როგორ დავამატო შვილი ოჯახურ ხეზე?

ოჯახურ ხეზე შვილის დამატების ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ხერხია, დააკავშიროთ იგი მშობლებთან.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

ალბომი, პორტრეტი, მარაოს ფორმის განლაგება და წინაპრების რეჟიმში დათვალიერება

  1. ზედა მენიუში დააჭირეთ ოჯახური ხედა შემდეგ ხე.
  2. იპოვეთ მშობლის შვილი, რომლის დამატებაც გსურთ.
  3. დააჭირეთ ღილაკს მშობლის სახელი. დეტალების ფანჯარაში კვლავ დააჭირეთ ღილაკს მშობლის სახელი . თქვენ გადახვალთ იმ პიროვნების გვერდზე.
  4. დააჭირეთდეტალები -ს ველს.
  5. ჩამოდითოჯახის წევრები-ს განყოფილებაში.
  6. მშობლები და შვილები-ს ქვეშ დააჭირეთშვილის დამატება. (თუ „შვილის დამატება“ არ გამოჩნდა, დააჭირეთქვემოთ მიმართული ისარიშვილებიღილაკის ქვემოთ, წყვილის უჯრის ქვეშ.
    • თუ შვილის ერთ-ერთი მშობელი უცნობია, დააჭირეთდაამატეთ შვილი უცნობი დედითანმამით. დაამატეთ დეტალები შენიშვნებში ან პიროვნების ცხოვრების მონახაზში.
  7. შეიყვანეთ ინფორმაცია შვილის შესახებ და შემდეგ დააჭირეთშემდეგი. (თუ იცით შვილის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთსაიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით).
  8. შედეგების ძიების დათვალიერება. თუ სწორად იპოვით შვილს, დააჭირეთპიროვნების დამატება.
  9. თუ ძიების ველში პიროვნებას ვერ ხედავთ, დააჭირეთშექმენით ახალი.

პირველი წინაპრის დათვალიერება

  1. FamilySearch.org -ში ყოფნისას დააჭირეთოჯახური ხედა შემდეგ ღილაკს ხე.
  2. იპოვეთ შვილის მშობელი, რომლის დამატებაც გსურთ.
  3. დააჭირეთ + ხატურას მარჯვენა ზედა კუთხეში და მათი სურათის ზემოთ.
  4. დააჭირეთ შვილის დამატება.
  5. შეიყვანეთ ინფორმაცია შვილის შესახებ და შემდეგ დააჭირეთშემდეგი. (თუ იცით შვილის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთსაიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით).
  6. შედეგების ძიების დათვალიერება. თუ სწორად იპოვით შვილს, დააჭირეთპიროვნების დამატება.
  7. თუ ძიების ველში პიროვნებას ვერ ხედავთ, დააჭირეთშექმენით ახალი.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გადადით ერთ-ერთი მშობლის პერსონალურ გვერდზე.
  2. დააჭირეთმშობლები-ს ველს.
  3. თუ ერთზე მეტ მეუღლეს ხედავთ, დააჭირეთ ღილაკსქვემოთ მიმართული ისარიშესაფერისი მეუღლის გვერდით.
    • ამჟამად მობილურ აპლიკაციას არ აქვს შვილის დამატების ფუნქცია მშობელზე მეუღლის გარეშე. ამ ფუნქციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
  4. დააჭირეთშვილის დამატება.
  5. შეიყვანეთ ინფორმაცია შვილის შესახებ და დააჭირეთგაგრძელება. (თუ იცით შვილის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთსაიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით დამატებაანიპოვეთ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით).
  6. მიუთითეთ, ცოცხალია თუ გარდაცვლილი ადამიანი, შემდეგ დააჭირეთგაგრძელება.
  7. შედეგების ძიების დათვალიერება. თუ სწორად იპოვით შვილს, დააჭირეთდამთხვევის დამატება.
  8. თუ ძიების ველში პიროვნებას ვერ ხედავთ, დააჭირეთარ არის დამთხვევა
  9. დაათვალიერეთ თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაცია და დააჭირეთდამატებაანამ პიროვნების დამატება.

ნაბიჯები (ოჯახური ხის სინათლე)

  1. „ოჯახური ხის სინათლე“-ში ყოფნისას გადადით ერთ-ერთი მშობლის პერსონალურ გვერდზე.
  2. დააჭირეთოჯახის დათვალიერება.
  3. მშობლები და შვილები-ს ქვეშ, შესაფერისი მეუღლის ქვეშ, დააჭირეთშვილის დამატება.
    • ამჟამად ოჯახური ხის სინათლე-ს არ აქვს მშობლების გარეშე დედმამიშვილის დამატების ფუნქცია. ამ ფუნქციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
  4. შეიყვანეთ ინფორმაცია შვილის შესახებ და შემდეგ დააჭირეთშემდეგი. (თუ იცით შვილის საიდენტიფიკაციო ნომერი, დააჭირეთსაიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით პოვნა).
  5. შედეგების ძიების დათვალიერება. თუ სწორად იპოვით შვილს, დააჭირეთპიროვნების დამატება.
  6. თუ ძიების ველში პიროვნებას ვერ ხედავთ, დააჭირეთპიროვნების შექმნა.

რჩევები

ტყუპები ან მრავალჯერადი დაბადება

  • დაამატეთ თითოეული როგორც ცალკეული პიროვნება. 
  • არ დაამატოთ სახელს სიტყვა „ტყუპი“. ამის ნაცვლად შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ეს სხვა ინფორმაციაში, ცხოვრების მონახაზში ან შენიშვნების განყოფილებაში ყოველი პიროვნების პირად გვერდზე.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამატებისას განსაკუთრებული თანმიმდევრობით დაამატეთ ისინი, შვილები შეიძლება აისახონ არამიმდევრულად. თუ ორი ადამიანი აჩვენებს იგივე დაბადების თარიღს, სისტემა მათ ანბანის მიხედვით დაალაგებს. თანმიმდევრობის შეცვლა თქვენ არ შეგიძლიათ. 
  • თუ ტყუპები სახელების გარეშე გარდაიცვალნენ, შეიყვანეთ მხოლოდ გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით. იმისთვის, რომ მოგვიანებით თავი აარიდოთ შესაძლო დუბლიკატების შერწყმას, შეგიძლიათ მოიმოქმედოთ შემდეგი:
    • ყოველი პიროვნების ცხოვრების მონახაზში შეიყვანეთ ინფორმაცია, რომელიც ახსნის სიტუაციას.
    • ყოველი პიროვნებისთვის შეიყვანეთ სიტუაციის ასახსნელი შენიშვნა.
    • შეამოწმეთ შესაძლო დუბლიკატები და მონიშნეთ ტყუპები როგორც „არ ემთხვევა“ მკაფიო მიზეზის დართვით. 

არაკანონიერი შვილები

  • შეგიძლიათ დააკავშიროთ ისინი ბიოლოგიურ მშობლებთან ინდივიდუალურად ან როგორც წყვილი.
  • არ დაამატოთ წყვილს არანაირი ქორწინებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დაამატეთ შესაფერისი ინფორმაცია შენიშვნაში ან ცხოვრების მონახაზში.
  • ამჟამად ოჯახური ხე გთავაზობთ ურთიერთობის ხუთ ტიპს მშობლებსა და შვილებს შორის: აყვანილი, ბიოლოგიური, მეურვეობა, დროებით ნაშვილები და ნახევრად ბიოლოგიური. სისტემა ითვალისწინებს ბიოლოგიურ ურთიერთობას. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ურთიერთობის განსხვავებული ტიპი მშობლების მრავალი ჯგუფისთვის.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავამატო მშობელი ოჯახურ ხეზე?
როგორ დავაკონკრეტო ბიოლოგიური, ნაშვილები და დროებით ნაშვილები ურთიერთობები ოჯახურ ხეზე?
როგორ აღვადგინო წაშლილი ურთიერთობა ოჯახურ ხეზე?

moduleTitle