რატომ აჩვენებს ურთიერთობის დამთვალიერებელი სტატუსს „კავშირი უცნობია“?

Share

ზოგჯერ, როდესაც მომხმარებელი ცდილობს კავშირის დათვალიერებას, ურთიერთობის დამთვალიერებელი ამბობს „კავშირი უცნობია“. ქვემოთ მოცემულია სავარაუდო მიზეზები და გამოსწორების შესაძლო გზები:

ნებართვა უნდა გაააქტიუროთ

როდესაც მომხმარებლები შეტყობინების გაგზავნის გზით უკავშირდებიან ერთმანეთს, მათ შეუძლიათ საკუთარი ნათესაური კავშირის შემოწმება. ნათესაური კავშირის სანახავად საჭიროა, ორივე მომხმარებელმა გაააქტიუროს ურთიერთობების დათვალიერება. შედით თქვენს პარამეტრებში და გაააქტიურეთ ურთიერთობების დათვალიერების ჩართვა. ეს თქვენ და სხვა მომხმარებლებს დაგეხმარებათ თქვენს შორის ნათესაური კავშირის ნახვასა და საერთო წინაპრების აღმოჩენაში. ეს ნებართვა გავლენას არ მოახდენს თქვენსა და თქვენი ოჯახური ხის წევრებს შორის ნათესაური კავშირის ნახვაზე.

თქვენს ოჯახურ ხეს აკლია ინფორმაცია

თუ თქვენი ოჯახის წევრები ოჯახურ ხეზე ჯერ არ დაგიმატებიათ, ვერ შევძლებთ რომელიმე ნათესავის პოვნას. დასაწყისისთვის ოჯახურ ხეზე მხოლოდ ერთი წევრის დამატებაც საკმარისი იქნება, რათა თქვენი მონაცემები ძიებაში გამოჩნდეს.

თუ ოჯახური ხე უკვე შექმნილი გაქვთ, შეიძლება, რამდენიმე თაობის დამატება დაგჭირდეთ, რაც სხვებთან თქვენი ნათესაური კავშირის პოვნაში დაგვეხმარება. თქვენს ერთ-ერთ ოჯახურ ხაზს (ერთ-ერთი მშობლის წინაპრებს) მეტი თაობა დაამატეთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო მეტ მომხმარებელთან აღმოაჩინოთ ნათესაური კავშირი.

საკმარისი ხეები არ არის

საკმარისი ოჯახური ხეები არ არის წარდგენილი თქვენი ქვეყნიდან. ეს ოჯახური ხისთვის კავშირის მოძებნას ართულებს. შეგიძლიათ სხვები წაახალისოთ, რათა მათაც შეავსონ ინფორმაცია ოჯახურ ხეში, თქვენ კი — თქვენი ინფორმაციის შევსება გააგრძელეთ.

თქვენი საერთო წინაპარი არ არის გათვალისწინებული გამოთვლაში

ურთიერთობის დამთვალიერებელი კავშირებს გამოთვლის თქვენი ოჯახური ხაზის კონკრეტული მოცულობის მონაცემების ფარგლებში. მაგალითად, თუ საერთო წინაპარი, რომელიც გაკავშირებთ თქვენ სხვა ადამიანთან, დაიბადა ახ.წ. 1500 წლამდე, კავშირი ვერ მოიძებნება, რადგან ის ამ ფარგლებს გარეთაა.

თუ ფიქრობთ, რომ ურთიერთობის დამთვალიერებელმა უნდა გამოავლინოს კავშირი, რადგან ის კონკრეტულ ფარგლებშია, გთხოვთ, დაუკავშირდეთ FamilySearch-ის მხარდაჭერას.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავათვალიერო ჩემი კავშირი ადამიანთან ოჯახურ ხეში?
ურთიერთობის დათვალიერება: როგორ ჩავრთო/გამოვრთო ფუნქცია სხვა მომხმარებლებთან ჩემი კავშირის ნახვა?
როგორ დავათვალიერო ჩემი ნათესაური კავშირი ადამიანთან, რომელიც არის „მოგონებებში“?
როგორ ადგენს ურთიერთობის დამთვალიერებელი ოჯახურ ხეში, მაქვს ნათესაური კავშირი თუ არა?

moduleTitle