როგორ გამოვასწორო მონაცემთა პრობლემები ოჯახურ ხეზე?

როცა ოჯახური ხე აღმოაჩენს შეუძლებელ ან ნაკლებად სავარაუდო მონაცემებს პიროვნებისთვის, ის აჩვენებს მონაცემთა პრობლემის ხატურას - წითელი კვადრატი თეთრი ძახილის ნიშნით: .

მაგალითად, ეს ხატურა გამოჩნდება, თუ დეტალური ინფორმაცია აჩვენებს, რომ ბავშვი დაიბადა მშობელზე ადრე ან თუ დეტალებში ნაჩვენებია, რომ პიროვნება 120 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა.

სად აჩვენებს ოჯახური ხე მონაცემთა პრობლემებს

მონაცემთა პრობლემების ხატურა ჩნდება ოჯახურ ხეზე FamilySearch.org ვებგვერდზე შემდეგ ადგილებში:

  • ალბომის, პორტრეტის, წინაპრებისა და პირველ წინაპართა განლაგებებში. შეგიძლიათ აირჩიოთ, გსურთ ამ ხატურების გამოჩენა თუ არა. დააჭირეთ ვარიანტები -ს ხატურას: ან და დააჭირეთ მონაცემთა პრობლემები მათ გამოსაჩენად ან დასამალად.
  • მარაოს ფორმის დიაგრამაზე შეგიძლიათ გამოაჩინოთ ჩანაწერები ძიების დახმარებით. ადამიანები, რომლების ჩანაწერებსაც მონაცემთა პრობლემები აქვთ, წითლად არიან მონიშნულები.
  • პიროვნების გვერდზე ძიების დახმარების სექციაში.

არც ოჯახური ხის მობილური აპლიკაცია და არც ოჯახური ხე - მარტივი არ ასახავს მონაცემთა პრობლემებს.

მონაცემთა პრობლემების მოგვარების ნაბიჯები

  1. შეისწავლეთ მონაცემთა პრობლემა და დაადგინეთ, შეიცავს თუ არა ჩანაწერი შეცდომას.
    • რჩევა: მშობელი-შვილის ტიპის ურთიერთობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონაცემთა პრობლემაზე. მაგალითად, თუ მონაცემთა პრობლემა აჩვენებს, რომ შვილი დაიბადა დედის გარდაცვალების შემდეგ, სისტემამ გამოიყენა ბიოლოგიური დედის გარდაცვალების თარიღი.
  2. თუ ჩანაწერში შეცდომაა, დააკორექტირეთ იგი. ოჯახური ხე მოხსნის მონაცემთა პრობლემის ხატურას მაშინ, როცა პრობლემა აღარ იარსებებს. თუ ჩანაწერი არ მოიცავს შეცდომას, თქვენ შეძლებთ მონაცემთა პრობლემის მოხსნას.

მსგავსი შინაარსის სტატიები

რა ტიპის პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ოჯახურ ხეზე?
როგორ მოვხსნა მონაცემის პრობლემა პიროვნებას ოჯახურ ხეზე?
როგორ შევცვალო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოჯახურ ხეზე?
როგორ მოვაგვარო წრიული გვარტომობის პრობლემა ოჯახურ ხეზე?
როგორ გამოვასწორო „მკვდრადშობილი“-ს მონაცემთა პრობლემები ოჯახურ ხეზე?

moduleTitle