ოჯახური ხე: რა არის ახალი

Share

აგვისტო, 2024

ოჯახური ჯგუფის ხეები
ოჯახური ჯგუფის ხეები ახლა ხელმისაწვდომია ოჯახური ხის ყველა მომხმარებლისთვის. თქვენ აღარ დაგჭირდებათ FamilySearch Labs-ში გადასვლა, რათა ხე გაუზიაროთ თქვენი ოჯახის ცოცხალ წევრებს.

ჯგუფის გაუმჯობესებული მართვა
გაუმჯობესდა და გაფართოვდა ოჯახური ჯგუფების ფარგლებში შექმნა, მართვა და თანამშრომლობა. ჯგუფებს ახლა შეუძლიათ ხის გაზიარება, სასურველი ხის არჩევა და იყვნენ ინფორმირებული ოჯახის საინფორმაციო არხის მეშვეობით.


null

ივლისი, 2024

ახალი მარაოსებრი დიაგრამა
ჩვენ განვაახლეთ მარაოსებრი დიაგრამა და შევინარჩუნეთ ყველა ის ფუნქცია, რომელიც ამჟამად მოგწონთ. გარეგნული მხარე უფრო დაიხვეწა.

  • ფერები. ფერები ოდნავ შერბილდა. ტექსტი ახლა შავია თეთრ ფონზე, რაც აუმჯობესებს კონტრასტს და წაკითხვას.
  • პარამეტრების მენიუ. პარამეტრების მენიუ ინახავს იგივე ელემენტებს, მაგრამ მისი გარეგნული მხარე განახლებულია.
  • მუქი რეჟიმი. ფერების ტონალობის ვარიანტი შეიცვალა მუქი რეჟიმით. (დააწკაპუნეთ  შესაცვლელად.) როდესაც ჩართულია, მარაოსებრი დიაგრამა და ფონი ბნელდება. ადრე მხოლოდ ფონი იყო ჩაბნელებული.

null

ივნისი, 2024

ახალი პორტრეტის ხედი
ახალი პორტრეტის ხედი ოჯახურ ხეში გაუმჯობესებულია, რათა გაგიადვილდეთ მთლიანი ოჯახისა და ოჯახთა შორის კავშირების ერთდროულად დათვალიერებისა და ნავიგაციის პროცესი.


null

მარტი, 2023

მაღალი კონტრასტის რეჟიმი
ჩემი განლაგების პარამეტრებში, მაღალი კონტრასტის ახალი ვარიანტი აადვილებს ადამიანის გვერდის წაკითხვას.


null

იანვარი, 2023

  • წყაროების დამატებითი ფურცელი. ახლა შეგიძლიათ, დაათვალიეროთ ადამიანის წყაროები დეტალების ჩანართიდან. ხელსაწყოების სექციაში დააწკაპუნეთ წყაროებზე. წყარო გამოჩნდება სიაში ეკრანის მარჯვენა მხარეს.
  • გაუმჯობესებული წყაროები ახლა შეგიძლიათ, წყაროები მონიშნოთ ყველა ტიპის ინფორმაციისთვის სექციებში: „მნიშვნელოვანი“ და „სხვა ინფორმაცია“.
  • ჩემი განლაგების პარამეტრები. ახლა შეგიძლიათ „დეტალების“ ჩანართის რეორგანიზაცია.
    • შეგიძლიათ, აირჩიოთ, სექციებში „მნიშვნელოვანი“ და „სხვა ინფორმაცია“ განთავსებული ინფორმაცია აჩვენოთ ერთ თუ ორ სვეტად.
    • შეცვალეთ სექციების თანმიმდევრობა.
  • გამაფრთხილებელი შენიშვნები. ოჯახური ხის თითოეულ ადამიანს ახლა აქვს გამაფრთხილებელი შენიშვნები, რომლებიც აცნობებს სხვა მომხმარებლებს კვლევის ჩანაწერების ან გაფრთხილებების არსებობის შესახებ, რომლებიც მათ რედაქტირებამდე უნდა წაიკითხონ.
  • სხვა კავშირები. ახლა შეგიძლიათ ჩაწეროთ კავშირები იმ ადამიანთა შორის, რომლებიც არ წარმოადგენენ უშუალო „მშობელი-შვილის“ ან „მეუღლეების“ ტიპის კავშირებს.
  • მოგონებების ჩანართის გაუმჯობესებული გაფილტვრა და განლაგება.
  • ჩანართი „შესახებ“. ადამიანის გვერდის ახალ ვერსიას აქვს ჩანართი „შესახებ“, რომელიც საინტერესოდ გაგაცნობთ ინფორმაციას ოჯახურ ხეში არსებული ადამიანის შესახებ.

და სხვა! ნახეთ კიდევ რა არის ახალი.

moduleTitle