როგორ გავაკეთო ვებგვერდის ბოროტად გამოყენების, სპამის, ფიშინგის, შეუსაბამო მოგონებების ან სხვა შინაარსის შესახებ განცხადება?

Share

როგორ გავაკეთოთ განცხადება ვებგვერდის ბოროტად გამოყენების ან შეუსაბამო შინაარსის შესახებ, რომელსაც ვუპირისპირდებით FamilySearch-ზე ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთების ფუნქციით.

თუ ვინმე გიგზავნით არასასურველ გზავნილს, შეგიძლიათ, დაადუმოთ ეს ადამიანი. ამის შემდეგ, ამ ადამიანების გზავნილები თქვენთვის აღარ იქნება ხილვადი. დეტალებისთვის იხილეთ ინფორმაცია მსგავსი შინაარსის სტატიებში.

რა ითვლება ბოროტად გამოყენებად?

ამ შემთხვევაში ბოროტად გამოყენებად განისაზღვრება, ნებისმიერი მასალა, რომელიც შენახულია FamilySearch-ზე და შეიძლება, ჩაითვალოს შეურაცხმყოფლად ან შეუსაბამოდ, მაგ.: 

  • შეურაცხმყოფელი ენა ან შინაარსი
  • ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ან უხერხულობა შეუქმნას ცოცხალ ნათესავებს.
  • ბმულები გარე ვებგვერდებზე შეუსაბამო შინაარსით
  • შუამდგომლობა ბიზნესისთვის ან კვლევითი მომსახურებისთვის
  • შევიწროება
  • პოლიტიკური განცხადება
  • საავტორო უფლებების დარღვევა

FamilySearch-ის ბოროტად გამოყენება ასევე გულისხმობს პატრიარქის კურთხევების ან ტაძრის ოფიციალური ჩანაწერების განთავსებას რომელიმე ამ ადგილას:

  • დისკუსიები
  • შენიშვნები
  • მოგონებები
  • ცხოვრების მოკლე ისტორია

რა არ ითვლება ბოროტად გამოყენებად?

შეცდომები ან ცვლილებები ჩანაწერებში არ განიხილება ბოროტად გამოყენებად. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები ჩანაწერებში უნებლიე ან პოტენციურად მავნე შეცდომებთან დაკავშირებით, რომელთა მოგვარებაც არ შეგიძლიათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ FamilySearch-ის მხარდაჭერას.

ჩვენი პოლიტიკა განსაზღვრულია FamilySearch-ის უფლებებისა და გამოყენების ინფორმაციაში, რომელიც გვხვდება FamilySearch-ის გვერდების უმრავლესობის ბოლოში.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. გადადით FamilySearch-ის ისეთ ადგილას, სადაც შეძლებთ ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთებას:
    1. ხელსაწყოები: ადამიანის გვერდზე ხელსაწყოების ქვეშ მონახეთ ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთების ბმული.
      1. - ადამიანის გვერდზე, აირჩიეთ ჩანართი დეტალები.
      2. - მარჯვენა სვეტში, ეკრანს ჩამოჰყევით დაბლა ხელსაწყოების სექციაში.
      3. - ხელსაწყოების სექციაში, დააწკაპუნეთ ღილაკზე ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთება.
    2. მოგონების დამთვალიერებელი: მოგონების დამთვალიერებელში, ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ 3 წერტილზე და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთება.
    3. ჩეთი: დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე ჩეთის გვერდით და შემდეგ დააწკაპუნეთ ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთებაზე.
  2. შეავსეთ საჭირო ინფორმაცია და დააწკაპუნეთ წარდგენაზე. ყველა განცხადება კონფიდენციალურია.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

თქვენ შეგიძლიათ განცხადების გაკეთება შეურაცხმყოფელი შეტყობინების შესახებ, რომელიც მიიღეთ FamilySearch-ის ჩეთში.

  1. გახსენით ოჯახური ხის აპლიკაცია თქვენს ტელეფონში.
  2. თითით შეეხეთ მენიუს ხატულას.
    • Apple iOS-ის მოწყობილობაზე შეეხეთ 3 პარალელურ ხაზს ქვედა მარჯვენა კუთხეში.
    • Android-ის მოწყობილობაზე შეეხეთ 3 პარალელურ ხაზს ზედა მარცხენა კუთხეში.
  3. თითით შეეხეთ ღილაკს ჩეთი.
  4. შეეხეთ ჩეთს, რომლის შესახებაც გსურთ განცხადების გაკეთება.
  5. ჩეთის ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში, შეეხეთ 3 ვერტიკალურ წერტილსდა შემდეგ შეეხეთ ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთებას.
  6. შეარჩიეთ ვებგვერდის ბოროტად გამოყენების ტიპი.
  7. „განცხადების გაკეთების“ სექციაში, გთხოვთ, ახსნათ პრობლემა.
  8. შეიყვანეთ თქვენი იმეილი ან ტელეფონის ნომერი. ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა შეავსოთ, რათა გაგზავნოთ განცხადება.
  9. შეეხეთ ღილაკს გაგზავნა.

ნაბიჯები (Family Tree Lite)

Family Tree Lite არ არის აღჭურვილი ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთების ღილაკებით. თუმცა, შეგიძლიათ, ნებისმიერი გვერდის ბოლოში ჩასვლა და ღილაკზე უკუკავშირი და მხარდაჭერა დაწკაპუნებით ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადების გაკეთება.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავადუმო, დავმალო ან დავბლოკო ადამიანი, რათა ვეღარ შეძლოს ჩეთში ჩემთან საუბარი?
რა წესებია დისკუსიებისა და ჩეთისთვის?

moduleTitle