ჩაერთეთ

ჩაერთეთ

სცადეთ ეს აქტივობა, რათა დაეხმაროთ ინდორმაციის მაძიებლებს მთელს მსოფლიოში.

რა არის ინდექსირება?

ინდექსირება გახლავთ მოხალისეთა პროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის ისტორიული ჩანაწერების, როგორიცაა მოსახლეობის აღწერა ან ნეკროლოგები, ონლაინ რეჟიმში ძიებას. ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ ვალი გადავუხადოთ გენეალოგიის საზოგადოებას და შესაძლებელი გავხადოთ ოჯახური აღმოჩენები.

როგორ მუშაობს ეს

ინდექსირების გარეშე არსებული ისტორიული ჩანაწერის მოძიება შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები ვერ მოიძებნა.

ინდექსირებაზე მომუშავე მოხალისე უყურებს ჩანაწერს ინდექსირების პროგრამაში და კრეფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, თარიღები და ადგილები. ინდექსირების შედეგად მიღებული გამოსახულება ემატება საძიებო ჩანაწერებს, რომლებიც უფასოდ ხელმისაწვდომია FamilySearch-ზე.

ინდექსირებას აფინანსებს და მასპინძლობს FamilySearch, სერვისი, რომელსაც ახორციელებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.

სცადეთ

FamilySearch-ზე შესასვლელად ეწვიეთ ინდექსირების მთავარ გვერდს და აირჩიეთ გამოსახულებების „სერია“ ინდექსირებისთვის. არსებობს პროექტები, რომლებიც ხელმისაწვდომია მრავალ სხვადასხვა ენაზე . შეგიძლიათ დაუთმოთ ამას იმდენი დრო, რამდენიც გექნებათ. სისტემაში არსებობს კითხვებზე პასუხების გასაცემი დახმარების რესურსები.