როგორ მოვახდინო შესაძლო დუბლიკატების შერწყმა ოჯახურ ხეზე?

დუბლიკატი ჩანაწერი ჩნდება, როცა ერთ პიროვნებას ოჯახურ ხეზე აქვს ერთ ჩანაწერზე მეტი. თუ ოჯახური ხე პოულობს შესაძლო დუბლიკატს, ძიების დახმარების ველი აჩვენებს წითელ ძახილის ნიშანს და წარწერას: „შესაძლო დუბლიკატი“.
        
შეგიძლიათ განიხილოთ შესაძლო დუბლიკატები და გადაწყვიტოთ, ეკუთვნის თუ არა ისინი ერთსა და იმავე პირს. 

  • თუ ისინი ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის, მოახდინეთ მათი შერწყმა. 
  • თუ ისინი სხვადასხვა ადამიანებს ეკუთვნის, მონიშნეთ ისინი როგორც „არ ემთხვევა“.
  • თუ დარწმუნებული არ ხართ, ნუ მოახდინთ მათ შერწყმას. მოიმოქმედეთ შემდეგი:
    • გააუქმეთ შერწყმა: დუბლიკატის დათვალიერება ხელმისაწვდომია სხვა მომხმარებლისთვის. 
    • მონიშნეთ ჩანაწერი როგორც არ ემთხვევა. სხვები ვერ ხედავენ შესაძლო დუბლიკატს. 

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ოჯახურ ხეზე ასახეთ პერსონალური გვერდი.  
  2. თუ დეტალების სექცია არ გამოჩნდა, დააჭირეთდეტალები
  3. ძიების დახმარების სექციაში დააჭირეთ შესაძლო დუბლიკატები
  4. დააჭირეთგანიხილეთ შერწყმა. გამოჩნდება შერწყმის ფანჯარა. 
    • მარცხენა მხარეს შესაძლო დუბლიკატებია. შერწყმის შედეგად წაიშლება ჩანაწერი. 
    • მარჯვენა მხარეს არის ჩანაწერი, რომლითაც თქვენ დაიწყეთ. შერწყმის შედეგად ჩანაწერი ინახება. 
  5. გადაწყვიტეთ, არის თუ არა ჩანაწერები ერთსა და იმავე პირის შესახებ. 
    1. შეადარეთ მარცხენა და მარჯვენა მხარეები. ეძებეთ სახელები, თარიღები, ადგილები და ოჯახური სახელები, რომლებიც ემთხვევა. 
    2. წაიკითხეთ ნებისმიერი გამაფრთხილებელი გზავნილები ეკრანზე.  
    3. თუ მარცხენა ჩანაწერი ყველაზე სუსტია, დააჭირეთ გადაადგილება
    4. თუ ჩანაწერები ერთსა და იმავე პირის შესახებ არ არის, დააჭირეთ არ ემთხვევა. თუ დარწმუნებული არ ხართ, დააჭირეთ უკან. თუ ჩანაწერები ერთსა და იმავე პირის შესახებ არის, დააჭირეთ კი, გააგრძელეთდა გადადით მე-6 ნაბიჯზე.
  6. გადაწყვიტეთ, რა ინფორმაცია უნდა შეინახოთ.
    1. ყოველი ინფორმაციის წვლილის შემომტანის, შეტანილი თარიღისა და მიზეზის შესადარებლად დააჭირეთ ქვემოთ მიმართული ისარი.
    2. ინფორმაციის კვლავ მარჯვნივ გადასატანად დააჭირეთ გაუქმება. ინფორმაცია ბრუნდება სავარაუდო დუბლიკატთან.
    3. მარჯვნივ მოცემული ინფორმაციის მარცხნივ მოცემული ინფორმაციის ჩანაცვლებისთვის დააჭირეთ ჩანაცვლება. გამოიყენეთ ის, მაგალითად, ცხოვრების მონახაზის ან მიზეზის შესანახად.  
    4. თუ მარცხენა მხარე მოიცავს ინფორმაციას, რომელიც არ არის მარჯვენა მხარეს და თქვენ გსურთ მისი შენახვა, დააჭირეთ დამატება.
  7. დააჭირეთ გაგრძელება
  8. დაასრულეთ შერწყმა: 
    1. დაათვალიერეთ შემორჩენილი ჩანაწერი. 
    2. შეიყვანეთ შერწყმის მიზეზი. შეგიძლიათ, დააჭიროთ რომელიმე შეთავაზებულ მიზეზს ან დაწეროთ თქვენი საკუთარი მიზეზი.
    3. თუ ყველაფერი სწორად არის შევსებული, დააჭირეთ შერწყმის დასრულება. თუ რამე შეცდომაა, დააჭირეთ უკან დაბრუნება-ს და შეიტანეთ საჭირო ცვლილებები წინა ფანჯარაში. 
    4. დააჭირეთ შერწყმის დასრულება.

უმალვე შერწყმის შემდეგ ფუნქცია „გაუქმება“ მოკლე ხნით იქნება მოქმედი. დააჭირეთ 2 შერწყმული ჩანაწერის განცალკევებისთვის.  

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გახსენით პერსონალური გვერდი. 
  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ 3 წერტილი, შემდეგ დააჭირეთ სავარაუდო დუბლიკატები
  3. გამოჩნდება შესაძლო დუბლიკატების სია. თუ ერთზე მეტი გამოჩნდა დააჭირეთ იმას, რომელთანაც გსურთ მუშაობა.  
  4. დააჭირეთ განიხილეთ შერწყმა
  5. წაიკითხეთ გაფრთხილება და დააჭირეთ გაგრძელეთ შერწყმა. გამოჩნდება შერწყმის ფანჯარა. 
    • მარცხენა მხარეს სავარაუდო დუბლიკატებია. შერწყმის შედეგად წაიშლება ჩანაწერი. 
    • მარჯვენა მხარეს არის ჩანაწერი, რომლითაც თქვენ დაიწყეთ. შერწყმის შედეგად ჩანაწერი ინახება. 
  6. გადაწყვიტეთ, არის თუ არა ეს ჩანაწერები ერთსა და იმავე პირის შესახებ. 
    • შეადარეთ მარცხენა და მარჯვენა მხარეები. ეძებეთ სახელები, თარიღები, ადგილები და ოჯახური სახელები, რომლებიც ემთხვევა. 
    • თუ მარცხენა ჩანაწერი ყველაზე ზუსტია, დააჭირეთ პოზიციების გადაადგილება
  7. ჩაჰყევით ბოლომდე. თუ ჩანაწერები დუბლიკატები არ არის, დააჭირეთ არ ემთხვევა. სხვაგვარად, დააჭირეთ კი, გააგრძელეთ, და გადადით შემდეგ ნაბიჯზე.
  8. გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა იმ პიროვნების რამე ინფორმაციის შენახვა, რომელიც უნდა წაიშალოს. 
    1. მარცხნიდან მარჯვნივ ინფორმაციის გადასაადგილებლად დააჭირეთ ჩანაცვლება
    2. მარცხნიდან მარჯვნივ ინფორმაციის დასამატებლად დააჭირეთ დამატება
    • რჩევა: თუ მარცხენა ჩანაწერი მოიცავს დუბლიკატ მშობლებს, მეუღლეებს ან შვილებს, დაამატეთ ისინი გადარჩენილ ჩანაწერს. შეგიძლიათ, მოგვიანებით შერწყათ ეს დუბლიკატები. 
  9. დასრულების შემდეგ ჩაჰყევით გვერდის ბოლომდე და დააჭირეთ გაგრძელება. (თქვენ ასევე გაქვთ სხვა საშუალება, დააჭიროთ არ არის დამთხვვა თუ გადაწყვეტთ, რომ ეს 2 არ არის დუბლიკატი). 
  10. შეიყვანეთ მიზეზი და ახსენით, რატომ მოახდინეთ ამ ჩანაწერების შერწყმა. 
  11. დააჭირეთ შერწყმა.

ნაბიჯები (ოჯახური ხე - მარტივი)

ამჟამად ოჯახური ხე - მარტივი აჩვენებს მხოლოდ სავარაუდო დუბლიკატებს და არ აძლევს შერწყმის საშუალებას. 

რეკომენდირებული საფეხურები

  1. თუ გახსნილი გაქვთ მრავალი ველი განაახლეთ ბრაუზერი, რათა იხილოთ შერწყმის შედეგი. 
  2. წაშალეთ შეცდომით შეყვანილი წყაროები ან მოგონებები გადარჩენილი ჩანაწერიდან. 
  3. გადახედეთ პიროვნების ოჯახის წევრებს და ეძიეთ შესაძლო დუბლიკატები.  

მსგავსი შინაარსის სტატიები

რატომ ვერ ხდება შერწყმა ოჯახურ ხეზე?
როგორ დავადგინო, რომ ორი ჩანაწერი ოჯახურ ხეზე ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის?
როგორ გავაუქმო შერწყმა ოჯახურ ხეზე?
როგორ მოვახდინო შესაძლო დუბლიკატების შერწყმა ოჯახურ ხეზე საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით?

moduleTitle