„აუცილებელი საქმეების“ სია დიდებული რესურსია, კვლევის მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად ან იდეების ან კითხვების ჩასანიშნად, რომლებზეც თქვენ ისურვებდით პასუხის მიღებას კონკრეტულ წინაპრებთან დაკავშირებით.
როგორ მუშაობს ეს:
„აუცილებელი საქმეების“ ფუნქციის მოსანახად:
FamilySearch.org-ის ვებგვერდზე შესვლის შემდეგ „აუცილებელი საქმეების“ სიას ნახავთ ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.
„აუცილებელი საქმეების“ დასამატებლად:
1. აარჩიეთ + დაამატეთ ელემენტი… „აუცილებელი საქმეების“ სიის ზემოთ განთავსებულ ველში.
2. შეიყვანეთ თქვენი აუცილებელი საქმე, რომლის დამატებაც გსურთ.
3. შეეხეთ ან დააწკაპუნეთ მონიშვნაზე, რათა შეინახოთ.
შენიშვნა: სიმბოლოების ლიმიტი არის 1000 სიმბოლო, ენის გათვალისწინებით.
რათა დაარედაქტიროთ ან წაშალოთ აუცილებელი საქმე:
1. მოძებნეთ აუცილებელი საქმე, რომლის რედაქტირებაც ან წაშლაც გსურთ.
2. აუცილებელი საქმის მარჯვენა მხარეს, შეეხეთ ან დააწკაპუნეთ 3 წერტილზე.
3. შეეხეთ ან დააწკაპუნეთ ღილაკზე რედაქტირება , რათა შეიტანოთ ცვლილება აუცილებელ საქმეში ან წაშალოთ , რათა ამოიღოთ ის სიიდან.
შესრულებული ელემენტები
როდესაც მონიშნავთ აუცილებელ საქმეს, ის გამოჩნდება შესრულებული ელემენტების სიაში. შესრულებული ელემენტები შეიძლება წაიშალოს ღილაკზე ნაგვის ურნა შეხებით ან დაწკაპუნებით.
ბმულები აუცილებელ საქმეებში
აუცილებელი საქმეების სიაში შეგიძლიათ ჩაამატოთ ვებგვერდების ან ოჯახური ხიდან ადამიანების ბმულები. ეს ბმულები შეიძლება ფუნქციონირებდეს, როგორც სწრაფი წვდომა, რათა სწრაფად გადახვიდეთ იმ ადგილზე, რომელზე მუშაობაც გსურთ.
შენიშვნები: ეს მითითებები არის „აუცილებელი საქმეების“ სიისთვის ახალ მთავარ გვერდზე (დარწმუნდით, რომ ღილაკი „სცადეთ მთავარი გვერდის ახალი ფუნქციების“ გვერდით, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში, არის მარჯვენა მხარეს ან ჩართულია). „აუცილებელი საქმეების“ სიის ვარიანტი არ არის ხელმისაწვდომი მობილური აპლიკაციიდან, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ FamilySearch.org-ის ვებგვერდზე.