თქვენ შეგიძლიათ, ატვირთოთ ფოტოები, აუდიო ფაილები ან დოკუმენტები FamilySearch-ის მოგონებებში ან როგორც ერთი საგანი, ან როგორც საგნების ჯგუფი.
დაწყებამდე
ყურადღებით გაეცანით გაგზავნის შეთანხმებას.
ფორმატისა და ფაილის ზომის ლიმიტი
- დოკუმენტები: .pdf-ფაილის ფორმატი 15 MB-მდე. ატვირთვამდე დააკონვერტირეთ დოკუმენტების სხვა ფორმატები როგორებიცაა .doc და .docx .pdf-ზე.
- ფოტოები: .jpg, .png, .tif, და .bmp ფაილის ფორმატები 15 MB-მდე.
- აუდიო: .mp3, .m4a, და .wav 15 MB-მდე
გთხოვთ, გაითვალისწინოთ
- .pdf არის ერთადერთი მხარდაჭერილი ფაილის ტიპი, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს რამდენიმე გვერდს.
- დაარედაქტირეთ მოგონება, მაგალითად მოჭერით ფოტო მის ატვირთვამდე. ფოტოს ატვირთვის შემდეგ მას ვეღარ დაარედაქტირებთ.
საფეხურები მოგონებებიდან (ვებგვერდი)
- შედით FamilySearch.org-ზე
- ეკრანის თავში განთავსებულ მენიუში, დააწკაპუნეთ ღილაკზე მოგონებები.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე გალერეა.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე ნიშანი პლუსი (+) წრეში.
- გადაიტანეთ და დატოვეთ კონტენტი თქვენი კომპიუტერიდან ეკრანზე ან დააწკაპუნეთ ღილაკზე ფაილების არჩევა.
- ფოტოები მონიშნეთ ინდივიდუალურად. (დამატებითი დახმარებისთვის ნახეთ მსგავსი შინაარსის სტატიები ქვემოთ.)
საფეხურები ადამიანის გვერდიდან (ვებგვერდი)
- შედით FamilySearch.org-ზე
- მენიუში აირჩიეთ ოჯახური ხე.
- აირჩიეთ ხე.
- აირჩიეთ კონკრეტული პირი, შემდეგ აირჩიეთ ადამიანი, რათა ნახოთ ადამიანის გვერდი.
- დააწკაპუნეთ ჩანართზე მოგონებები.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე მოგონებების დამატება.
- დააწკაპუნეთ მოგონებების ტიპზე:
- აუდიო: ჩაწერეთ თქვენი ხმა ამბის მოსაყოლად. თქვენ შეგიძლიათ, ჩაწეროთ 5 წუთამდე ხანგრძლივობის აუდიო მოგონება. დააწკაპუნეთ ჩაწერის ღილაკზე ჩასაწერად. როდესაც დაასრულებთ, დააწკაპუნეთ დასრულებაზე. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.
- ისტორია: ატვირთეთ 10 ფოტომდე თქვენი მოწყობილობიდან ან თქვენი გალერიდან. შეიყვანეთ სათაური და ისტორია. ისტორიები ნაგულისხმებია როგორც საჯარო. იმისათვის, რომ ისტორია იყოს პირადი, დააწკაპუნეთ პირადზე. დააწკაპუნეთ შენახვაზე.
- ფაილი: ატვირთეთ ფაილები. დააწკაპუნეთ, რათა ატვირთოთ თქვენი მოწყობილობიდან, თქვენი გალერეიდან ან გუგლის ფოტოებიდან.
როგორ ავტვირთოთ რამდენიმე ფაილი ან ფოტო
აარჩიეთ თანმიმდევრული ფაილები:
- ნახეთ და დააწკაპუნეთ პირველ საგანზე.
- დააჭირეთ ღილაკზე Shift თქვენს კლავიატურაზე.
- Shift ღილაკზე გეჭიროთ თითი, ამავდროულად დააწკაპუნეთ ბოლო საგანზე, რომლის ატვირთვაც გინდათ.
- თქვენ ხედავთ მიმაგრებული ფაილების სიას, რომლებიც მზად არის ასატვირთად. მიჰყევით მინიშნებებს ეკრანზე და ატვირთეთ ფოტოები.
აარჩიეთ არათანამიმდევრული ფაილები:
- რათა აარჩიოთ არათანამიმდევრული ფოტოები საქაღალდედან, იპოვეთ და დააწკაპუნეთ პირველ ფოტოზე.
- დააჭირეთ და გეჭიროთ კონტროლის ღილაკზე (Ctrl).
- გეჭიროთ თითი კონტროლის ღილაკზე, და ამავდროულად დააწკაპუნეთ ყველა ფაილზე, რომლის ატვირთვაც გსურთ. შემდეგ ატვირთვის მიზნით მიჰყევით მინიშნებებს ეკრანზე.
ნაბიჯები (მოგონებები–მობილური აპლიკაცია)
- შეეხეთ ნიშანს პლუსი (+) წრეში.
- შეეხეთ დოკუმენტის დამატებას ან ფოტოს დამატებას.
- შეეხეთ ვარიანტს, რომლით სარგებლობაც გსურთ:
- Android: კამერა ან ფაილი
- Apple iOS: ფოტოს გადაღება, კამერა, ან ჩემი ფაილები
შეარჩიეთ ფაილი თქვენი მოწყობილობიდან, და შეეხეთ ატვირთვას. ან გამოიყენეთ კამერის ფუნქცია, რათა დააფიქსიროთ კონტენტი. დაარედაქტირეთ ფოტო და შეეხეთ შენახვას.
ნაბიჯები (ოჯახური ხის მობილური აპლიკაცია)
- შეეხეთ, რათა გახსნათ ადამიანის დეტალების გვერდი.
- შეეხეთ მოგონებებს.
- შეეხეთ პლუსის ნიშნის ხატულას (+).
- შეეხეთ დოკუმენტის დამატებას ან ფოტოს დამატებას.
- შეეხეთ ვარიანტს:
- Android: კამერა, ფაილი ან FamilySearch-ის გალერეა
- Apple iOS: ფოტოს გადაღება, კამერა, ჩემი ფაილები ან ჩემი FamilySearch-ის გალერეა.
აარჩიეთ ფაილი თქვენი მოწყობილობიდან ან გალერეიდან და შეეხეთ ატვირთვას. ან გამოიყენეთ კამერის ფუნქცია, რათა დააფიქსიროთ კონტენტი. დაარედაქტირეთ ფოტო და შეეხეთ შენახვას.
Family Tree Lite
ამჟამად Family Tree Lite-ი არ მოიცავს მოგონებების ფუნქციას.
დასრულების შემდეგ
თუ ფერები გამოსახულია პირიქით (როგორც ნეგატივი) FamilySearch-ში, გთხოვთ, მოხსენით ფოტო. დააკონვერტირეთ ის სხვა ფორმატში და ატვირთეთ ხელახლა.
მონიშნეთ თითოეული ფოტო და დოკუმენტი ინდივიდუალურად ისე, რომ ის დააკავშიროთ კონკრეტულ ადამიანთან ოჯახურ ხეში. დაამატეთ სათაური, მოვლენის თარიღი, მოვლენის ადგილმდებარეობა და აღწერა ისე, რომ თქვენი მოგონების საგნის პოვნა იოლი იყოს.
ოჯახურ ხეში ადამიანის მოგონებები გამოჩნდება იმ თანმიმდევრობით, რის მიხედვითაც ისინი დაემატა. ამ თანმიმდევრობის შეცვლა თქვენ არ შეგიძლიათ.
მსგავსი შინაარსის სტატიები
როგორ დავამატო ან დავარედაქტირო ფოტოს, ისტორიის, დოკუმენტის ან აუდიო ფაილის სათაური?
რატომ არ არის ჩემი ფოტო ან დოკუმენტი ჯერ ატვირთული?
როგორ მოვნიშნო ჩემი წინაპრებისა და ნათესავების მოგონებები ოჯახურ ხეში?
რა წესები ეხება FamilySearch.org-ზე მოგონებების ატვირთვას?