ვერ ახერხებთ ზოგი ჩანაწერის შერწმას ოჯახურ ხეზე. აი რამდენიმე მიზეზი:
- ერთ ჩანაწერში მამაკაცი ფიგურირებს, მეორეში კი - ქალი.
- ერთი ჩანაწერი ცოცხალი პიროვნებისაა, მეორე კი - გარდაცვლილის:
- ერთი ჩანაწერი არის ცოცხალი ან კონფიდენციალური პიროვნებისთვის და მხოლოდ თქვენთვის არის ხილული, მეორე ჩანაწერი კი ასევე ცოცხალი ან კონფიდენციალური პირისთვის არის, თუმცა ხილულია მხოლოდ სხვა მომხმარებლისთვის.
- ერთი ჩანაწერი კონფიდენციალური პიროვნებაა და მხოლოდ თქვენთვის არის ხილული.
- ერთი ჩანაწერი მხოლოდ წაკითხვისთვის არის განკუთვნილი.
- ერთი ჩანაწერი დაკავშირებულია მეორესთან როგორც მშობელი ან შვილი.
- ერთი ჩანაწერის შერწყმა წინად მოხდა და უკვე წაიშალა.
- ორივე ჩანაწერი მიმაგრებულია იმავე წყაროზე.
- შერწყმის შემდეგ გადარჩენილ ჩანაწერში აღმოჩნდება უამრავი მეუღლე, მშობელი, შვილი, წყარო, მოგონება, შენიშვნა, დისკუსია ან ადამიანები „არ ემთხვევა“ სიიდან.
- ნახეთ, შეძლებთ თუ არა ოჯახურ ხეზე იმ მონაცემების კორექტირებას, რის გამოც შერწყმა ვერ მოხერხდა. თუ შეძლებთ, თავიდან სცადეთ შერწყმა.
- თუ ისევ დაგჭირდათ დახმარება - დაგვიკავშირდით. მზად იყავით შემდეგი ინფორმაციის წარსადგენად:
- საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი, დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი იმ ჩანაწერების თანახმად, რომლების შერწყმაც გსურთ. ყველა ჩანაწერი არ მოიცავს სრულად ამ ინფორმაციას, ამიტომ წარადგინეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
- თქვენი ურთიერთობა კონკრეტულ პირებთან
- რატომ ფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ ჩანაწერების შერწყმა.
რომელია მხოლოდ კითხვისთვის განკუთვნილი ჩანაწერები ოჯახურ ხეზე?
რა შეზღუდვებია მონაცემებზე ადამიანებისთვის ოჯახურ ხეზე?
რატომ ვხედავ გარდაცვლილ ადამიანებს კონფიდენციალური პირების სიაში ოჯახურ ხეზე?