0:00 / 0:00
videoCompanion
Using the View Relationship Feature in Family Tree
nullურთიერთობის დამთვალიერებელი გამოთვლის თქვენს კავშირს ადამიანთან ოჯახურ ხეში და გამოსახავს დიაგრამას, რომელიც აჩვენებს თქვენსა და ამ ადამიანის უშუალო ნათესავებს. დიაგრამის თავში, თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი კავშირი, როგორიცაა, ჩემი ბებია ან ბიძაშვილი. თუ არანაირი კავშირი არ იქნება ნაპოვნი, დამთვალიერებელი გამოსახავს „კავშირი უცნობია“.
ნაბიჯები (ვებგვერდი)
ლანდშაფტის, პორტრეტის, მარაოსებრი დიაგრამისა და შთამომავლობის რეჟიმში დათვალიერება
- FamilySearch-ის ლოგოს მარჯვნივ, ზედა მენიუში, დააწკაპუნეთ ღილაკზე ოჯახური ხედა შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ხე.
- იპოვეთ ადამიანი, რომელთან თქვენი კავშირის დათვალიერებაც გინდათ.
- დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე. დეტალების ფანჯარაში კვლავ დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე.
- სახელის ბანერზე დააწკაპუნეთ ღილაკზე ურთიერთობის დათვალიერება.
- მასშტაბის გასადიდებლად ან დასაპატარავებლად დააწკაპუნეთ + ან -.
- ურთიერთობის დათვალიერების მენიუში თუ ხედავთ ვინმეს, ვისი ნახვაც გსურთ ოჯახურ ხეში, დააწკაპუნეთ სახელზე.
- მეუღლეების სანახავად კავშირის მიმდევრობაზე, დააწკაპუნეთ ღილაკზე აჩვენეთ მეუღლეები.
პირველი წინაპრის დათვალიერება
- ზედა მენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე ოჯახური ხე, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ხე.
- იპოვეთ ადამიანი, რომელთან თქვენი კავშირის დათვალიერებაც გინდათ.
- დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე. გვერდითი ფურცელი იშლება.
- სახელის ველში დააწკაპუნეთ ურთიერთობის დათვალიერებაზე.
- თითოეული ადამიანის მეუღლის დიაგრამაში გამოსახვის მიზნით დააწკაპუნეთ ღილაკზე აჩვენეთ მეუღლეები. დააწკაპუნეთ იგივე ვარიანტზე ხელახლა, რათა დიაგრამიდან ამოიღოთ მეუღლეები.
- იმისათვის, რომ ოჯახურ ხეში დიაგრამაზე გამოსახოთ ადამიანი დააწკაპუნეთ სახელზე. შემდეგ დააწკაპუნეთ ან პიროვნებაზე ან ხეზე.
- მასშტაბის გასადიდებლად ან დასაპატარავებლად დააწკაპუნეთ + ან -.
ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)
- წინაპრისთვის გახსენით პიროვნების დეტალების გვერდი.
- ზედა მარჯვენა კუთხეში, შეეხეთ 3 წერტილს.
- შეეხეთ ღილაკს ჩემი ურთიერთობის დათვალიერება.
ნაბიჯები (ოჯახური ხე - გამარტივებული)
ოჯახური ხე - გამარტივებული არ აჩვენებს თქვენს კავშირს ადამიანთან ოჯახურ ხეში. ამის მაგივრად, გთხოვთ, გამოიყენოთ ვებგვერდი.
მსგავსი შინაარსის სტატიები
როგორ დავათვალიერო ჩემი კავშირი ადამიანთან, რომელიც არის „მოგონებებში”?
როგორ ადგენს ურთიერთობის დამთვალიერებელი ოჯახურ ხეში, მაქვს ნათესაური კავშირი თუ არა?