ოჯახურ ხეში წყვილის ურთიერთობები აკავშირებს ადამიანებს, რომლებიც შეუღლებული იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ, ჰყავდათ საერთო შვილები ან თავს წყვილად მიიჩნევდნენ.
ქორწინების მოვლენები ეკრანზე გამოისახება წყვილის კავშირებთან ერთად. მოვლენები დეტალურად აღწერს წყვილის კავშირის შექმნას ან დასრულებას. შეგიძლიათ, დაამატოთ, დაარედაქტიროთ და წაშალოთ ქორწინებასთან დაკავშირებული მოვლენების 5 ტიპი ოჯახურ ხეში:
- ქორწინება
- განქორწინება
- გაუქმება
- სამოქალაქო ქორწინება
- ერთად ცხოვრება
წყვილთან შეიძლება, ასოცირებული იყოს ერთზე მეტი ქორწინების მოვლენა. თქვენ შეგიძლიათ, წაშალოთ მოვლენის დუბლიკატები.
ქორწინების მოვლენები გავლენას ახდენს, თუ როგორო გამოისახება ინფორმაცია ოჯახურ ხეში.
- როდესაც ადამიანს ერთ მეუღლეზე მეტი ჰყავს, მეუღლეები აისახებიან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ქორწინების მოვლენების მიხედვით.
- უახლესი თარიღი ნაჩვენებია ადამიანის გვერდზე წყვილის კვადრატში.
ქორწინების ხილვადი ინფორმაციის მოცულობა ოჯახურ ხეში დამოკიდებულია ხის ხედზე.
ნაბიჯები (ვებგვერდი)
- შედით FamilySearch-ზე და დააწკაპუნეთ ღილაკზე ოჯახური ხე. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ხე.
- იპოვეთ ადამიანი ხეში.
- დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე. დეტალების ჩანართში, რომელიც გამოჩნდება ეკრანზე, კვლავ დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე.
- დააწკაპუნეთ დეტალების ჩანართზე.
- ეკრანს ჩამოჰყევით ოჯახის წევრების განყოფილებაში.
- დააწკაპუნეთ ფანქრის ხატულაზე ქორწინების მოვლენის გვერდით ამ წყვილისთვის.
- დაამატეთ ქორწინების მოვლენა:
- დააწკაპუნეთ ღილაკზე მოვლენის დამატება.
- დააწკაპუნეთ ქვემოთ მიმართულ ისარზედა დააწკაპუნეთ მოვლენის ტიპზე.
- შეიყვანეთ თარიღი და ადგილი.
- აგვიხსენით, საიდან იცით, რომ მოვლენის შესახებ ინფორმაცია სწორია?
- დააწკაპუნეთ შენახვაზე.
- შეცვალეთ არსებული ქორწინების მოვლენა:
- დააწკაპუნეთ ფანქრის ხატულაზე ამ წყვილისთვის.
- იპოვეთ არსებული მოვლენა და დააწკაპუნეთ ფანქრის ხატულაზე.
- შეიტანეთ ცვლილებები.
- აგვიხსენით, საიდან იცით, რომ თქვენ მიერ შეტანილი ეს ცვლილება სწორია?
- დააწკაპუნეთ შენახვაზე.
- წაშალეთ ქორწინების მოვლენა:
- დააწკაპუნეთ ფანქრის ხატულაზე ამ წყვილისთვის.
- იპოვეთ არსებული მოვლენა და დააწკაპუნეთ ფანქრის ხატულაზე.
- რედაქტირების გვერდის ქვედა მარცხენა მხარეს დააწკაპუნეთ ღილაკზე მოვლენის წაშლა.
- შეიყვანეთ მოვლენის წაშლის მიზეზი.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე წაშლა.
ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)
- ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში გადადით კერძოდ ამ ადამიანის ან მეუღლის ადამიანის გვერდზე.
- შეეხეთ ღილაკს მეუღლეები.
- შეეხეთ ფანქრის ხატულას ქორწინების შესახებ ინფორმაციის შეყვანის ველის გვერდით.
- დაამატეთ ქორწინების მოვლენა:
- შეეხეთ მოვლენის დამატებას.
- შეეხეთ ქვემოთ მიმართულ ისარს და შეეხეთ მოვლენის ტიპს.
- შეიყვანეთ თარიღი და ადგილი.
- შეეხეთ გაგრძელებას.
- აგვიხსენით, საიდან იცით, რომ მოვლენის შესახებ ინფორმაცია სწორია?
- შეეხეთ შენახვას.
- დაარედაქტირეთ არსებული ქორწინების მოვლენა:
- შეეხეთ ფანქრის ხატულას კონკრეტული ქორწინების მოვლენისა, რომლის შეცვლაც გსურთ.
- შეეხეთ რედაქტირებას.
- შეგიძლიათ, დაარედაქტიროთ მოვლენის ტიპი, თარიღი და ადგილი.
- ახსენით, რატომ არის ინფორმაცია სწორი.
- შეეხეთ შენახვას.
- წაშალეთ ქორწინების მოვლენა:
- შეეხეთ ფანქრის ხატულას კონკრეტული ქორწინების მოვლენის წასაშლელად.
- შეეხეთ ღილაკს ქორწინების მოვლენის წაშლა.
- შეიყვანეთ მოვლენის წაშლის მიზეზი.
- შეეხეთ წაშლას.
ნაბიჯები (Family Tree Lite)
Family Tree Lite-ში შეგიძლიათ, დაამატოთ ქორწინების მოვლენასთან დაკავშირებული 4 ტიპი: ქორწინება, განქორწინება, სამოქალაქო ქორწინება და გაუქმება. Family Tree Lite-ში მოვლენა „ერთად ცხოვრობა“ ხელმიუწვდომელია. ერთად ცხოვრების მოვლენის დასამატებლად გამოიყენეთ ოჯახური ხის ვებ-ვერსია ან ოჯახური ხის მობილური აპლიკაცია.
- შედით Family Tree Lite-ში.
- გადადით კონკრეტული ადამიანის ან მეუღლის ადამიანის გვერდზე.
- შეეხეთ ფანქრის ხატულას წყვილის ქორწინების ინფორმაციისთვის.
- დაამატეთ ქორწინების მოვლენა:
- ქორწინების მოვლენის სექციაში შეეხეთ მოვლენის დამატებას.
- შეეხეთ ქვემოთ მიმართულ ისარს და შეეხეთ წყვილის მოვლენის ტიპს.
- შეიყვანეთ თარიღი და ადგილი.
- აგვიხსენით, საიდან იცით, რომ მოვლენის შესახებ ინფორმაცია სწორია?
- შეეხეთ შენახვას.
- დაარედაქტირეთ არსებული ქორწინების მოვლენა:
- შეეხეთ მოვლენას.
- შეეხეთ რედაქტირებას
- შეგიძლიათ, დაარედაქტიროთ მოვლენის ტიპი, თარიღი და ადგილი.
- აგვიხსენით, საიდან იცით, რომ მოვლენის შესახებ ინფორმაცია სწორია?
- შეეხეთ შენახვას.
- წაშალეთ ქორწინების მოვლენა:
- შეეხეთ ქორწინების მოვლენას, რომლის წაშლაც გსურთ.
- შეეხეთ წაშლას.
- ახსენით ამ მოვლენის წაშლის მიზეზი.
- შეეხეთ წაშლას.
ტექნიკური პრობლემები
- თუ არ შეგიძლიათ ქორწინების თარიღის შეყვანა, ეს შეიძლება, იყოს იმიტომ, რომ ერთ-ერთი მეუღლე არ არის ოჯახურ ხეში. ორივე მეუღლე უნდა გამოჩნდეს ოჯახურ ხეში თქვენ მიერ მათი ქორწინების შესახებ ინფორმაციის შეყვანამდე. შეგიძლიათ, იპოვოთ და მიამაგროთ მეუღლე ან შექმნათ ჩანაწერი.
- თქვენ ხედავთ შეცდომას: „შენახვა ვერ მოხერხდა. ეს ინფორმაცია უკვე არსებობს“. ოჯახური ხე გრთავთ ნებას, მხოლოდ ერთი მოვლენა თარიღისა და ადგილის კომბინაციას დაუკავშიროთ. თუ ერთი ვერსია არსებობს, დამთხვევის მიზნით ვერ დაამატებთ მეორეს. ამის ნაცვლად წაშალეთ შეცდომით შეყვანილი მოვლენა.
მსგავსი შინაარსის სტატიები
ოჯახურ ხეში როგორ დავამატო მეუღლეები თანმიმდევრობით მათი ქორწინების თარიღის მიხედვით?
ადამიანს ოჯახურ ხეში არასწორად ჰყავს მითითებული მეუღლე
როგორ აღვადგინო წაშლილი კავშირი ოჯახურ ხეში?
როგორ ვაჩვენო, რომ ადამიანს ოჯახური ხიდან არ ჰყავდა შვილები ან არასოდეს ჰქონია პარტნიორული ურთიერთობა?
როგორ ვაჩვენო, რომ წყვილს ოჯახური ხიდან არასოდეს ჰყოლია შვილები?