როგორ მოვითხოვო FamilySearch-ისგან, ხელახლა გამომიგზავნოს ჩემი ანგარიშის დამადასტურებელი ელწერილი?

Share

დასტური, როგორც წესი, რამდენიმე წუთში მოდის. ხანდახან, შეიძლება, 1–2 საათი დასჭირდეს. თუ დასტური დროულად არ მიიღეთ, არის რამდენიმე ძირითადი რამ, რისი შემოწმებაც შეგიძლიათ:

  • ელწერილი მოდის გვერდიდან www.familysearch.org/register/ თემის სათაურით დაასრულეთ FamilySearch-ის ანგარიშის რეგისტრაცია....
  • შეამოწმეთ არასასურველი წერილების ან სპამის საქაღალდე. გთხოვთ, მოიძიოთ ტერმინები FamilySearch-ის ანგარიში, დაასრულეთ რეგისტრაციაან ორივე. თუ იპოვით ელწერილს არასასურველი წერილების ან სპამის საქაღალდეში, გადაიტანეთ იგი ძირითად საქაღალდეში ან შემოსულ წერილებში. ახლა შეგიძლიათ, გახსნათ იგი და დააწკაპუნოთ აქტივაციის ბმულზე. აქტივაციის ბმულები არ მუშაობს არასასურველი წერილების ან სპამის საქაღალდეებში.
  • შეამოწმეთ თქვენი ნებისმიერი სხვა ელფოსტის ანგარიში. 
  • თუ შეცდომა დაუშვით თქვენი ელფოსტის მისამართში, ხელახლა დარეგისტრირდით სწორი ელფოსტის მისამართით.
  • თუ თქვენ ანგარიში 48 საათზე მეტი ხნის წინ შექმენით, ელწერილით გამოგზავნილი ბმული უმოქმედო იქნება. დარეგისტრირდით ხელახლა.
  • თუ რეგისტრაციის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა (48 საათის განმავლობაში), აქტივაციის ელწერილის გასაგზავნად დააწკაპუნეთ ღილაკზე. გახსოვდეთ, რომ უნდა გამოიყენოთ ყველაზე ბოლო დადასტურების ელწერილი, რადგან ბმულები სხვა ელწერილებში უმოქმედო იქნება.

თუ შეგიძლიათ FamilySearch-ის ანგარიშზე შესვლა, გთხოვთ, შედით. შემდეგ დააწკაპუნეთ თქვენს სახელზე ზედა მარჯვენა კუთხეში. დააწკაპუნეთ პარამეტრებზე და შემდეგ ანგარიშზე. დარწმუნდით, რომ თქვენი აღდგენის ვარიანტი გააქტიურებულია. (თუ არა, თქვენ დაინახავთ ბმულს: „დაადასტურეთ ეს…“ აღდგენის ელფოსტის ქვეშ.)

ელფოსტის მისამართის აღდგენა:

  • თუ ელფოსტის მისამართი არ არის დადასტურებული, დაინახავთ ღილაკს დაადასტურეთ ეს მისამართი. დააწკაპუნეთ ჰიპერბმულ სიტყვებზე და წაიკითხეთ ეს შეტყობინება: „გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელფოსტა. დადასტურების ელწერილი გაიგზავნა [შემდეგ ელფოსტის მისამართზე]. დადასტურების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ ელფოსტის ამ მისამართს, რათა დაგეხმაროთ, თქვენი სისტემაში შესვლის ინფორმაციის აღდგენასთან დაკავშირებით, თუ ეს დაგჭირდებათ. დადასტურების ბმული აქტიურია 48 საათის განმავლობაში“.
  • თქვენ გაქვთ შემდეგი ვარიანტები: ელწერილის ხელახლა გაგზავნა ან დახურვა.
  • თუ FamilySearch-ის ანგარიშის ამუშავებასთან და გააქტიურებასთან დაკავშირებით ისევ პრობლემები გექმნებათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ FamilySearch-ს.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ შევქმნა უფასო FamilySearch-ის ანგარიში?
შემიძლია, შევქმნა ანგარიშები საერთო ელფოსტის მისამართით?
როგორ შევქმნა უფასო FamilySearch-ის ანგარიში ბავშვისთვის?

moduleTitle