როგორ დავამატო ოჯახის წევრი გვარტომობას ოჯახურ ხეზე?

ოჯახური ხე გაძლევთ საშუალებას, გააფართოვოთ თქვენი ოჯახური ხე. თაობების დამატებით თქვენ აძლევთ ოჯახურ ხეს საშუალებას, დაგაკავშიროთ წინაპრებთან, რომლებიც უკვე შეყვანილია სისტემაში. გამოიყენეთ ჩანაწერების რჩევები, რათა იპოვოთ თქვენი ოჯახის დამატებითი ჩანაწერები.

ცოცხალი ადამიანების კონფიდენციალურობის დასაცავად FamilySearch-ის სხვა მომხმარებლები ვერ იხილავენ თქვენ მიერ ცოცხალი ოჯახის წევრების შესახებ შეყვანილ ინფორმაციას.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

ოჯახურ ხეს აქვს დათვალიერების მრავალი საშუალება. შეგიძლიათ, დაამატოთ ოჯახის წევრები ოჯახური ხის დათვალიერების ნებისმიერ რეჟიმს.

ალბომის რეჟიმში დათვალიერება

  1. ხის ხაზის ბოლომდე გაფართებისთვის გამოიყენეთისრები.
  2. დააჭირეთ შესაბამის ბმულს, რათა დაამატოთ სასურველი პიროვნება:
    • მშობლის ან მეუღლის დასამატებლად დააჭირეთ მშობლის დამატებაანმეუღლის დამატება.
    • ბავშვის დასამატებლად დააჭირეთ შვილებიწყვილის უჯრის ქვეშ და შემდეგ დააჭირეთ შვილის დამატება.

პორტრეტის რეჟიმში დათვალიერება

  1. გამოიყენეთ ისრებირათა იპოვოთ ხაზის ბოლო.
  2. მშობლის დასამატებლად დააჭირეთმშობლის დამატება.
  3. შვილის დასამატებლად გამოიყენეთ ალბომის რეჟიმში დათვალიერება. პორტრეტის რეჟიმში დათვალიერება არ აჩვენებს გვარტომობის წყვილების შვილებს.

პირველი წინაპრის დათვალიერება

  1. იპოვეთ პიროვნება, რომელსაც აკლია ოჯახის წევრები (მშობლები, შვილები ან მეუღლეები).
  2. პიროვნების სურათის თავზე დააჭირეთ + ხატურას:
    • შვილის დასამატებლად დააჭირეთ დაამატეთ შვილი.
    • მეუღლის დასამატებლად დააჭირეთ დაამატეთ მეუღლე.
    • მშობლის დასამატებლად დააჭირეთ დაამატეთ მშობელი.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციას აქვს დათვალიერების 2 ფუნქცია: პორტრეტის ტიპის გვარტომობა ან მარაოს ფორმით განლაგება.

  1. პორტრეტის ტიპის გვარტომობაზე დააჭირეთ ისრებიხის ხაზის ბოლომდე გაფართოებისთვის. დააჭირეთ დაამატეთ დედაან დაამატეთ მამა.
  2. მშობლის ან მეუღლის დასამატებლად გადადით პიროვნების პერსონალურ გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს მეუღლეები ან მშობლები. ახალ ფანჯარაში დააჭირეთ შესაბამის ღილაკს დამატება .
  3. შვილის დასამატებლად გადადით მშობელზე, დააჭირეთ მეუღლეების ველი და დააჭირეთ ღილაკს შვილის დამატება.

ნაბიჯები (ოჯახური ხის სინათლე)

„ოჯახური ხის სინათლე“-ში პირდაპირ ეკრანიდან შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი პირდაპირი წინაპრების 4 თაობა. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმაზე მეტი წინაპრის და ოჯახის დამატება, ვიდრე ეკრანზეა გამოტანილი. მაგალითად, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი დიდი პაპა-ბებია და მათი წინა თაობები. შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი პირდაპირი წინაპრის მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი მეუღლის ან შვილების მშობლები და დედმამიშვილები.

  1. ველში „მე“ იპოვეთ პიროვნების ადგილი. ან იპოვეთ ყველაზე ახლო ნათესავი და გააკეთეთ შემდეგი:
    1. დააჭირეთ ამ პიროვნების ყველაზე ახლო ნათესავის სახელზე. მაგალითად, მეუღლისთვის მშობლების დასამატებლად დააჭირეთ თქვენი მეუღლის სახელს. თქვენი დიდი პაპა-ბებიის მშობლების დასამატებლად დააჭირეთ დიდი პაპა/ბებიის სახელს, რომლის მშობლების დამატება გსურთ.
    2. დააჭირეთოჯახის დათვალიერება. ამ ბმულის პოვნა შეგიძლიათ ველში, სადაც გვერდის ზედა ნაწილში ჩაწერილია პიროვნების სახელი.
  2. დააჭირეთ შესაბამის ბმულზე და დაამატეთ პიროვნების მეუღლე, შვილი ან მშობელი.
  3. შეიტანეთ სახელი, სქესი, დაბადებისა და გარდაცვალების ინფორმაცია. დააფიქსირეთ, ცოცხალია პიროვნება თუ გარდაცვლილი.
  4. დააჭირეთ ღილაკსშემდეგი.
  5. თუ პიროვნებას მონიშნავთ როგორც ცოცხალს, თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაცია დაემატება სისტემას. ან, თუ დააფიქსირეთ, რომ პიროვნება გარდაცვლილია, სისტემა მოიძიებს, არის თუ არა ეს პიროვნება ოჯახურ ხეზე.
    • თუ ოჯახური ხე იპოვის შესაძლო დამთხვევებს, გადახედეთ სიას. თუ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირი სწორია, დააჭირეთ სახელის თავზეპიროვნების დამატება-ს.
    • თუ ოჯახური ხე ვერ იპოვის დამთხვევას, დააჭირეთპიროვნების შექმნასიის თავში.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ იცავს ოჯახური ხე ცოცხალი ადამიანების კონფიდენციალურობას?
როგორ დავამატო ცოცხალი ნათესავები პიროვნებას ოჯახურ ხეზე?
როგორ დავამატო ოჯახურ ხეს პიროვნება, რომელიც არ არის დაკავშირებული?
როგორ დავამატო ჩემს გვარტომობას წინაპარი, რომელიც უკვე არის ოჯახურ ხეზე?

moduleTitle