
როდესაც გაქვთ შეკითხვები და გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ იმ დეტალების შესახებ, რომელთაც ხედავთ წყაროს დამაკავშირებელში, სცადეთ, გახსნათ ეს ჩანაწერი ან წყაროს გამოსახულება. თუ ეს შესაძლებელია, რომელიმე რესურსის ბმული გამოჩნდება პირდაპირ წყაროს დამაკავშირებლის მარცხენა სვეტის ზემოთ.
ჩანაწერის ნახვა
ჩანაწერი არის ციფრული ტრანსკრიფცია იმ ინფორმაციისა, რომელიც მოცემულია წყაროში. ეს არის წყარო, რომელიც წაიკითხა მოხალისემ ან კომპიუტერმა.
- ჩანაწერის ნახვის პრივილეგია ისაა, რომ ინფორმაცია ნათელია და მისი წაკითხვა მარტივია.
- თუმცა, თუ ტრანსკრიფციაში შეცდომაა, თქვენ ვერ შეძლებთ ამ შეცდომის იდენტიფიცირებას მხოლოდ ჩანაწერის ნახვით.
გამოსახულების ნახვა
გამოსახულება არის რეალური წყაროს სურათი. ის მოიცავს ყველაფერს, რაც დაიწერა, აიკრიფა ან დაიბეჭდა წყაროზე. უმეტეს შემთხვევაში, ის ჩანაწერზე უფრო სრული რესურსია.
სად მოვძებნოთ

ჩანაწერის ან გამოსახულების სანახავად გადადით წყაროს დამაკავშირებლის მარცხენა სვეტის ზედა ნაწილში და დააჭირეთ ჩანაწერის ნახვა ან გამოსახულების ნახვა.
- ეკრანის მარჯვენა მხარეს გაიხსნება სანახავი პანელი, სადაც შეგიძლიათ შეისწავლოთ რესურსი წყაროს დამაკავშირებელში ადგილის დაკარგვის გარეშე.
- თუ ვერ ხედავთ ბმულს გამოსახულების სანახავად, შესაძლოა, FamilySearch ამჟამად არ ფლობს ციფრული გამოსახულების გაზიარების უფლებებს.