პირველ რიგში, შექმენით ოჯახური ჯგუფი. შემდეგ, როგორც ჯგუფის ადმინისტრატორმა, მოიწვიეთ 99-მდე ადამიანი შემოსაერთებლად.
როდესაც ვინმეს იწვევთ ჯგუფში, FamilySearch-ი ქმნის ბმულს, რომელსაც თქვენ გაუგზავნით ერთ ან მეტ ადამიანს ელექტრონული ფოსტის, ჯგუფური ჩეთის, WhatsApp-ის, სოციალური მედიის ჯგუფისა და სხვა საშუალებებით. გასაწევრიანებლად, მიმღები ადამიანი დააწკაპუნებს ბმულზე, შევა FamilySearch-ში და მიჰყვება მითითებებს ონლაინ.
ამ ბმულებს ვადა არ ეწურება. თუ ბმული აღარ უნდა იქნეს გამოყენებული, ჯგუფის ადმინისტრატორს შეუძლია, წაშალოს იგი.
დაწყებამდე
თუ ოჯახურ ჯგუფს აქვს ოჯახური ჯგუფის ხე, თითოეული მოწვეული ადამიანი ჯერ უნდა დაემატოს ჯგუფურ ხეს.
ნაბიჯები (ვებგვერდი)
- FamilySearch.org-ზე დააწკაპუნეთ თქვენს სახელზე.
- აირჩიეთ ოჯახური ჯგუფები.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე ჯგუფის ნახვა.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე მოწვევა.
- თუ იცით ადამიანის ელფოსტის მისამართი, შეგიძლიათ მოწვევა ამ გზით გაგზავნოთ:
- დააწკაპუნეთ ღილაკზე ელფოსტა.
- თქვენი ელფოსტის პროგრამაში შეიყვანეთ მოწვეული ადამიანის ელფოსტის მისამართი და გაგზავნეთ იგი. მას შემდეგ, რაც მიმღები ადამიანი მოწვევას მიიღებს, სახელი გამოჩნდება სიაში დამტკიცების მიზნით.
- შეგიძლიათ ადამიანს გაუგზავნოთ ბმული.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე ბმულის კოპირება. ჩნდება ბმული.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე კოპირება.
- ბმული ჩასვით ნებისმიერ ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმაში, რომლითაც სარგებლობთ მოწვეულ ადამიანთან დასაკავშირებლად.
- დაელოდეთ ადრესატის მიერ მოწვევაზე თანხმობას.
- დაამტკიცეთ შემოერთების მოთხოვნა:
- გახსენით ჯგუფი.
- იპოვეთ ადამიანი, რომელიც ელოდება დამტკიცებას. ეს გამოჩნდება დაწყების განყოფილებასა და ჯგუფურ არხს შორის.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე დამტკიცება.
ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)
- ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში დააჭირეთ თითი 3 ხაზის ხატულას. ეკრანზე, რომელიც გამოჩნდება, გახსენით ოჯახური ჯგუფების ფუნქცია:
- Apple iOS—ქვედა მარჯვენა
- Android—ზედა მარცხენა
- დააჭირეთ ღილაკს ოჯახური ჯგუფები.
- იპოვეთ ჯგუფი, რომლის ადმინისტრატორიც ხართ და დააჭირეთ ღილაკს ჯგუფის დათვალიერება.
- წევრების სიის ზემოთ, დააჭირეთ ადამიანის ხატულას.
- თქვენ ხედავთ კონტაქტების სიას, ასევე მოწვევის გაგზავნის სხვადასხვა გზებს. დააჭირეთ ადამიანს ან მოწვევის მეთოდს.
- გაგზავნეთ მოწვევა.
- როდესაც ადამიანი მიიღებს მოწვევას, დამტკიცების მიზნით სახელი გამოჩნდება ჯგუფში.
- დაამტკიცეთ შემოერთების მოთხოვნა:
- გახსენით ჯგუფი.
- იპოვეთ ადამიანი, რომელიც ელოდება დამტკიცებას.
- დააჭირეთ ღილაკს დამტკიცება.
- ხელახლა დააჭირეთ ღილაკს დამტკიცება.
მსგავსი შინაარსის სტატიები
რა არის FamilySearch-ის ოჯახური ჯგუფები?
როგორ შევქმნა ოჯახური ჯგუფი?
როგორ შევუერთდე ოჯახურ ჯგუფს?
როგორ წავშალო ვინმე ოჯახური ჯგუფიდან?