ბიოლოგიური, არაღვიძლი, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის ამსახველი კავშირები ოჯახურ ხეში

Share

კავშირის ტიპი განსაზღვრავს ბავშვის მშობელთან კავშირს. ამჟამად ოჯახური ხე გთავაზობთ კავშირის 5 ტიპს:

  • შვილად აყვანა
  • ბიოლოგიური
  • მეურვეობა
  • მინდობით აღზრდა
  • არაღვიძლი

როდესაც ბავშვს მშობელთან აკავშირებთ, ოჯახური ხე ვარაუდობს, რომ კავშირი ბიოლოგიურია. თუ ეს კავშირი ბიოლოგიური არ არის, თქვენ შეგიძლიათ, ის შეცვალოთ.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ზედა მენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე ოჯახური ხე, შემდეგ დააწკაპუნეთ ხეზე.
  2. იპოვეთ ბავშვი იმ კავშირიდან, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  3. დააწკაპუნეთ ბავშვის სახელზე. დეტალების მოძრავ ფანჯარაში კვლავ დააწკაპუნეთ ბავშვის სახელზე . ეს თქვენ გადაგიყვანთ იმ ადამიანის გვერდზე.
  4. დააწკაპუნეთ ჩანართზე დეტალები.
  5. ჩამოჰყევით ეკრანს ოჯახის წევრების სექციაში.
  6. მშობლებისა და დედმამიშვილების ქვეშ იპოვეთ ბავშვის სახელი და დააწკაპუნეთ რედაქტირების ხატულაზე
    1. თუ კავშირი გამოჩნდება, დააწკაპუნეთ ღილაკზე რედაქტირება მშობლის რედაქტირების მიზნით. დააწკაპუნეთ ქვემოთ მიმართულ ისარზე, რათა ნახოთ არჩევანი. დააწკაპუნეთ სწორ კავშირზე. ახსენით ამ ცვლილების მიზეზი და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ, დააწკაპუნოთ ღილაკზე წაშლა და მოხსნათ კავშირის ტიპი.
    2. როდესაც ვერ ხედავთ კავშირის ტიპს, დააწკაპუნეთ ღილაკზე კავშირის ტიპის დამატება. აარჩიეთ კავშირის ტიპი, ახსენით ამ ცვლილების მიზეზი და დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.
    3. რათა ნახოთ ბავშვის ყველა კავშირის დეტალების მოკლე ანგარიში დააწკაპუნეთ ხელსაწყოებზე, შემდეგ ღილაკზე ყველა ცვლილების ნახვა.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გადადით ბავშვის ადამიანის გვერდზე, რომელსაც შეცდომით დაუფიქსირეს კავშირის ტიპი.
  2. შეეხეთ ჩანართს მშობლები.
  3. იპოვეთ ბავშვის სახელი და შეეხეთ რედაქტირების ხატულას.
  4. შეეხეთ ნებისმიერი მშობლის ჩამოსაშლელ ისარს , რათა ნახოთ მიმდინარე კავშირის ტიპი. 
    • რათა შეცვალოთ მიმდინარე კავშირის ტიპი, შეეხეთ რედაქტირებას.
    • რათა მოხსნათ მიმდინარე კავშირის ტიპი, შეეხეთ კავშირის ტიპის წაშლას.
    • რათა შეიყვანოთ კავშირის ტიპი, დააწკაპუნეთ კავშირის ტიპის დამატებაზე.
  5. შეეხეთ ქვევით მიმართულ ისარს კავშირის ტიპის ასარჩევად. შეეხეთ სწორ კავშირს.
  6. ახსენით შეცვლის მიზეზი და შეეხეთ შენახვას.

ნაბიჯები (Family Tree Lite)

  1. შედით Family Tree Lite-ში.
  2. გადადით ბავშვის ადამიანის გვერდზე, რომელსაც შეცდომით დაუფიქსირეს მშობლები.
  3. ადამიანის სახელის ქვეშ შეეხეთ ღილაკს ოჯახის დათვალიერება.
  4. მშობლებისა და დედმამიშვილების ქვეშ იპოვეთ შვილის სახელი და შეეხეთ რედაქტირების ხატულას.
    • რათა შეცვალოთ მიმდინარე კავშირის ტიპი, შეეხეთ მას. შეეხეთ რედაქტირებას. შეეხეთ ქვევით მიმართულ ისარს და შემდეგ შეეხეთ კავშირს. თქვენ შეგიძლიათ, დაამატოთ მოვლენის თარიღი, რომელმაც შექმნა კავშირი. ახსენით შეცვლის მიზეზი და შეეხეთ შენახვას.
    • თუ ვერ ხედავთ კავშირს, შეეხეთ კავშირის ტიპის დამატებას. აარჩიეთ კავშირის ტიპი, ახსენით ამ ცვლილების მიზეზი და დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ ვიხილო ოჯახურ ხეში ადამიანის შესახებ განხორციელებული ცვლილებები?
როგორ დავამატო ან შევცვალო ინფორმაცია ქორწინების შესახებ ოჯახურ ხეში?
როგორ დავაბრუნო არასწორი ცვლილება ოჯახურ ხეში?
როგორ დავამატო არაღვიძლი, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სისტემის მშობლები ბავშვს ოჯახურ ხეში?

moduleTitle