როგორ შევიყვანო სახელები ოჯახურ ხეზე?

ყოველ პიროვნებას ოჯახურ ხეზე უნდა ჰქონდეს სახელი და გვარი. შემდეგი ინსტრუქციები დაგეხმარებათ, სწორად შეიყვანოთ პიროვნების სახელი და გაუადვილოთ სხვა ადამიანებს მისი პოვნა ოჯახურ ხეზე. 

აირჩიეთ სწორი ენა

როდესაც ამატებთ სახელს ან ახდენთ მის რედაქტირებას ოჯახურ ხეზე, შეგიძლიათ შეცვალოთ ენის პარამეტრი. ენის პარამეტრი საშუალებას გაძლევთ, შეიყვანოთ სახელი სწორი თანმიმდევრობით სწორი სიმბოლოებით.

შეიყვანეთ სახელის სწორი ვერსია „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“-ს განყოფილებაში.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“--ს განყოფილებაში დააჭირეთ პიროვნების დაბადებისას მინიჭებულ სახელზე ან სრულ ოფიციალურ სახელზე.

  • დიდი ასოების გამოყენება -გამოიყენეთ ჩვეულებრივი დიდი ასოების გამოყენების წესი.
  • ქალიშვილობისა და ქორწინების გვარები -თუ ქალმა ქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი, გამოიყენეთ მისი ქალიშვილობის გვარი.  
  • კანონიერი სახელის ცვლილებები-თუ პიროვნებამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი (გარდა დაქორწინების შედეგად შეცვლილი გვარისა) შეიყვანეთ ახალი კანონიერი სახელი.
  • ყველაზე ხშირად გამოყენებული სახელი- თუ პიროვნებას არ გამოუყენებია მისი კანონიერი სახელი ცხოვრებაში, შეგიძლიათ შეიყვანოთ ყველაზე ხშირად გამოყენებული სახელი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“სექციაში და კანონიერი სახელი „სხვა ინფორმაციის“ სექციაში.

შეიყვანეთ სახელის ყოველი ნაწილი სათანადო ველში

  • სათაური-გამოიყენეთ „სათაური“ ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა „გრაფი“ ან „ბატონი“. თუ პიროვნებას არ აქვს ტიტული, დატოვეთ ეს ველი ცარიელი. 
  • სახელები-შეიყვანეთ პიროვნების სახელი და შუა სახელი. შეიყვანეთ მოფერებითი სახელები სექციაში „სხვა ინფორმაცია“.
  • გვარები-შეიყვანეთ პიროვნების ოჯახის სახელი ანუ გვარი. თუ ქალმა ქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი, შეიყვანეთ მისი ქალიშვილობის გვარი. თუ პიროვნებას არ აქვს გვარი, მაგალითად მკვიდრ ამერიკელებს, დატოვეთ გვარის ველი ცარიელი.
  • სუფიქსი-შეიყვანეთ სიტყვები როგორიცაა „უმცროსი“ ან „უფროსი“ ან რომაული ციფრი, როგორც „ჯონ სმით III“.  თუ პიროვნებას არ აქვს სუფიქსი, დატოვეთ ეს ველი ცარიელი. 

შეიყვანეთ მოფერებითი სახელები და სხვა ვარიანტები „სხვა ინფორმაცია“-ს სექციაში.

შეიყვანეთ პიროვნების სხვა სახელები სექციაში „სხვა ინფორმაცია“-ს სექციაში. მაგალითები:

  • მოფერებითი სახელები
  • სახელები, რომლებსაც იყენებდნენ ახალ ქვეყანაში გადასვლამდე ან გადასვლის შემდეგ
  • სახელები, რომლებსაც იყენებდნენ იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად
  • სახელი, რომელიც შეიცვალა შვილად აყვანის, გაყრის ან სხვა კანონიერი ქმედების გამო, თუ ეს არ იყო პიროვნების მიერ გამოყენებული ბოლო კანონიერი სახელი
  • სახელების ვარიანტები, რომლებიც წარმოიშვა სახელების მინიჭების ჩვეულებებით, როგორიცაა ფრანგული „დიტ“.
  • ქალების ქორწინების სახელები
  • დაწერის ვარიანტები

თავი აარიდეთ არასწორ სიტყვებსა და სიმბოლოებს

როდესაც სახელის ერთ ან მეტ ველში არასწორი სიმბოლო გამოიყენება, ინფორმაციის შენახვა შეუძლებელია. გამოჩნდება გამაფრთხილებელი შეტყობინება პრობლემის აღწერით. თუ შეტყობინება წითლად გამოჩნდება, არასწორი სიმბოლოები უნდა წაიშალოს, სანამ გააგრძელებთ — მაშინაც კი, თუ ეს სიმბოლოები არსებობდა რედაქტირებამდე .

მიჰყევით ამ მითითებებს:

  • დაუშვებელი სიმბოლოები: \ @ # $ % ^ & * _ + = | ~ ? < > [ ] { } ( ) ; : 0 1 2 3 4 5 6 7 8 9.
  • თავი აარიდეთ დამატებით ინტერვალებს.
  • დეფისები და აპოსტროფები დასაშვებია, თუ ისინი ნამდვილი სახელის ნაწილია.
  • მოერედით სახელებს, სადაც მხოლოდ ინიციალებია.
  • მოერიდეთ სიტყვებს, რომლებიც, როგორც წესი, არ არის სახელები, როგორიცაა „სახელის გარეშე“, „უსახელო“, „ბატონი“, „ცოლი“, „ტყუპი“ ან „ვაჟი“. 
  • თაობის რიგი, როგორიცაა სტივენ სმით III, მისაღებია სუფიქსის ველში.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ შევცვალო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოჯახურ ხეზე?
როგორ დავამატო მოფერებითი სახელები ოჯახურ ხეზე?
როგორ შევიყვანო სახელი უცხო ენიდან ოჯახურ ხეზე?
რატომ ახლავს პიროვნების სახელს კითხვის ნიშანი ოჯახურ ხეზე?
როგორ შევიყვანო სკანდინავური სახელები ოჯახურ ხეზე?

moduleTitle