ერთსქესოვანი ურთიერთობები FamilySearch-ში: ხშირად დასმული შეკითხვები

FamilySearch არის მსოფლიოში გენეალოგიური მონაცემების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო, საეკლესიო და სხვა წყაროებიდან, რომლებიც უნდა შეფასდეს მათი გენეალოგიური ღირებულებით თითოეული მკვლევარის მიერ. FamilySearch ოჯახური ხე ახლა აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, დააფიქსირონ ერთსქესიანი ოჯახური ურთიერთობები.   

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დოქტრინის შესაბამისად, ტაძარში მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანთა შორის ქორწინება შეიძლება აღინიშნოს ანუ ჩაიბეჭდოს.

კითხვა-პასუხის განახლება ურთიერთობებისთვის FamilySearch-ის ოჯახურ ხეზე

1. რატომ აკეთებს ამას FamilySearch?

FamilySearch ოჯახური ხე შექმნილია, რათა ორიგინალი წყაროს ჩანაწერებზე დაყრდნობით ხელი შეუწყოს გენეალოგიურ სიზუსტეს. ოჯახური ხე ახლა აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, დააფიქსირონ ყველა სახის ოჯახური ურთიერთობები, მათ შორის ერთსქესოვანი ოჯახური ქორწინება და ერთსქესოვანთა მიერ შვილად აყვანა. 

2. ეს ეკლესიის დოქტრინის შეცვლაა?

არა. FamilySearch ეძიებს, ციფრულად შეინახოს და უზრუნველყოს წვდომა გენეალოგიურ და ისტორიულ ჩანაწერებზე და ამ ძალისხმევის ნაწილია ოჯახის ზუსტი დოკუმენტირება. ეკლესია აღნიშნავს ანუ ჩაბეჭდავს ქორწინებებს მხოლოდ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებს შორის. 

3. შეუძლიათ იმავე სქესის მქონე წყვილებს ჩაბეჭდვა?

არა. ეკლესიის დოქტრინის თანახმად იმავე სქესის მქონე წყვილები არ ჩაიბეჭდებიან, თუნდაც კანონიერად დაქორწინებულები იყვნენ. გარდაცვლილი პირი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სქესის მქონე პირთან ანუ ვინც იყო ერთსქესოვანი ურთიერთობის ქორწინების ნაწილი, შეძლებს ყველა სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების შესრულებას, რაზედაც მას უფლება აქვს. 

4. შეუძლიათ იმავე სქესის მქონე წყვილების შვილებს მათთან ჩაბეჭდვა?

არა. ეკლესიის დოქტრინის თანახმად, შვილები არ ჩაიბეჭდებიან იმავე სქესის მქონე წყვილებთან, თუნდაც ისინი კანონიერად დაქორწინებულები იყვნენ. 

5. FamilySearch პირველი გენეალოგიური საიტია, რომელიც ნებას რთავს ერთსქესოვანი ურთიერთობის ჩაწერას?

არა. FamilySearch არ არის პირველი გენეალოგიური საიტი, რომელიც ნებას რთავს ერთსქესოვანი ურთიერთობის ჩაწერას.  

6. რა ცვლილებებს ვიხილავ ოჯახურ ხეზე?

მეუღლის ან მშობლის დამატებისას მომხმარებელს ახლა შეეძლება იმავე სქესის მქონე მეუღლის ან მშობლის დამატება  

7. რისი დამატება იყო საჭირო ფუნქციონალობისთვის?

საოჯახო ხესთან დაკავშირებული რამდენიმე სისტემა, როგორიცაა ხე და ჩანაწერების ძიება, მნიშვნელოვნად უნდა შეცვლილიყო იმისთვის, რომ ერთსქესოვანი ურთიერთობების დოკუმენტირება გამხდარიყო შესაძლებელი, სანამ ოჯახური ხე შეძლებდა ამ ფუნქციის ამუშავებას.  

8. ოჯახური ხის აპლიკაციაში მუშაობს ეს ფუნქცია?

დიახ. ამუშავდება მობილურ აპლიკაციაში მას შემდეგ, რაც მომხმარებელი დააყენებს შესაფერის განახლებებს. 

9. შემიძლია მოგონებების წარდგენა (ფოტოები, ისტორიები, დოკუმენტები) სადაც ერთსქესოვან ურთიერთობებს ეხება საქმე?

მოგონებების წარდგენის სტანდარტი (ფოტოები, ისტორიები, დოკუმენტები) იგივეა ყველა მომხმარებლისთვის. გადადითFamilySearch ატვირთვის მითითბები და პოლიტიკა.

მსგავსი მასალები

FamilySearch ოჯახური ხე ამატებს ყველა ოჯახური ურთიერტობის დოკუმენტირების საშუალებას (FamilySearch სიახლეები)
როგორ დავამატო მეუღლე ან პარტნიორი ოჯახურ ხეზე?
როგორ დავამატო მშობელი ოჯახურ ხეზე?

moduleTitle