თქვენი სატაძრო ოჯახური სიის ჯავშნების ლიმიტია 300 მწკრივი. შეყვანილი ინფორმაცია მოიცავს წინაპრის სახელს და მისთვის დაჯავშნილ წეს-ჩვეულებებს.
როცა სია აღწევს ლიმიტს, თქვენ აღარ შეგიძლიათ დამატებითი წეს-ჩვეულებების დაჯავშნა, სანამ სია ლიმიტის ზღვარს ქვემოთ არ ჩამოვა.
ჯავშანზე ლიმიტი პირველად 2021 წელს დაწესდა. შემდეგი კითხვები და პასუხები უფრო დეტალურად აგიხსნით ლიმიტს.
ხშირად დასმული შეკითხვები
რატომ დააწესეს ჯავშანზე ლიმიტი?
2012 წლის 8 ოქტომბრის წერილში, პირველმა პრეზიდენტობამ შეაგულიანა წევრები დიდი სიებით, „დროულად გაეთავისუფლებინათ ეს სახელები აუცილებელი წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად“. ჩვენი ოჯახის მრავალი გარდაცვლილი წევრი ელის შესაძლებლობას, მიიღოს ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების კურთხევა. მრავალი წევრი მთელ მსოფლიოში მსახურობს ტაძრებში ამ საქმეში დახმარების მიზნით.
ჯავშნებზე ახალი ლიმიტის ზღვარი - 300, გაძლევთ საშუალებას, უფრო ადვილად მართოთ თქვენი ჯავშნების სია. ეს ცვლილება ეხმარება ეკლესიის წევრებს, უფრო ადვილად აღმოაჩინონ ტაძართან დაკავშირებული შესაძლებლობები. ამის გარდა, ეს ეხმარება წინაპრებს, უფრო დროულად მიიღონ წეს-ჩვეულებები.
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა და სხვა თანამედროვე წინასწარმეტყველებმა ხაზი გაუსვეს უფლის საქმის დაჩქარების მნიშვნელობას ისრაელის შესაკრებად. ჩვენ გვაკისრია წმინდა ვალდებულება უზრუნველვყოთ ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებები ჩვენი წინაპრებისთვის. ჩვენ, როგორც საერთაშორისო ეკლესიას და ერთი დიდი ოჯახის წევრებს, შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს ამ წმინდა ვალდებულების შესრულებაში.
აი, რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, თუ ცოტა დროში მრავალი სატაძრო სამუშაო გექნებათ შესასრულებელი:
- გაუზიარეთ გვარ-სახელები ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ოჯახის ჯგუფს
- გააზიარეთ ჯავშნები ტაძართან. სხვები შეძლებენ სახელის პოვნას წეს-ჩვეულებები მზადაა და ოჯახური ხისსაშუალებით.
- მოხსენით ჯავშანი რამდენიმე სახელზე
თქვენ ვერ შეძლებთ იმ წეს-ჩვეულებების გაზიარებას, რომლებიც დაჯავშნეთ გაზიარებული სატაძრო სიიდან. თუ ეცდებით ეს გააკეთოთ, დაინახავთ შეტყობინებას: „იმ წეს-ჩვეულების ხელახლა გაზიარება, რომლებიც უკვე გაზიარებულია ტაძართან, შეუძლებელია“. თქვენ შეგიძლიათ, ამ წეს-ჩვეულებებზე ჯავშანი მოხსნათ. როცა ამ სახელებზე ჯავშანს მოხსნით, ისინი დაბრუნდება იმ ადამიანის სიაში, რომელმაც ისინი ტაძართან თავდაპირველად გააზიარა.
როცა თქვენი ჯავშნების სია ლიმიტზე დაბალია, თქვენ შეძლებთ ადრე გაზიარებული ჯავშნის მოხსნას.
წეს-ჩვეულებებზე ჯავშნის მოხსნა ვერ ხერხდება შემდეგ შემთხვევებში:
- წეს-ჩვეულებები შესრულებულია
- ტაძარმა ამობეჭდა ბარათები
- სხვა ადამიანმა დაჯავშნა ეს წეს-ჩვეულებები 120-დღიანი პერიოდისთვის
რას ითვალისწინებენ ჯავშნის ლიმიტის გამოთვლისას?
ყოველი მწკრივი თქვენი ჯავშნის სიაში ითვლება როგორც ერთი, თუნდაც ამ ერთ მწკრივში მრავალი წეს-ჩვეულება იყოს წარდგენილი. რაოდენობის ამსახველი რიცხვის სანახავად შეხედეთ მარცხენა გვერდით ზოლს. „ჩემი ჯავშნების“ შემდეგ მითითებულია საერთო რაოდენობა.
ნათლობა, წევრად დამტკიცება, საწყისი წეს-ჩვეულებები, შემოსვები და მშობლებთან ჩაბეჭდვები მოთავსდება ერთ მწკრივში და ჩაითვლება ერთ ჯავშნად. მეუღლესთან ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულება მოთავსდება თავის ჯავშნის მწკრივში და ჩაითვლება როგორც ცალკე ჯავშანი.
რა მოხდება, თუ ჩემი ჯავშნების სიამ უკვე გადააჭარბა ლიმიტს?
თუ თქვენს სიაში უკვე არსებობს დაშვებულზე მეტი ჯავშანი, ისინი რჩება თქვენს სიაში ვადის ამოწურვამდე. როცა ჯავშანს ვადა ამოეწურება, წეს-ჩვეულებები გაზიარდება ტაძართან. ნათესავებს შეუძლიათ მათი პოვნა და დაჯავშნა ოჯახურ ხეზე ან ფუნქციის „წეს-ჩვეულებები მზადაა“ გამოყენებით.
თუ თქვენი ჯავშნების სია ლიმიტს არ აღემატება და არავის ამოუბეჭდავს ან შეუსრულებია ეს სამუშაო, თქვენ შეგიძლიათ სახელზე ჯავშნის მოხსნა.
როგორ გავიგო, რომ ჩემი ჯავშნების სიამ ლიმიტს მიაღწია?
თქვენი ჯავშნების სიის დასათვალიერებლად შედით FamilySearch.org-ში და დააწკაპუნეთ ღილაკზე ტაძარი. დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩემი ჯავშნები. მარცხნივ „ჩემი ჯავშნები“ აჩვენებს, რამდენი ჯავშანი გაქვთ. გაზიარებული რაოდენობა არ ითვლება თქვენს ლიმიტში.
თუ ეცდებით წეს-ჩვეულების დაჯავშნას მას შემდეგ, რაც ლიმიტს მიაღწიეთ, თქვენ ნახავთ შეტყობინებას, რომ ლიმიტს მიაღწიეთ.
რა ხდება, როცა ვაღწევ ჯავშნის ლიმიტს?
ლიმიტის მიღწევისას თქვენ ვეღარ დაჯავშნით დამატებით ოჯახურ სახელებს. თქვენს სიაში ადგილის გასათავისუფლებლად შეგიძლიათ არსებული ჯავშნები ტაძართან გააზიაროთ. ეკლესიის სხვა წევრებს შეუძლიათ გამოიყენონ წეს-ჩვეულებები მზადაა და დაგეხმარონ მათ შესრულებაში. როცა სამუშაო შესრულდება, FamilySearch-ის შეტყობინებებში მიიღებთ შეტყობინებას.
თქვენ შეგიძლიათ დაიბრუნოთ გაზიარებული სახელები, რომლებისთვისაც არ შესრულდა წეს-ჩვეულებები, როგორც კი თქვენი ჯავშნების სიაში ადგილი გათავისუფლდება. თუ გაზიარებული ჯავშნები მოიცავს წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ამოიბეჭდა ან შესრულდა, ამ წეს-ჩვეულებების გაზიარების მოხსნა შეუძლებელი იქნება.
ოჯახური სახელების ტაძართან გაზიარება აისახება ლიმიტზე?
ოჯახური სახელის გადაგზავნა ტაძარში არ აისახება ჯავშნის ლიმიტზე.
ოჯახური სახელების ოჯახურ ჯგუფთან გაზიარება აისახება ჩემს ლიმიტზე?
ოჯახური სახელების ოჯახურ ჯგუფთან გაზიარება არ აისახება ჯავშნის ლიმიტზე. ბოლო ვადები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ტაძრები ხელახლა სრულად გაიხსნება მე-4 ფაზაში.
როგორ აისახება ჩემს ლიმიტზე ოჯახური სახელების ნათესავთან ან ეკლესიის სხვა წევრთან გაზიარება?
შეგიძლიათ, ოჯახური სახელები გაუზიაროთ ნათესავებს ან მეგობრებს ელფოსტით ან FamilySearch-ის გზავნილებისმეშვეობით. ელფოსტა ან FamilySearch-ის გზავნილი აჩვენებს სახელებსა და საჭირო წეს-ჩვეულებებს. თუ ისინი მიიღებენ ჯავშნებს, ჯავშნები გადაინაცვლებს მათი ჯავშნის სიაში. ჯავშანი აღარ გამოჩნდება თქვენს სიაში და არ აისახება თქვენს ლიმიტზე.
თუ გვარ-სახელებს ტაძართან გავაზიარებ, რამდენი ხანი უნდა დაველოდო, რომ ისინი შესრულდეს?
ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად სწრაფად შესრულდება ტაძართან გაზიარებული სახელებისთვის წეს-ჩვეულების შესრულების სამუშაო. ფაქტორები მოიცავს წეს-ჩვეულებათა გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც სხვები აზიარებენ და ტაძარში დამსწრეთა გარკვეულ რაოდენობას. ამჟამად მამაკაცების შემოსვის წეს-ჩვეულებებს ყველაზე დიდი დრო სჭირდება. სხვა წეს-ჩვეულებები (ნათლობა, წევრად დამტკიცება და საწყისი) მამაკაცებისთვის ან ქალებისთვის, როგორც წესი, უფრო მალე სრულდება.
წეს-ჩვეულებები მზადააფუნქციით ოჯახისა და ეკლესიის წევრებს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ მარტივად იპოვონ და შეასრულონ ტაძართან გაზიარებული სახელები. მთელ მსოფლიოში იზრდება ტაძრების რაოდენობა და შესაბამისად, მეტ წევრს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სატაძრო წეს-ჩვეულებებში გარდაცვლილთათვის. გაზიარებისა და განაწილების პროცესების მუდმივი გაუმჯობესება ასევე შეამცირებს შესრულების დროს.
მე მირჩევნია, ოჯახის წევრებს გავუზიარო ამობეჭდილი გვარ-სახელიანი ბარათები. შემიძლია, მივიღო გამონაკლისი დაჯავშნის ლიმიტზე?
დაჯავშნის ლიმიტი ეხება ყველა მომხმარებელს.
გაუზიარეთ ნათესავებს ოჯახური სახელები, ოჯახური ჯგუფის ახალი ფუნქციის გამოყენებით. ოჯახურ ჯგუფში ნათესავებს შეუძლიათ ბარათის ამობეჭდვა, როცა ისინი მზად არიან ტაძარში წასასვლელად. ოჯახურ ჯგუფში გაზიარებული სახელები აისახება თქვენს ლიმიტზე. თუმცა შეგიძლიათ, თქვენს სიაში იხილოთ წეს-ჩვეულებები და ის, ვინ ამობეჭდა ისინი. თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ წინსვლას და მიიღოთ შეტყობინებები წეს-ჩვეულებების შესრულების შესახებ.
თუ მე გავაზიარებ ჯავშნებს გარკვეულ წეს-ჩვეულებებზე წინაპრისთვის, როგორ გამოვთვალო, თუ რამდენი წეს-ჩევულების დაჯავშნა შემიძლია კიდევ?
ყოველი მწკრივი თქვენი ჯავშნის სიაში ითვლება, როგორც ერთი, თუნდაც მასში მრავალი წეს-ჩვეულება იყოს. იგივე ეხება იმ შემთხვევას, თუ ამ ჯავშნის ნაწილს უზიარებთ სხვებს.
მეუღლესთან ჩაბეჭდვის წეს-ჩვეულება აისახება ცალკე მწკრივში და ყოველთვის ცალკე ითვლება. ყველა სხვა წეს-ჩვეულება ცალკეული ადამიანისთვის ერთად იყრის თავს ერთი ჯავშნის მწკრივში. ჯავშანი ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოიცავს ყველა წეს-ჩვეულებას, ჩაითვლება როგორც 2 ჯავშანი.
რა მოხდება, თუ ელფოსტით ან გზავნილით გავუზიარებ ოჯახურ სახელს სხვებს, მაგრამ მიმღების ლიმიტი უკვე მიღწეულია?
ყოველი ადამიანის ჯავშნის სიას აქვს ერთი და იგივე ლიმიტი. წევრებს შეუძლიათ გაზიარებული სახელების მიღება, როცა მათი სია არ აღემატება ლიმიტს.
თუ მიმღების სია სავსეა, სახელები თქვენს სიაში რჩება. თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ჯავშნები ტაძარში ან ოჯახურ ჯგუფში.
თუ დაჯავშნისთვის სხვა პროგრამას გამოვიყენებ, ლიმიტი მაინც იქნება?
არსებობს მესამე მხარის პროგრამები, რომლებიც თანამშრომლობენ FamilySearch-თან, რათა დაეხმარონ წევრებს ოჯახური სახელების დაჯავშნაში. ეს პროგრამები მუშაობს FamilySearch-ის ოჯახურ ხესთან და მათ აქვთ ერთი და იგივე ლიმიტი.
ლიმიტის მიღწევის შემდეგ, როგორ მივადევნო თვალყური ოჯახურ სახელებს, რომლების დაჯავშნაც მოგვიანებით მსურს?
გამოიყენეთ „თვალყურის დევნების“ სია იმ წინაპრების მოსანიშნად, ვისთვისაც მომავალში გსურთ წეს-ჩვეულებების დაჯავშნა. იმისთვის, რომ ადვილად იპოვოთ ისინი სიაში, შეგიძლიათ დაამატოთ მათ ნიშანი „ტაძრის ჯავშანი“.
რატომ იტოვებს ტაძარი ჩემს ოჯახურ ბარათს წინაპრისთვის წეს-ჩვეულების შესრულების შემდეგ?
ოჯახური ბარათის ტაძარში დატოვება ეხმარება ტაძარში მომუშავე პირებს დარწმუნდნენ, რომ წეს-ჩვეულება არ განმეორდება და მათი ჩაწერა სწორად განხორციელდება. ეს ასევე გვეხმარება მიკრობების გავრცელების თავიდან არიდებაში და ამცირებს მოლოდინის დროს ტაძარში თქვენი ვიზიტის შემდეგ.
მსგავსი შინაარსის სტატიები
როგორ გადავაგზავნო ტაძარში ოჯახური სახელები?
როგორ გავუზიარო ჩემი ოჯახური სახელები ელფოსტით ჩემს ოჯახსა და მეგობრებს?
როგორ მოვხსნა ჯავშანი ანუ გავათავისუფლო ოჯახური სახელები ჩემი სატაძრო სიიდან?
სატაძრო წეს-ჩვეულების ჯავშნის ვადა
როგორ გამოვიყენო „თვალყურის დევნების“ სია ჩემს ოჯახურ ხეში იმ წინაპრებისთვის, რომლებსაც სატაძრო წეს-ჩვეულებები სჭირდებათ?
FamilySearch-ის ბლოგი
როგორ გავაზიარო ოჯახური სახელები FamilySearch-ის გზავნილების მეშვეობით?
როგორ გავაზიარო წეს-ჩვეულებები ოჯახურ ჯგუფში?