რა არის მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილი ჩანაწერები ოჯახურ ხეზე?

მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილი ჩანაწერები ნაცრისფერი ბანერით არის მონიშნული და არ ექვემდებარება ცვლილებებს ან დამატებებს. დისკუსიების და ბოლო ცვლილებების ფუნქციები მიუწვდომელია. მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილ ჩანაწერებს აქვს შეტყობინება ჩანაწერის კონფიდენციალურობის შესახებ.

როცა ჩანაწერები მონიშნულია როგორც „მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილი“ ამით თანამშრომლობას ვარიდებთ თავს. რადგან ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას, ჩვენ არ ვითვალისწინებთ სტუმრების თხოვნას, გავხადოთ ჩანაწერი ხელმისაწვდომი „მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილი“ ნიშნით.

შეცდომის ჩვენება „მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილ“ ჩანაწერებში.

„მხოლოდ წაკითხვისთვის განკუთვნილ“ ჩანაწერებში შეცდომის შესახებ შეტყობინების გაგზავნის ან დამატებითი ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოაქვეყნეთ თქვვენი შეკითხვები FamilySearch თემში. შეგვატყობინეთ, რისი შეცვლა გსურთ და ამის მიზეზი. ნუ ჩართავთ პირად ინფორმაციას, მაგ: მომხმარებლის სახელი, დამხმარის ნომერი ან ელ.ფოსტის მისამართი.

მოდერატორს შეუძლია, გადაუმისამართოს თქვენი შეკითხვა დახმარების ჯგუფს. ჯგუფი, თუ მას სჭირდება მეტი ინფორმაცია, გიკავშირდება პირადი sms-ით თემში.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავსვა შეკითხვა ან წარვადგინო პასუხები FamilySearch თემში?
პირადი გზავნილი FamilySearch თემში

moduleTitle