როგორ გავაუქმო შერწყმა ოჯახურ ხეზე?

Share

იმის გამო, რომ FamilySearch ადვილად მოდის თანამშრომლობაზე, ზოგი მომხმარებელი შეცდომით ახდენს პროფილების შერწყმას ორი სხვადასხვა პირისთვის. არასწორი შერწყმა იწვევს მრავალ პრობლემას ოჯახურ ხაზზე. ამის გამოსწორების საუკეთესო გზაა შერწყმის გაუქმება.

თუ FamilySearch-ის ვებგვერდის გამოყენებით აუქმებთ შერწყმას, შეგიძლიათ გამოიყენოთ შერწყმის ანალიზის ხელსაწყო ამ პროფილების შესადარებლად შერწყმამდე და შერწყმის შემდეგ. შერწყმის ანალიზი არ არის ხელმისაწვდომი ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაზე.

შერწმის გაუქმებამდე ეძებეთ მინიშნებები იმაზედ, რომ ორი პროფილი სხვადასვა ადამიანს ეკუთვნის.

  • ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სახელებს. მრავალ ადამიანს აქვს იგივე სახელი, ოჯახის წევრებსაც კი.
  • ეძებეთ განსხვავებები დაბადების, გარდაცვალების და სხვა მოვლენების დეტალებში.
  • შეამოწმეთ განსხვავებები წყაროებში, რომლებიც უაზროდ გეჩვენებათ.
  • შეადარეთ ნათესავების სახელებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეძიეთ მნიშვნელოვან განსხვავებებს ასაკში ან სხვა ინფორმაციაში, რაც უაზროდ გეჩვენებათ.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ზედა მენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე ოჯახური ხე, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ხე.
  2. იპოვეთ ადამიანი, რომლისთვისაც შერწყმის გაუქმება გსურთ.
  3. დააჭირეთ პიროვნების სახელს.
  4. გვერდით ფურცელზე დააწკაპუნეთ პიროვნება.
  5. დააჭირეთდეტალები-ს ველს.
  6. მოძებნეთ ბოლო ცვლილებების უჯრა.
  7. დააჭირეთ აჩვენეთ ყველა.
  8. დაათვალიერეთ ყველაზე მარცხენა სვეტი, რათა იპოვოთ ცვლილება ნიშნით „შერწყმა“. თუ სია გრძელია, დააჭირეთ გაფილტრვა, შემდეგ აირჩიეთ შერწყმა.
  9. დააჭირეთ ღილაკს შერწყმის ანალიზი.
  10. შეადარეთ ინფორმაცია პირველ ორ სვეტში, რათა გადაწყვიტოთ, ეკუთვნის ეს პროფილები ერთსა და იმავე ადამიანს თუ სხვადასხვა პიროვნებებს.
  11. შეხედეთ მარცხენა შორეულ კუთხეს. თუ შერწყმის გაუქმების ღილაკი აქტიურია, ეს ნიშნავს, რომ შერწყმული პროფილი არ შეცვლილა შერწყმის შემდეგ. მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
    1. დააჭირეთ შერწყმის გაუქმება.
    2. გახსნილ პანელზე დაწერეთ მიზეზი, რომლის გამოც აუქმებთ შერწყმას.
    3. საჭიროების შემთხვევაში გააუქმეთ „მონიშნეთ ეს ადამიანები როგორც თანხვედრის გარეშე მყოფნი“. უმეტეს შემთხვევაში ეს ფუნქცია უნდა გქონდეთ ჩართული, რათა შეცდომით ისევ არ მოახდინოთ შერწყმა.
    4. დააჭირეთ წარდგენა.
  12. თუ შერწყმის გაუქმების ღილაკი არ არის აქტიური, ეს ნიშნავს, რომ შერწყმული პროფილი შეცვლილა შერწყმის შემდეგ. მიჰყევით ამ ნაბიჯებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ყოველ პროფილს თან ერთვის სწორი ინფორმაცია:
    1. დააწკაპუნეთ პიროვნების სახელზე პირველ სვეტში, რომელიც მონიშნულია როგორც „შერწყმამდე წაშლილი პიროვნება“.
    2. დააჭირეთ პიროვნება.
    3. დააჭირეთ ღილაკს პიროვნების აღდგენა.
    4. შეიყვანეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება.
    5. დააჭირეთ აღდგენა.
    6. გადახედეთ ორივე ჩანაწერს. დარწმუნდით, რომ ორივეს სწორი ინფორმაცია უფიქსირდება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ერთი ჩანაწერიდან ინფორმაციის წაშლა და მეორეში დამატება.

    ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

    1. გადადით შერწყმულ პიროვნებაზე.
    2. მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ3 წერტილს
    3. Android: დააჭირეთ ბოლო ცვლილებები. Apple iOS: დააჭირეთმეტი, შემდეგ ბოლო ცვლილებები.
    4. ეძებეთ მწვანე ფერით გაფერადებულ ცვლილებას (iOS)-ზე და ლურჯით - Android-ზე. ცვლილების ზედა ნაწილში შენიშნეთ სიტყვა „შერწყმა“.
    5. დააჭირეთშერწყმის გაუქმება. თუ შერწყმის გაუქმება არ შეგიძლიათ, ვერ იხილავთ შერწყმის გაუქმების ღილაკს.
    6. ახსენით, რატომ და დააჭირეთშერწყმის გაუქმება.
    7. უჯრა ახლა ყავისფერია და აჩვენებს „შერწყმის გაუქმება“. აღდგენილი ჩანაწერის ინფორმაციის დასათვალიერებლად დააჭირეთ სახელზე აღდგენილი პიროვნების ქვეშ.

    ნაბიჯები (ოჯახური ხე - მარტივი)

    ამჟამად, „ოჯახური ხე - მარტივი“ არ გაძლევთ არასწორი შერწყმის გამოსწორების საშუალებას.

    მსგავსი შინაარსის სტატიები

    როგორ ვაჩვენო, რომ დუბლიკატები ოჯახურ ხეზე არ ემთხვევა?
    როგორ გამოვასწორო შერწყმა, რომელსაც ოჯახურ ხეზე მრავალი ადამიანისგან აქვს ინფორმაცია?

    moduleTitle