როგორ ჩავასწორო მშობელი-შვილის ურთიერთობა ოჯახურ ხეზე?

მშობელი-შვილის ურთიერთობის კორექტირება როგორც წესი, მოითხოვს გარკვეულ გაანალიზებას. შესაძლოა ორი პრობლემა არსებობდეს: დუბლიკატი ჩანაწერები ან ურთიერთობის არასწორი ბმულები.

თუ ამ პროცესში შეცდომას დაუშვბთ, არ ინერვიულოთ. შეგიძლიათ გააუქმოთ ნებისმიერი ცვლილებები და ეს შესაძლებელია „ბოლო ცვლილებები“-ს ფუნქციაში გადასვლით.

როცა შვილის ჩანაწერს ოჯახური ჩანაწერებიდან წაშლით, შვილის ჩანაწერი რჩება ოჯახურ ხეზე. თუ შვილი დაკავშირებულია მეუღლესთან და შვილებთან, ის რჩება მათთან დაკავშირებული. ამის მსგავსად, მშობლების შვილთან ურთიერთობის გაუქმებით ოჯახური ხის ჩანაწერი ყოველი მშობლისთვის რჩება ოჯახურ ხეზე.

დაწყებამდე

ეცადეთ, გაერკვიოთ, რა ხდება. ამისთვის ცოტა დრო დაგჭირდებათ.

  • თუ შვილი არ ეკუთვნის ოჯახს, გააუქმეთ ან შეცვალეთ შვილის მშობლებთან დამაკავშირებელი ბმული. გააგრძელეთ სტატიის კითხვა, რათა შეიტყოთ, როგორ განახორციელოთ ეს.
  • თუ შვილები სწორად დაფიქსირდა მაგრამ ერთი ან ორივე მშობელი - შეცდომით, უნდა წაშალოთ ან შეცვალოთ შეცდომით შეყვანილი მშობელი. წაშალეთ ან შეცვალეთ სწორად შეყვანილი მშობლის მეუღლე .  
  • თუ თქვენ მშობლებს და შვილებს მრავალჯერ ან მრავალ ოჯახში ხედავთ, შეხედეთ დუბლიკატების საიდენტიფიკაციო ნომრებს.
    • თუ საიდენტიფიკაციო ნომრები განსხვავდება, უნდა მოხდეს დუბლიკატი ჩანაწერების შერწყმა
    • თუ საიდენტიფიკაციო ნომრები იდენტურია, შვილი ერთ ჯერზე მეტჯერ არის დაკავშირებული მშობლებთან. გამოიყენეთ სტატიაში მოცემული მითითებები დამატებით ურთიერთობების წასაშლელად.

რჩევა:ჩაწერეთ იმ ადამიანების სახელები და საიდენტიფიკაციო ნომრები, ვის ურთიერთობებსაც ცვლით. ახლა შეგიძლიათ, გააუქმოთ ცვლილება.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

FamilySearch.org ვებგვერდზე ოჯახური ხის გამოყენებით ოჯახში შვილის წაშლის ან ჩანაცვლების ნაბიჯები:

  1. ზედა მენიუში დააჭირეთ ოჯახური ხედა შემდეგ ხე.
  2. იპოვეთ შვილი არასწორი მშობლებით.
  3. დააჭირეთ შვილის სახელი. დეტალების ფანჯარაში კვლავ დააჭირეთ პიროვნების სახელი . თქვენ გადახვალთ იმ პიროვნების გვერდზე.
  4. დააჭირეთ დეტალები-ს ველს.
  5. ჩამოდითოჯახის წევრების განყოფილებაში.
  6. მშობლებისა და დედმამიშვილების ქვეშ იპოვეთ შვილის სახელი და დააჭირეთ რედაქტირება -ს ხატურას.
  7. თუ მხოლოდ ერთი მშობელია შეყვანილი შეცდომით, დააჭირეთ მის გვერდით ღილაკს წაშალეთ ან შეცვალეთ . თუ ორივე შეცდომით არის შეყვანილი, დააჭირეთ შვილის გვერდით ღილაკსწაშალეთ ან შეცვალეთ .
  8. გამოჩნდება წაშლის ან ჩანაცვლების უჯრა. დაადასტურეთ ურთიერთობები, მეუღლეები და შენიშვნები, შემდეგ დააჭირეთმონიშვნის უჯრა.
  9. მოიმოქმედეთ ერთ-ერთი რამ:
    1. მშობლის ან მშობლების წასაშლელად დააჭირეთ შესაფერის ღილაკს წაშლა . ახსენით, რატომ და შემდეგ დააჭირეთ წაშლა.
    2. მშობლის ან მშობლების შესაცვლელად დააჭირეთ შესაფერის ღილაკს წაშლა . გამოჩნდება პიროვნების შეცვლის ფანჯარა.
      • თუ იცით მშობლის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთსაიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით. შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო ნებისმიერი და დააჭირეთ შემდეგი. დააჭირეთ დაამატეთ დამთხვევა.
        • თუ ორივე მშობლის დამატება გსურთ, დააჭირეთ წყვილის არჩევა.
        • ერთი მშობლის დასამატებლად დააჭირეთ აირჩიეთ პიროვნება. ახსენით შეცვლის მიზეზი და შემდეგ დააჭირეთჩანაცვლება.
      • თუ არ იცით მშობლის საიდენტიფიკაციო ნომერი, დაასრულეთ ძიების ველის შევსება და შემდეგ დააჭირეთ შემდეგი.
        • თუ სწორი პიროვნება ან წყვილი გამოჩნდება სიაში, დააჭირეთ დაამატეთ დამთხვევა. თუ ორივე მშობლის დამატება გსურთ, დააჭირეთ წყვილის არჩევა. ერთი მშობლის დასამატებლად დააჭირეთ აირჩიეთ პიროვნება. ახსენით შეცვლის მიზეზი და შემდეგ დააჭირეთჩანაცვლება.
        • თუ დამთხვევები არ არის, მშობლის ჩანაწერის შესაქმნელად დააჭირეთშექმენით პიროვნება .

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

აი ოჯახური ხის მობილური აპლიკაციის გამოყენებით ოჯახში შვილის წაშლის ან ჩანაცვლების ნაბიჯები:

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გადადით შვილის პერსონალურ გვერდზე, რომელსაც შეცდომით დაუფიქსირეს მშობლები.
  2. დააჭირეთმშობლები-ს ველს.
  3. იპოვეთ შვილის სახელი და დააჭირეთხატურის რედაქტირება-ს .
    1. თუ მხოლოდ ერთი მშობელი ფიქსირდება შეცდომით, დააჭირეთ ღილაკს ჩამოსაშლელი ისარი მშობლისთვის და შემდეგ დააჭირეთ მამის წაშლა ან შეცვლაან დედის წაშლა ან შეცვლა.
    2. თუ ორივე მშობელი შეცდომით არის დაფიქსირებული, დააჭირეთმშობლების წაშლა.
  4. გამოჩნდება ახალი ფანჯარა. 
    1. მშობლის ან მშობლების წასაშლელად შეამოწმეთ უჯრა რომელიც ადასტურებს, რომ გადახედეთ ურთიერთობებს და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება. ახსენით, რატომ და შემდეგ დააჭირეთწაშლა.
    2. მშობლის წასაშლელად შეამოწმეთ უჯრა რომელიც ადასტურებს, რომ გადახედეთ ურთიერთობებს და შემდეგ დააჭირეთ ღილაკსგაგრძელება. გამოჩნდება პიროვნების შეცვლის ფანჯარა.
      • თუ იცით მშობლის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთდაამატეთ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით. შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო ნომერი და დააჭირეთგაგრძელება. დააჭირეთ არჩევა. ახსენით, რატომ არის ეს ინფორმაცია სწორი და შემდეგ დააჭირეთშეცვლა.
      • თუ არ იცით მშობლის საიდენტიფიკაციო ნომერი, დაასრულეთ ძიების ველის შევსება და შემდეგ დააჭირეთგაგრძელება.
        • თუ სწორი პიროვნება ან წყვილი გამოჩნდება სიაში, დააჭირეთ არჩევა.  ახსენით შეცვლის მიზეზი და შემდეგ დააჭირეთჩანაცვლება.
        • თუ მშობელი არ გამოჩნდა, დამთხვევა არ არის. ახსენით შეცვლის მიზეზი და დააჭირეთ ჩანაცვლება.

ნაბიჯები (ოჯახური ხე - მარტივი)

აი „ოჯახური ხე- მარტივი“-ს გამოყენებით, ოჯახში შვილის წაშლის ან ჩანაცვლების ნაბიჯები:

  1. შედით „ოჯახური ხე- მარტივი“-ში (lite.fs.org).
  2. გადადით შვილის პერსონალურ გვერდზე, რომელსაც შეცდომით დაუფიქსირეს მშობლები.
  3. პიროვნების ქვეშ დააჭირეთოჯახის დათვალიერება.
  4. მშობლებისა და დედმამიშვილების ქვეშ იპოვეთ შვილის სახელი და დააჭირეთ რედაქტირება-ს ხატურას.
  5. თუ მხოლოდ ერთი მშობელია შეყვანილი შეცდომით, დააჭირეთ მისი სახელის ქვეშ ღილაკს წაშალეთ ან შეცვალეთ. თუ ორივე შეცდომით არის შეყვანილი, დააჭირეთ შვილის ქვეშ ღილაკსწაშალეთ ან შეცვალეთ .
  6. მოიმოქმედეთ ერთ-ერთი რამ:
    1. მშობლის ან მშობლების წასაშლელად დააჭირეთ შესაფერის ღილაკს წაშლა . ახსენით მიზეზი და შემდეგ დააჭირეთ წაშლა.
    2. მშობლის ან მშობლების შესაცვლელად დააჭირეთ შესაფერის ღილაკს წაშლა . გამოჩნდება პიროვნების შეცვლის ფანჯარა.
      • თუ იცით მშობლის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთსაიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით პოვნა, შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო ნომერი და დააჭირეთ შემდეგი. (FamilySearch - მარტივი არ ამატებს ტირეს და არ შეჰყავს დიდი ასოები, რომლებიც გამოყენებულია საიდენტიფიკაციოში. მათი შეყვანა ხელით მოგიწევთ) დააჭირეთ პიროვნების დამატება ან წყვილის დამატება.
      • თუ არ იცით მშობლის საიდენტიფიკაციო ნომერი, დაასრულეთ ძიების ველის შევსება და შემდეგ დააჭირეთ შემდეგი. თუ სწორი პიროვნება ან წყვილი გამოჩნდება სიაში, დააჭირეთ პიროვნების დამატებაან წყვილის დამატება. სხვაგვარად, მშობლის ჩანაწერის შესაქმნელად დააჭირეთ პიროვნების შექმნა

რეკომენდირებული საფეხურები

მშობელი-შვილის ურთიერთობის წაშლით არ იშლება და არ იცვლება მშობლების, როგორც წყვლის, ურთიერთობა. თუ დედა ან მამა შეცდომით არის მითითებული, თქვენ ასევე უნდა წაშალოთ ან შეცვალოთ ერთ-ერთი მეუღლე.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავაკონკრეტო ბიოლოგიური, ნაშვილები და დროებით ნაშვილები ურთიერთობები ოჯახურ ხეზე?
როგორ ვიხილო პიროვნების შესახებ შეტანილი ცვლილებები ოჯახურ ხეზე?
როგორ შევრწყა შესაძლო დუბლიკატები ოჯახურ ხეზე?
პიროვნებას ოჯახურ ხეზე არასწორად ჰყავს მითითებული მეუღლე
იგივე შვილი ერთხელ მეტჯერ არის ნაჩვენები ოჯახში ოჯახურ ხეზე

moduleTitle