როგორ შევიყვანო თარიღები და ადგილები ოჯახურ ხეზე?

სტანდრტული ფორმატისა და თარიღების გამოყენება ოჯახურ ხეზე ზრდის თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეს და აადვილებს მის მოძიებას.

დაწყებამდე

  • მრავალ ადგილას გამოიყენება ან გამოიყენებოდა იგივე ან მსგავსი სახელები. ადამიანები თარიღების ჩასაწერად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. ოჯახური ხე გეხმარებათ ადგილებისა და თარიღების სტანდარტიზაციაში მათი შეყვანისთანავე.
  • სტანდარტიზებული ადგილები და თარიღები ანუ „სტანდარტები“ ზრდის ძიების სიზუსტეს, აუმჯობესებს ჩანაწერებთან დაკავშირებულ რჩევებს და ახდენს ოჯახური ხის ფუნქციების დუბლირებას.
  • სტანდარტული ვერსიების სია დაგიჩქარებთ მონაცემების შეყვანას.
  • როცა ადგილსა და თარიღს არ გააჩნია სტანდარტი, ოჯახური ხე აღიქვამს ამას როგორც მონაცემთა პრობლემას და აჩვენებს წითელ ძახილის ნიშანს მის გვერდით. პრობლემის გამოსასწორებლად გახსენით „რედაქტირება“, დააჭირეთ „სტანდარტი არჩეული არ არის“ და აირჩიეთ სტანდარტი.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ოჯახურ ხეზე, თარიღისა ან ადგილის ველში, დაიწყეთ თარიღის ან ადგილის შეყვანა.
    • რჩევები თარიღების მიმართებაში:
      • 29 თებერვალი მხოლოდ ნაკიანი წლისთვის არის სტანდარტული.
      • გამოიყენეთ ძვ. წ. ან ჩვ. წ -მდეშემთხვევებისთვის „ქრისტეს შობამდე“ ანუ „ჩვენს ერამდე“. სტანდარტი აჩვენებს ძვ.წ.
      • ოჯახური ხე გრეგორიანული კალენდრის მიხედვით ასტანდარტებს. სხვა კალენდრიდან თარიღის ჩასაწერად შეიყვანეთ თარიღი, ტიპი და ინტერვალი, შემდეგ შეიყვანეთ ამ თარიღის გრეგორიანული ვერსია (დღე-თვე-წელი). მაგალითად, თუ დაბადების თარიღია 2003 წლის 31 დეკემბერი, უნდა შეიყვანოთ „31 დეკემბერი 2003“.
      • ჩამოსაშლელ მენიუში სტანდარტიზებულ თარიღებს აქვს კალენდრის ხატურა.
    • რჩევები ადგილების მიმართებაში:
      • სტანდარტული ადგილების მონაცემთა ბაზა ჯერ არ არის დასრულებული. სტანდარტები გაუმჯობესდება დროთა განმავლობაში.
      • თუ შესაძლებელია, შეიყვანეთ ადგილი-სახელი იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობდა ამ მოვლენის დროს.
      • თქვენ გაქვთ ადგილის შეყვანის საშუალება მშობლიურ ენაზე ან იმ ადგილის მშობლიურ ენაზე.
  2. ტექსტის აკრეფის დროს სისტემა ასახავს ჩამოსაშლელ მენიუს ხელმისაწვდომი სტანდარტებით. დააჭირეთ სწორ სტანდარტს.
    • თუ სწორი სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი, თავიდან აკრიფეთ თარიღი ან ადგილი. თუ არცერთი ვარიანტი არ ემთხვევა, შეინახეთ შეყვანილი ინფორმაცია (ამისთვის დააჭირეთ პირველ პუნქტს ჩამოსაშლელ მენიუში). ოჯახური ხე აირჩევს სტანდარტს, თუ იქნება ასეთი შესაძლებლობა.
    • თუ სტანდარტის არჩევა არ გსურთ, დააჭირეთ მაუსით ეკრანზე ნებისმიერ სხვა ადგილას. 
  3. სტანდარტის შესაცვლელად უბრალოდ დააჭირეთ ველზე და აირჩიეთ სასურველი სტანდარტი.
  4. სისტემა, სავარაუდოდ, მოგთხოვთ განაახლოთ მიზეზი, რომლის გამოც ინფორმაცია სწორად ითვლება. შეიყვანეთ მიზეზი და დააჭირეთშენახვა.  

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახურ ხეზე, თარიღისა ან ადგილის ველში, დაიწყეთ თარიღის ან ადგილის შეყვანა.
    • რჩევები თარიღების მიმართებაში:
      • 29 თებერვალი მხოლოდ ნაკიანი წლისთვის არის სტანდარტული.
      • გამოიყენეთ ძვ. წ. ან ჩვ. წ -მდეშემთხვევებისთვის „ქრისტეს შობამდე“ ანუ „ჩვენს ერამდე“. სტანდარტი აჩვენებს ძვ.წ.
      • ოჯახური ხე გრეგორიანული კალენდრის მიხედვით ასტანდარტებს. სხვა კალენდრიდან თარიღის ჩასაწერად შეიყვანეთ თარიღი, ტიპი და ინტერვალი, შემდეგ შეიყვანეთ ამ თარიღის გრეგორიანული ვერსია.
      • თარიღების შეყვანისას შესაძლოა გამოჩნდეს ორი ვარიანტი (მაგ: 5 ნოემ. 1911 ან 5 ნოემბერი 1911 ). აირჩიეთ თარიღი კალენდრის ხატურით (როგორც წესი, ეს მეორე ვარიანტია, 5 ნოემბერი 1911). ეს თავიდან აგაცილებთ მონაცემთა ფორმატთან დაკავშირებულ მონაცემთა შეცდომებს.
    • რჩევები ადგილების მიმართებაში:
      • სტანდარტული ადგილების მონაცემთა ბაზა ჯერ არ არის დასრულებული. სტანდარტები გაუმჯობესდება დროთა განმავლობაში.
      • თუ შესაძლებელია, შეიყვანეთ ადგილის სახელი იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობდა ამ მოვლენის დროს.
      • თქვენ გაქვთ ადგილის შეყვანის საშუალება მშობლიურ ენაზე ან იმ ადგილის მშობლიურ ენაზე.
      • თუ სწორი სტანდარტი მიუწვდომელია, შეიყვანეთ ადგილი ისე, როგორც თქვენ გსურთ, დაამატეთ ინტერვალი და შემდეგ შეიყვანეთ ადგილი-სახელის ვერსია, რომლის სტანდარტიზაცია შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს ადგილის თანამედროვე სახელი ან ქვეყნის, შტატის, პროვინციის ან იმ ქვეყნის სახელი, სადაც ის ამჟამად იმყოფება. 
  2. სახელის ან თარიღის შეყვანისას სისტემა ასახავს ხელმისაწვდომ სტანდარტებს.
    • დააჭირეთ სწორ სტანდარტს. შესაძლოა, სწორი ადგილის საპოვნელად დაგჭირდეთ ადგილების სტანდარტების სიის ჩამოშლა.
    • თუ ხელმისაწვდომი სტანდარტი არ არის, გადადით სტანდარტების სიის ბოლოში და დააჭირეთზემოთ მოცემულიდან არცერთი.
    • შეყვანილი ინფორმაციის შესანახად და შესაფერისი სტანდარტის შესარჩევად სტანდარტების სიიდან მოშორებით დააწკაპუნეთ.
  3. თუ სწორი სტანდარტი არ არის ხელმისაწვდომი, თავიდან აკრიფეთ თარიღი ან ადგილი. მობილური აპლიკაცია ვებგვერდისგან განსხვავებით, არ გაძლევთ სტანდარტის შესვლის საშუალებას ინფორმაციის ხელახალი შეყვანის გარეშე. 

ნაბიჯები (ოჯახური ხე - მარტივი)

ოჯახური ხე - მარტივი ავტომატურად ასტანდარტებს ადგილებსა და თარიღებს,მათი შეყვანის ან რედაქტირების დროს. სტანდარტის არჩევის საშუალება თქვენ არ გაქვთ. 

მსგავსი შინაარსის სტატიები

არ ვიცი ზუსტი თარიღი ოჯახურ ხეზე შესაყვანად
როგორ გამოვასწორო მონაცემთა პრობლემები ოჯახურ ხეზე?
ოჯახურ ხეზე თარიღების შეყვანის იარლიყები

moduleTitle