როგორ შევიყვანო ჩინური წარმოშობის სახელები ოჯახურ ხეზე?

ოჯახურ ხეზე ჩინური წარმოშობის სახელების სწორად შეყვანა მნიშვნელოვანია, რადგან მათი ჩვენება, ძიება და ბეჭდვა სწორად მოხდეს.

გამოიყენეთ შემდეგი რჩევები, რათა შეიყვანოთ ჩინური წარმოშობის სახელები ოჯახურ ხეზე.

შეიყვანეთ მთავარი ან სასურველი სახელი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ სექციაში ან პირველი წინაპრის ფანჯარაში.

სახელების შეყვანა პიროვნების გვერდზე ან პირველი წინაპრის საგვარეულო ნუსხიდან შეგიძლიათ.

  • პიროვნების გვერდიდან გადადით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანზე.“ სახელის გვერდით დააჭირეთ რედაქტირების ხატურას . ხელახლა დააჭირეთ ღილაკს რედაქტირება, ხოლო შემდეგ შეიტანეთ ცვლილებები და დააჭირეთ ღილაკს შენახვა.
  • პირველი წინაპრის ფანჯარაში დააჭირეთ პიროვნების სახელს. მარჯვნივ გამოჩნდება დეტალების მენიუ. „ფაქტების“ სექციის ქვემოთ დააჭირეთ ღილაკს ფაქტის დამატება. დააჭირეთ ალტერნატიულ სახელს, კლანის სახელს, ან კასტის სახელს.

როდესაც პირის სახელს შეიყვანთ ჩინური სიმბოლოების ველში, შეიყვანეთ გვარი და დაბადების დროს მინიჭებული სახელი. ქალების შემთხვევაში, შეიყვანეთ ქალიშვილობის გვარი.

გამოიყენეთ ჩინური ენის შაბლონი

ჩინური ენის შაბლონი 2 რიგი ველისგან შედგება. ერთი რიგი გვარისა და სახელისთვისაა. განცალკევებული რიგი ჩინური და ლათინური სიმბოლოებისთვისაა.

ენის შაბლონების ნახვა შესაძლებელია „სახელის“ ველის ზემოთ არსებულ ჩამოსაშლელ მენიუში. შეცვალეთ ჩინურით ის, რასაც აჩვენებს.

Family Tree—Chinese Name Template

გვარი და დაბადების სახელი ჩაწერეთ ჩინური სიმბოლოებით. ლათინურ ველში სისტემა ავტომატურად ამატებს სახელს, რომელიც დაწერილია მანდარინის ფინინურით. თუ სხვა მართლწერა გსურთ, შეცვალეთ მანდარინის ფინინური მართლწერა თქვენთვის სასურველით.

შეიყვანეთ ალტერნატიული სახელები „სხვა ინფორმაციის“ სექციაში.

პიროვნების სახელის ყველა ვერსიის ჩაწერას სხვადასხვა სარგებელი აქვს:

  • პიროვნების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ფაქტებს ინახავთ.
  • პიროვნების მოძებნა ოჯახურ ხეზე მარტივდება. სისტემა აჩვენებს ალტერნატიულ სახელებს ძიების დროს.
  • მკვლევრები ადვილად იპოვიან პიროვნებას ისტორიულ ჩანაწერებში, მაშინაც კი, თუ ჩანაწერებში ამ პიროვნების სახელების სხვადასხვა ვერსიებია მოცემული. 

ალტერნატიული სახელების ტიპები

წინამდებარე 4 ტიპის ალტერნატიული სახელი ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუ ოჯახურ ხეს ინგლისურ ენაზე იყენებთ:

  • ასევე ცნობილია როგორც. მაგალითები მოიცავს პიროვნების მიერ გამოყენებულ სხვა ისეთ სახელებს, როგორიცაა სხვა ქვეყანაში გადასვლასთან დაკავშირებული სახელის ცვლილება.
  • დაბადების სახელი. გამოიყენეთ ეს პარამეტრი, რათა ჩაწეროთ სახელი, რომელიც გამოიყენებოდა პიროვნებისთვის სხვა ოჯახში შვილად აყვანამდე.
  • ქორწინების გვარი. ეს პარამეტრი გამოიყენება პიროვნების ქორწინების შემდგომ გვარის ჩასაწერად — იმ შემთხვევაში, თუ მან გვარი შეიცვალა.
  • მოფერებითი სახელი. ეს პარამეტრი გამოიყენება პირის მოფერებითი სახელებისთვის, რომლებსაც მისი მშობლები ან ოჯახის წევრები იყენებდნენ.

თუ ჩინური ენის შაბლონს აირჩევთ, წვდომა გექნებათ წინამდებარე ვარიანტებზე:

  • ზრდასრულობის სახელი (字). გამოიყენეთ ეს პარამეტრი პიროვნების ზრდასრულობის სახელის ჩასაწერად. ზრდასრულობის სახელის მინიჭება ხდება პირის მშობლების ან მისი პირადი მასწავლებლის მიერ, სკოლის პირველ დღეს. ქორწინების შემდეგ, ზოგიერთი ქალი ზრდასრულობის სახელს იტოვებს და არა დაბადების სახელს. მინიჭებული ზრდასრულობის სახელი დაბადების სახელს ანაცვლებს. 
  • პროფესიული სახელი (號). ამ პარამეტრის გამოყენება შეგიძლიათ პირის პროფესიული სახელის ან ფსევდონიმის ჩასაწერად. ამ სახელებს იყენებენ განათლებულები, არტისტები, პოეტები და მწერლები. 
  • ტაბუ სახელი (諱). ეს პარამეტრი პირის ტაბუ სახელის ჩაწერისთვის გამოიყენეთ. ჩინურ კულტურაში, დიდებული პიროვნებები დაბადების სახელის ნაცვლად ტაბუ სახელით მოიხსენიებიან. 
  • სიკვდილშემდგომი სახელი (諡). ეს არის საპატიო სახელი, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრებსა და არისტოკრატებს ანიჭებდნენ. ბოლო საუკუნეებში, სიკვდილშემდგომი სახელი ჩვეულებრივ ადამიანებსაც მიუღიათ. სიკვდილშემდგომი სახელები გამოიყენება თითქმის ექსკლუზიურად იმ პიროვნების სხვა სახელების ან ოფიციალური ტიტულების ნაცვლად, რომლებსაც ადამიანი იყენებდა სიცოცხლის განმავლობაში. 

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავამატო მოფერებითი სახელები ოჯახურ ხეზე?
როგორ შევიყვანო სახელები ოჯახურ ხეზე?
როგორ შევიყვანო სახელი უცხო ენიდან ოჯახურ ხეზე?
როგორ შევიყვანო თარიღები კლასიკური ჩინური ტექსტებიდან ოჯახურ ხეზე?
როგორ შევიყვანო ჩინური წარმოშობის სახელები ოჯახურ ხეზე?

moduleTitle