როგორ მოვითხოვო წეს-ჩვეულებები წინაპრისთვის, რომელიც დაიბადა ბოლო 110 წლის განმავლობაში?

Share

თქვენი წინაპრებისთვის წეს-ჩვეულებების დაჯავშნისას შესაძლოა იხილოთ გზავნილი „საჭიროა ნებართვა“. ეს გზავნილი ნიშნავს, რომ წინაპარი დაიბადა ბოლო 110 წლის განმავლობაში. მისთვის სატაძრო სამუშაოს ჩასატარებლად, მისი სახელის დაჯავშნამდე, საჭიროა ცოცხალი ახლო ნათესავისგან ნებართვის მიღება. სიტყვიერი თანხმობა დასაშვებია.

ცოცხალი ახლო ნათესავი შეიძლება იყოს მეუღლე, რომელთანაც გაშორებული არ არის, ზრდასრული შვილი, მშობელი ან და-ძმა.

FamilySearch-ი ამუშავებს არაბიოლოგიური ურთიერთობების მოთხოვნებს თითოეული შემთხვევის მიხედვით.

თუ არ არსებობს ცოცხალი ახლო ნათესავი ნებართვის გასაცემად, თქვენ მაინც შეგიძლიათ, მოითხოვოთ ნებართვა წეს-ჩვეულებების შესასრულებლად. გთხოვთ, წარადგინოთ მტკიცებულება, რომ ცოცხალი ახლო ნათესავი არ არსებობს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ეკლესიის ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 28.1.

შვილიშვილებს შეუძლიათ, მოითხოვონ წეს-ჩვეულებები გარდაცვლილი პაპა-ბებიებისთვის. შვილიშვილებს მაინც სჭირდებათ ნებართვა ცოცხალი ახლო ნათესავისგან. შვილიშვილები არ ავსებენ ნებართვის ფორმას.

დაწყებამდე

  • ნებართვის მოთხოვნისთვის დაგჭირდებათ ცოცხალი ახლო ნათესავის ელფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელმაც მოგცათ ნებართვა. 
  • დარწმუნდით, რომ ადამიანი, რომელმაც მოგცათ ნებართვა, ჩანს ოჯახურ ხეზე, როგორც გარდაცვლილი პიროვნების ცოცხალი ახლო ნათესავი.
  • თუ ახლო ნათესავები არ არიან ცოცხლები დარწმუნდით, რომ ოჯახური ხე მოიცავს მათი გარდაცვალების ინფორმაციას. მტკიცებულების სახით მიამაგრეთ წყაროები. 

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ოჯახურ ხეზე, FamilySearch.org ვებგვერდზე, გადადით იმ ნათესავის პერსონალურ გვერდზე, რომლის წეს-ჩვეულებების მოთხოვნაც გსურთ. 
  2. პერსონალურ გვერდზე, ნათესავის სახელის ქვემოთ, გამოჩნდება ველები. დააჭირეთ წეს-ჩვეულებები.
  3. დააჭირეთ მოთხოვნა (საჭიროა ნებართვა).
  4. „ნებართვა საჭიროა“-ს უჯრაში დააჭირეთ მაქვს ნებართვა.
  5. გაეცით პასუხი კითხვაზე: „მეუღლე ჯერ კიდევ ცოცხალია“?
  6. შეავსეთ საჭირო ინფორმაცია და დააჭირეთ წარდგენა.
  7. შეტყობინება გაცნობებთ, რომ თქვენ წარადგინეთ მოთხოვნა. 

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გადადით იმ ნათესავის პერსონალურ გვერდზე, რომლის წეს-ჩვეულებების მოთხოვნაც გსურთ. 
  2. სახელის ბანერის ქვემოთ დააჭირეთ წეს-ჩვეულებები.
  3. დააჭირეთმოითხოვეთ ნებართვა
  4. პოლიტიკის განცხადების ქვემოთ შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. 
  5. შეიყვანეთ თქვენი ურთიერთობა ამ პიროვნებასთან, მოთხოვნის მიზეზთან ერთად. 
  6. შეიყვანეთ პიროვნების სახელი, რომელმაც ნებართვა მოგცათ. 
  7. დაადგინეთ ურთიერთობა ნებართვის მომცემი პიროვნებისა და გარდაცვლილ ნათესავს შორის. 
  8. შეიყვანეთ ნებართვის მომცემი პიროვნების საკონტაქტო ნომერი. 
  9. ეკრანის ზედა ნაწილში, მარჯვენა კუთხეში, დააჭირეთ წარდგენა

ნაბიჯები (ოჯახური ხე - მარტივი)

„ოჯახური ხე - მარტივი“-ში ნებართვის მოთხოვნა შეუძლებელია.

დასრულების შემდეგ

თქვენ მიიღებთ ელ.წერილს თქვენი მოთხოვნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. FamilySearch-ის დახმარების გუნდი მუშაობს, რათა დროულად გიპასუხოთ. ამ ელ.წერილის მოლოდინისას აუცილებლად შეამოწმეთ სპამ წერილების საქაღალდე.

  • FamilySearch-მა დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნა. სისტემა ავტომატურად ამატებს ოჯახურ სახელს თქვენი ოჯახური სახელების სიაში. იქიდან თქვენ შეძლებთ ოჯახური სახელის ბარათის ამობეჭდვას. თუ სახელი არ გამოჩნდა თქვენი ოჯახური სახელების სიაში, უპასუხეთ დადასტურების ელ.წერილს.
  • თქვენი მოთხოვნა საჭიროებს მეტ ინფორმაციას. გთხოვთ, უპასუხოთ და გადასცეთ ეს ინფორმაცია
  • FamilySearch უარს ამბობს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის პროცესის გამეორება შეუძლებელია. ამის ნაცვლად შეგიძლიათ უპასუხოთ მიღებულ ელ. წერილზე.

მსგავსი შინაარსის სტატიები

ვერ ვპოულობ ცოცხალ ახლო ნათესავებს წეს-ჩვეულებებისთვის ნებართვის მისაღებად
სატაძრო წეს-ჩვეულებების შესრულებისთვის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავის ნებართვა მჭირდება?
შემიძლია, მოვითხოვო ჩანაცვლებითი სატაძრო წეს-ჩვეულებები მეგობრისთვის?
პირები, ვისთვისაც შემიძლია სატაძრო წეს-ჩვეულებების მოთხოვნა
სატაძრო სამუშაოს შესრულება იმ ხალხისთვის, ვინც არ არიან ჩემი ნათესავები

moduleTitle