ოჯახურ ხეზე წარდგენილ რამდენიმე ადამიანზე წყაროს მიმაგრება

Share
attach to multiple ppl Top Image.png

ისტორიული ჩანაწერები ხშირად მოიცავს ოჯახის სხვა წევრების სახელებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყაროს დამაკავშირებელი იარაღი, რათა მიამაგროთ წყარო ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელიც უკვე არსებობს ოჯახურ ხეზე. თუ ადამიანი ჯერ არ არის ოჯახურ ხეზე, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ იგი და შემდეგ მიამაგროთ მას წყარო.

ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  1. დაათვალიერეთ წყაროს დამაკავშირებელი იარაღის მარცხენა სვეტი და მოძებნეთ ოჯახის სხვა წევრების სახელები.
  2. როდესაც ნახავთ ოჯახის სხვა წევრის სახელს დააკვირდით, არის თუ არა შესაბამისი სახელი მარჯვენა სვეტში. (მინიშნება: თუ შესაბამისი სახელები არის სხვა ველებში, შეგიძლიათ მაუსის მეშვეობით წაიღოთ და დაალაგოთ ისინი ერთმანეთის გასწვრივ.)
  3. დააწკაპუნეთ იასამნისფერ შედარების ღილაკზე.
  4. დაათვალიერეთ ინფორმაცია და განსაზღვრეთ, აღწერს თუ არა წყაროს დამაკავშირებელი იარაღის ორივე მხარე ერთსა და იმავე ადამიანს.
  5. თუ პასუხი დადებითია, შეიყვანეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება, რომელიც ახსნის, თუ როგორ მიხვედით თქვენს დასკვნამდე და დააწკაპუნეთ ღილაკზე მიმაგრება.

შენიშვნა: თუ წყაროში რაიმე არის ახალი ან არ არის შეტანილი ოჯახური ხის სქემაში, თქვენ ჯერ უნდა დააწკაპუნოთ ღლაკზე დამატება , რათა დაამატოთ შესაბამისი დეტალი მარჯვენა სვეტში და შემდეგ დააწკაპუნოთ ღილაკზე მიმაგრება.

moduleTitle