
წყაროს დამაკავშირებლის მარჯვენა სვეტის დეტალები მოდის ოჯახური ხიდან. თუ პირის სახელის გვერდით შედარების იასამნისფერ ღილაკს ხედავთ, შეგიძლიათ შეცვალოთ ზოგიერთი დეტალი. ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
- დააჭირეთ იასამნისფერ შედარების ღილაკს იმ პიროვნების სახელის გვერდით, რომლის ოჯახური ხის დეტალების რედაქტირებაც გსურთ.
- დეტალების გაფართოებით, მოძებნეთ იასამნისფერი იარლიყი, რომელზეც წერია „განსხვავებული“. ეს იარლიყი ჩნდება, როდესაც დეტალი წყაროდან (მარცხენა სვეტი) განსხვავდება იმ დეტალისგან, რომელსაც ამჟამად შეიცავს ოჯახური ხე.
- დააჭირეთ იასამნისფერი იარლიყის გვერდზე მოცემულ ფანქრის ხატურას .
- გამოჩნდება უჯრა ოჯახურ ხეზე მოცემული ინფორმაციით. იპოვეთ შესაცვლელი დეტალი და განაახლეთ.
- დააჭირეთ ღილაკს შენახვა.

თუ დეტალს, რომლის რედაქტირებაც გსურთ, არ ახლავს ფანქრის ხატურა, განახლების გასაკეთებლად თქვენ უნდა გადახვიდეთ წინაპრის გვერდზე.
- წყაროს დამაკავშირებლის მარჯვენა სვეტში დააწკაპუნეთ იმ პიროვნების სახელზე, რომლის ოჯახური ხის ინფორმაციის რედაქტირებაც გსურთ.
- შეხედეთ პიროვნების პანელს, რომელიც გამოჩნდება ეკრანის მარჯვენა მხარეს და დააჭირეთ პიროვნების ნახვაზე.
- ჩამოდით დეტალების ჩანართზე, სანამ არ დაინახავთ დეტალს, რომლის რედაქტირებაც გსურთ და დააჭირეთ ფანქრის ხატურაზე.