როგორ შევქმნა FamilySearch ანგარიში?

უფასო FamilySearch ანგარიში უზრუნველყოფს FamilySearch ვებგვერდზე განთავსებულ რესურსებზე უფრო დიდ წვდომას.

დაწყებამდე

  • 13 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია, შექმნას ანგარიში.
  • 8-12 წლის ასაკის ბავშვებს, მშობლების ნებართვით, შეუძლიათ ანგარიშის შექმნა .
  • გირჩევთ, ყოველმა პიროვნებამ გამოიყენოს ცალკე ელ.ფოსტის მისამართი ან მობილური ტელეფონის ნომერი. ასე გაადვილდება მომხმარებლის სახელის აღდგენა ან პაროლის შეცვლა.
  • ანგარიშის შექმნისას შეგიძლიათ აირჩიოთ მომხმარებლის სახელი, რომელსაც უკვე იყენებთ. თუ ასეა, სისტემა შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს. ან შეგიძლიათ შეიყვანოთ სხვა მომხმარებლის სახელი.
  • გირჩევთ, მომხმარებლის სახელისთვის არ გამოიყენოთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი.
  • თუ ელ. ფოსტის მისამართს იყენებთ როგორც მომხმარებლის სახელს გთხოვთ, ანგარიშის აღდგენის გასაადვილებლად დაურთოთ მობილური ტელეფონის ნომერი .
  • ვებგვერდზე, როცა პირველად ათვალიერებთ თქვენს გვარტომობას, იხილავთ „დაიწყეთ თქვენი ოჯახური ხე“, რომელიც გთხოვთ მარტივი მოქმედებების შესრულებას იმისთვის, რომ შეიყვანოთ ოჯახურ ხეზე ინფორმაცია თქვენ შესახებ.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. გადადით FamilySearch.org-ზე და დააჭირეთ ანგარიშის შექმნა.
  2. შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია და დააჭირეთ გაგრძელება.
  3. შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი.
  4. დააჭირეთ ქვედა ისარიდა დააჭირეთ აღდგენის ფუნქციას. თუ თქვენი ქვეყანა არ ფიგურირებს ადგილმდებარეობის სიაში, აღსადგენად გამოიყენეთ ელ.ფოსტის მისამართი.
  5. პირობებზე დათანხმების მიზნით დააჭირეთ უჯრა. დააჭირეთ ანგარიშის შექმნა.
  6. გაააქტიურეთ თქვენი ანგარიში. ნახეთ sms ან ელ.წერილი.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. გახსენით FamilySearch -ის ოჯახური ხე ან მოგონებების აპლიკაცია თქვენს მობილურ ტელეფონზე.
  2. დააჭირეთ უფასო ანგარიშის შექმნა.
  3. ანგარიშის შექმნისას გამოიყენეთ ვებგვერდის ინსტრუქციები.

ნაბიჯები (ოჯახური ხის სინათლე)

  1. გადადით ოჯახური ხის სინათლე-ზე.
  2. დააჭირეთ უფასო ანგარიშის შექმნა.
  3. ანგარიშის შექმნისას გამოიყენეთ ვებგვერდის ინსტრუქციები.

რეკომენდირებული შემდეგი საფეხური

გადახედეთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას და შეტყობინებების მიღების ფორმას თქვენს FamilySearch პარამეტრებში.

დახმარების მიღება

პრობლემის შექმნის შემთხვევაში დაუკავშირდით FamilySearch მხარდაჭერა-ს.

ზოგადი პრობლემების გადაჭრა

აი გზავნილები, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ უკვე გაქვთ შექმნილი ანგარიში:

  • „ჩვენი აზრით ეს ანგარიში უკვე არსებობს“.
  • „ეს მობილური ტელეფონის ნომერი უკვე გამოიყენება ანგარიშში“.
  • „ეკლესიის ჩანაწერის ნომერი უკვე გამოიყენება ანგარიშში“.

შენიშვნები უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის

  • თქვენ ალბათ გაქვთ საეკლესიო ანგარიში ეკლესიის ვებგვერდებისთვის ან საეკლესიო აპლიკაციებისთვის, როგორიცაა „იარაღები“. თქვენ არ გჭირდებათ ცალკე ანგარიში FamilySearch.org.-თვის. სისტემაში შესვლის გვერდზე დააჭირეთ შედით საეკლესიო ანგარიშით.
  • ოჯახური ხის ან მოგონებების მობილური აპლიკაციის გამოსაყენებლად უნდა შექმნათ FamilySearch ანგარიში.
  • თუ აირჩევთ FamilySearch ანგარიშის შექმნას, გამოიყენეთ ვებგვერდის ნაბიჯები.
    • პირველ ფანჯარაში დააჭირეთ უჯრა რათა დაადასტუროთ, რომ ხართ ეკლესიის წევრი.
    • შეიყვანეთ თქვენი ეკლესიის ჩანაწერის ნომერი თუ ვერ პოულობთ, დააჭირეთ უჯრა, შემდეგ დააჭირეთ გაგრძელება.
  • იმისთვის, რომ არსებულ ანგარიშს ეკლესიის ჩანაწერის ნომერი დაამატოთ, გადადით თქვენს ანგარიშის პარამეტრები-ში. გვერდის ქვედა ნაწილში დააჭირეთ დაამატეთ ეკლესიის ჩანაწერის ნომერი.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ მოვითხოვო, რომ FamilySearch თავიდან გამომიგზავნოს ჩემი ანგარიშის დამადასტურებელი ელ.წერილი?
როგორ მოვითხოვო დადასტურების კოდის ხელახლად გამოგზავნა FamilySearch ანგარიშის გასააქტიურებლად?
როგორ შევქმნა უფასო ანგარიში ბავშვისთვის?
რა წესებია ჩემს მომხმარებლის სახელთან და პაროლთან დაკავშირებით?
შემიძლია შევქმნა ანგარიშები საერთო ელ.ფოსტის მისამართებით?
როგორ დავეხმარო სხვა ადამიანს ანგარიშის შექმნაში?

moduleTitle