როგორ დავაფორმატო სახელები, რათა წეს-ჩვეულებების დაჯავშნის დროს თავიდან ავიცილო შეცდომა „საჭიროა მეტი ინფორმაცია“?

Share

წინაპრისთვის სატაძრო წეს-ჩვეულებებისთვის სახელის დასაჯავშნად უპირველეს ყოვლისა უნდა დარწმუნდეთ, რომ მისი სახელი სწორი ფორმატით იყო შეყვანილი ოჯახურ ხეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო. წინაპრის სახელის სწორად ფორმატირება შესაძლოა დამაბნეველი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრული სახელის მხოლოდ ნაწილი იცით. შეიტყვეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ, როცა სრული სახელი არ არის ცნობილი. 

ქვემოთ მოყვანილია წეს-ჩვეულებისთვის სწორად და არასწორად ფორმატირებული სახელების მაგალითების ცხრილები. 

ცხრილი 1: ქმრის სახელი იცით, მაგრამ ცოლის სრული სახელი - არა. 

სათაურისახელებიგვარებივარგისიაშენიშვნა
 ეიმი დიახროცა ქალიშვილობის სახელი უცნობია და ცარიელი ველია.
ქ-ნი*ჯეფფრაზიერიდიახსახელი ვარგისია, თუ ტიტულს ქ-ნი შესაბამის ველში მოჰყვება ქმრის გვარი.
კლარკიდიახცოლის ქალიშვილობის გვარი ცნობილია, სახელი კი - უცნობი.
ქ-ნი ჯეფ ფრაზიერიარადაყავით სახელი ნაწილებად. ნაწილების ველში შეერთება დაუშვებელია.
ქ-ნი ჯეფ ფრაზიერიარა
ქ-ნი ჯეფფრაზიერიარა
ქ-ნიჯეფ ფრაზიერიარა
ქ-ნიარა
ქ-ნიარა
ქ-ნიფრაზიერიარა

*მოიცავს ქ-ნი და მის ექვივალენტს ყველა ენაში.

ცხრილი 2: ერთ-ერთი მშობლის სახელი იცით, მაგრამ ქალიშვილის სრული სახელი - არა. 

სათაურისახელებიგვარებივარგისიაშენიშვნა
ქ-ნი*დონაფრაზიერიდიახვარგისია ტიტულით ქ-ნი
ფრაზიერიდიახროცა სახელი უცნობია, არ დაამატოთ ტიტული.
ქ-ნი დონაფრაზიერიარადაყავით სახელი ნაწილებად. ნაწილების ველში შეერთება დაუშვებელია.
ქ-ნი ფრაზიერიარა
ქ-ნი ფრაზიერიარა
ქ-ნიფრაზიერიარატიტული სახელის გარეშე მიუღებელია.
ქ-ნიფრაზიერიარატიტული ქ-ნი არ არის სახელი.
ქ-ნიარა

*მოიცავს ქ-ნი და მის ექვივალენტს ყველა ენაში.

ცხრილი 3: ერთ-ერთი მშობლის სახელი იცით, მაგრამ ვაჟის სრული სახელი - არა. 

ტიტულისახელებიგვარებივარგისიაშენიშვნა
ბ-ნი*ჯონფრაზიერიდიახვარგისია ტიტულით ბ-ნი.
ფრაზიერიდიახროცა სახელი უცნობია, არ დაამატოთ ტიტული.
ბ-ნი ჯონფრაზიერიარადაყავით სახელი ნაწილებად. ნაწილების ველში შეერთება დაუშვებელია.
ბ-ნი ფრაზიერიარა
ბ-ნი ფრაზიერიარა
ბ-ნიფრაზიერიარატიტული სახელის გარეშე მიუღებელია.
ბ-ნი*ფრაზიერიარაბ-ნი არ არის სახელი.
ბ-ნიარა

*მოიცავს ბატონი, ბ-ნი, ბ. და მის ექვივალენტებს ყველა ენაში.

შენიშვნა: ყურადღება გაამახვილეთ, რომ არ დაამატოთ სიტყვები, რომლებიც არ არის ადამიანის ნამდვილი სახელის ნაწილი - სიტყვები, როგორიცაა „უსახელო“, „დედა“, „ქმარი“ ან „დეიდა“. ეს თავიდან აგარიდებთ სახელის დაჯავშნას და მეტი ინფორმაციის შესახებ გზავნილის მიღებას.  

თუ ოჯახურ ხეზე პიროვნების სახელის ნაცვლად კითხვის ნიშანს შეიყვანთ, მისი წეს-ჩვეულებები გამოჩნდება როგორც „საჭიროა მეტი ინფორმაცია“. წეს-ჩვეულებები ვერ ჩატარდება, სანამ არ მოიძებნება სახელი და არ მოხდება მისი შეყვანა.

მსგავსი შინაარსის სტატიები

რა სიტყვები და აბრევიატურა ხდება „საჭიროებს მეტ ინფორმაციას“ გზავნილის მიზეზი?
როგორ შევიყვანო სახელები ოჯახურ ხეზე?
რას ნიშნავს ოჯახურ ხეზე გამოჩენილი გზავნილი „საჭიროა მეტი ინფორმაცია“?

moduleTitle