სად პოულობს სახელებს „წეს-ჩვეულებები მზადაა“?

Share
0:00 / 0:00
videoCompanion
Ordinances Ready: Updates and Algorithms

ფუნქცია „წეს-ჩვეულებები“ მზადაა გეხმარებათ, ადვილად იპოვოთ სახელები ტაძარში შემდეგი ვიზიტისთვის. მოწოდებული სახელები შესაძლებელია იყოს თქვენი ოჯახიდან ან ეკლესიის წევრების მიერ ტაძართან გაზიარებული სახელებიდან. 

კერძოდ კი, ფუნქცია „წეს-ჩვეულებები მზადაა“ ეძებს შემდეგ ადგილებში:

  • თქვენი ოჯახური სახელების სია (იგივე „სატაძრო სია“ ან „ჯავშნების სია“): სახელები, რომლებიც თქვენ ოჯახურ ხეზე დაჯავშნეთ. ეს სახელები არის თქვენი ოჯხური სახელების სიაში.
  • ოჯახური სახელები, რომლებიც თქვენ გააზიარეთ ოჯახის ჯგუფთან: სახელები, რომლებიც თქვენ ოჯახურ ჯგუფთან გააზიარეთ.
  • ოჯახური სახელები, რომლებიც გაზიარებულია ოჯახურ ჯგუფთან, რომელსაც ეკუთვნით: სახელები, რომლებიც სხვა ადამიანმა გააზიარა ოჯახურ ჯგუფთან, რომელსაც თქვენ ეკუთვნით.
  • ოჯახური სახელები, რომლებიც თქვენ გააზიარეთ ტაძართან: სახელები, რომლებიც თქვენ დაჯავშნეთ ოჯახურ ხეზე და ტაძართან გააზიარეთ. ტაძარს ჯერ არ დაუბეჭდავს გაზიარებული სახელი და ფუნქცია „წეს-ჩვეულებები მზადაა“ დააბრუნებს გაზიარებულ სახელს, რათა თქვენ შეძლოთ ბარათის დაბეჭდვა.
  • იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც თქვენთან ნათესაურად არიან დაკავშირებული. სხვა ადამიანმა გააზიარა სახელები ტაძართან: სახელები თქვენს ხეზე და დაჯავშნილი სხვა ადამიანის მიერ. ადამიანმა გააზიარა სახელები ტაძართან.
  • „მწვანე ტაძრები“ თქვენი ხიდან: „წეს-ჩვეულებები მზადაა“ ეძებს შეუსრულებელ წეს-ჩვეულებებს თქვენი წინაპრების 10 თაობაში და მათი შთამომავლების 5 თაობაში. თუ მოიძიებთ ოჯახურ ხეში, სახელებზე იქნება ტაძრის მწვანე ხატულა. ვიდრე რომელიმე წეს-ჩვეულებას მოგაწვდით, FamilySearch-ი რწმუნდება, რომ არ არსებობს დუბლიკატები.
  • თქვენი მეურვეობა: სახელები, რომლებიც თქვენი მეურვეობის წევრებმა ტაძართან გააზიარეს.
  • თქვენი პალო: სახელები, რომლებიც თქვენი პალოს წევრებმა ტაძართან გააზიარეს.
  • იმ ადამიანების სახელები, რომლებიც თქვენთან კავშირში არ არიან და გაზიარებულია ტაძართან. თუ სხვა წყაროდან წეს-ჩვეულებები არ არის ხელმისაწვდომი, „წეს-ჩვეულებები მზადაა“ ამოიღებს ხელმისაწვდომ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ტაძართან გაზიარდა ტაძარში მოსიარულის მიერ. წეს-ჩვეულებები ტაძრის რეზერვიდან მოწოდებულია იგივე თანმიმდევრობით, როგორითაც ისინი გაზიარდა ტაძართან.

„წეს-ჩვეულებები მზადაა“ არ პოულობს სახელებს მეუღლის ოჯახური ხიდან. მეუღლის ნაცვლად ოჯახური ბარათების დასაბეჭდად მოითხოვეთ ნებართვა, გახდეთ ამ ადამიანის დამხმარე. დაიმატეთ ადამიანი დამგეგმავში. დამგეგმავიდან თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ „წეს-ჩვეულებები მზადაა“ და დაბეჭდოთ ბარათები მეუღლისთვის.  

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ ვიპოვო ოჯახური სახელები ტაძრისთვის „წეს-ჩვეულებები მზადაა“ ფუნქციის გამოყენებით?
სად შემიძლია ვნახო დაჯავშნილი წეს-ჩვეულებების ამოწურვის ვადა?
როგორ გავუზიარო ელფოსტით ჩემი ოჯახური სახელები ოჯახსა და მეგობრებს?
როგორ გავაზიარო ტაძართან ოჯახური სახელები?

moduleTitle