თქვენი ოჯახის შესახებ.
სწრაფი ძიება
აირჩიეთ წინაპარი ან ოჯახის წევრი. შემდეგ მაქსიმალური სისრულით შეიტანეთ ძიების ფორმაში წინაპრის შესახებ ცნობილი ინფორმაცია. ძიების შედეგები მოიცავს აღმოჩენილ დამთხვევებს ჩვენი ისტორიული ჩანაწერებიდან, მოგონებებიდან, ოჯახური ხიდან და გვარების მონაცემთა ბაზებიდან.
რჩევა: არ იცით, რა ჩაწეროთ ფორმის ზოგიერთ გრაფაში? გამოტოვეთ გრაფა ან ჩაწერეთ სავარაუდო ინფორმაცია.
ან სცადეთ გვარებით ძიება
შეიყვანეთ თქვენი გვარი, რათა შეიტყოთ მისი მნიშვნელობა და წარმოშობა. თქვენი გვარით შესაძლოა მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ ხართ და საიდან ხართ.
იფიქრეთ დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე
დნმ-ის ანალიზს თქვენი ოჯახის შესახებ ისეთი ინფორმაციის გამოვლენა შეუძლია, რომელსაც სხვაგვარად ადვილად ვერ მოიპოვებთ. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია. თქვენ ან სინჯარაში უნდა ჩაანერწყვოთ ან ბამბის ჩხირი გამოისვათ ლოყის შიგნიდან. ამ ანალიზის შედეგად შესაძლებელია თქვენი წინაპრების სამშობლო გამოვლინდეს. ასევე ამ ანალიზის შედეგად შესაძლებელია, წარმოგიდგინონ შორეული ნათესავები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობენ თქვენს ოჯახთან დაკავშირებულ ინფორმაციას.