როგორ დავამატო ოჯახურ ხეზე პიროვნება კავშირის გარეშე ?

შეგიძლიათ დაამატოთ პირები, რომლებიც არ არიან კავშირში თქვენს ოჯახის ხაზთან.
 
შეგიძლიათ, დაამატოთ პიროვნება კავშირის გარეშე, რომელსაც თქვენთან აქვს სავარაუდო ოჯახური ურთიერთობა, რომლის დადასტურებაც არ შეგიძლიათ. მაგალითად: შეგიძლიათ, დაამატოთ იმავე გვარის მქონე ადამიანები, რომლებიც თქვენი წინაპრების მცირე გეოგრაფიულ რეგიონში ცხოვრობდნენ.

რჩევა: როცა ამატებთ პიროვნებას კავშირის გარეშე, სასარგებლო იქნება, ჩაიწეროთ ახალი ჩანაწერის საიდენტიფიკაციო ნომერი ან თვალყური ადევნოთ ამ პიროვნებას მომავალში.
რჩევა: იმისთვის, რომ იხილოთ ვებგვერდზე თქვენ მიერ შეტანილი წვლილი, დააჭირეთ ჩემ მიერ შეტანილი წვლილი, შემდეგ ჩემი ცვლილებები. დააჭირეთ კონფიდენციალური პირები რათა იპოვოთ თქვენ მიერ დამატებული ცოცხალი ადამიანები კავშირის გარეშე.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. FamilySearch.org-ში ყოფნისას დააჭირეთ ოჯახური ხე -ს და აირჩიეთ ნებისმიერი ფუნქცია ჩამოსაშლელი მენიუდან.
  2. დააჭირეთ გვერდის ზედა ნაწილში, მენიუში ბოლო ცვლილებები .
  3. ბოლო ცვლილებების სიის ბოლოში დააჭირეთ დაამატეთ პიროვნება კავშირის გარეშე.
  4. შეიყვანეთ ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ და დააჭირეთშემდეგი.
  5. დაათვალიერეთ ძიების შედეგები. თუ სასურველი პიროვნება მოიძებნა, დააჭირეთპიროვნების დათვალიერება.
  6. თუ პიროვნებას ვერ ხედავთ ძიების შედეგებში, დააჭირეთპიროვნების შექმნა.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გახსენით ბოლოს დათვალიერებული ადამიანების სია:
    • ანდროიდი: ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ხატურას, რომელიც გამოიყურება როგორც 2 ადამიანი.
    • Apple iOS: იარაღების ბოლოში დააჭირეთ ბოლო ცვლილებები.
  2. ჩამოდით სიის ბოლოში. თუ სია გრძელია, დაელოდეთ მის ატვირთვას და გააგრძელეთ ჩამოსვლა.
  3. დააჭირეთდაამატეთ პირი, რომელიც არ არის დაკავშირებული.
  4. შეიყვანეთ ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ და დააჭირეთშემდეგი.
  5. დაათვალიერეთ ძიების შედეგები. თუ სასურველი პიროვნება მოიძებნა, დააჭირეთპიროვნების დამატება.
  6. თუ პიროვნებას ვერ ხედავთ ძიების შედეგებში, დააჭირეთახალი პიროვნების შექმნა.

ნაბიჯები (ოჯახური ხე- მარტივი)

ამჟამად ფუნქცია „დაამატეთ პიროვნება, რომელიც არ არის დაკავშირებული“ არ არის მისაწვდომი „ოჯახური ხე - მარტივი“-ზე

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავამატო ოჯახის წევრი გვარტომობას ოჯახურ ხეზე?
როგორ აღვადგინო წაშლილი ჩანაწერი პიროვნებისთვის ოჯახურ ხეზე?
როგორ წავშალო პიროვნება ოჯახური ხე -დან?
როგორ მოვახდინო შესაძლო დუბლიკატების შერწყმა ოჯახურ ხეზე?

moduleTitle