როგორ განვახორციელო დუბლიკატების შერწყმა ოჯახურ ხეზე საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით?

Share

ოჯახურ ხეზე, შესაძლო დუბლიკატების ფუნქციამ შეიძლება არ ჩამოთვალოს ადამიანის ყველა დუბლიკატი ჩანაწერი. თუ იცით დუბლიკატის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ჩანაწერების შერწყმის მიზნით. 

დაწყებამდე

მოიპოვეთ იმ ჩანაწერის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შერწყმაც გსურთ. ორივე ჩანაწერი უნდა იყოს ერთ ხეზე, თუ აპირებთ მათ გადატანას, მაგალითად, ორივე საჯარო ხეზე, ორივე პირად ხეზე ან ორივე ერთსა და იმავე ოჯახური ჯგუფის ხეზე.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ზედა მენიუში დააწკაპუნეთ ღილაკზე ოჯახური ხე, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ხე.
  2. საჭიროების შემთხვევაში, გადაინაცვლეთ ხეზე რომელზეც დუბლიკატებია.
  3. იპოვეთ ადამიანი, რომლის შერწყმაც გსურთ.
  4. დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე. დეტალების ჩანართში, რომელიც გამოჩნდება ეკრანზე, კვლავ დააწკაპუნეთ ადამიანის სახელზე. თქვენ გადახვალთ იმ ადამიანის გვერდზე.
  5. დააწკაპუნეთ ჩანართზე დეტალები.
  6. დააწკაპუნეთ ღილაკზე საიდენტიფიკაციო ნომრით შერწყმა. ის მოთავსებულია ხელსაწყოების განყოფილებაში, გვერდის მარჯვენა მხარეს. 
  7. შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო ნომერი მთავრული ასოებით და დეფისით. 
  8. დააწკაპუნეთ ღილაკზე გაგრძელება. შერწყმის ეკრანი ბრაუზერის ახალ ჩანართში გაიხსნება.
    • მარცხენა მხარე: ეს შესაძლო დუბლიკატია. ჩანაწერების შერწყმის შემთხვევაში ის წაიშლება.
    • ​​მარჯვენა მხარე: ეს არის ჩანაწერი, რომლიდანაც დაიწყეთ. ჩანაწერების შერწყმის შემთხვევაში ის შეინახება.
  9. გადაწყვიტეთ, არის თუ არა ეს ჩანაწერები ერთი და იმავე ადამიანის შესახებ. 
    1. შეადარეთ მარცხენა და მარჯვენა მხარეები თანმხვედრი სახელების, თარიღების, ადგილებისა და ოჯახის წევრების მიხედვით. 
    2. წაიკითხეთ ნებისმიერი გამაფრთხილებელი გზავნილი ეკრანზე.  
    3. თუ მარცხენა ჩანაწერი ყველაზე ზუსტია, გადატვირთეთ შერწყმის პროცესი სხვა ადამიანის გვერდიდან, რათა მათი ჩანაწერის შენახვა განხორციელდეს. 
    4. თუ ჩანაწერები არ ეხება ერთსა და იმავე ადამიანს, დააწკაპუნეთ ღილაკზე არ არის თანმხვედრი. თუ ჩანაწერები ერთსა და იმავე ადამიანზეა, დააწკაპუნეთ ღილაკზე დიახ, განაგრძეთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, დააწკაპუნეთ ღილაკზე გაუქმება
  10. გადარჩენილ ჩანაწერზე გადახედეთ ყველა ინფორმაციას, რომელსაც აქვს მწვანე ფონი. მონიშნული ინფორმაცია დაკოპირდება გადარჩენილ ჩანაწერში, როდესაც დაასრულებთ შერწყმას. თუ ეს ინფორმაცია არ უნდა იყოს შენახული გადარჩენილ ჩანაწერში, დააწკაპუნეთ ღილაკზე ბოლო მოქმედების გაუქმება.
  11. დააწკაპუნეთ ღილაკზე გაგრძელება
  12. დაასრულეთ შერწყმა: 
    1. დაათვალიერეთ შემორჩენილი ჩანაწერი. 
    2. თუ ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც უნდა იყოს, დააწკაპუნეთ ღილაკზე შერწყმის დასრულება
    3. იმისათვის, რომ ახსნათ, რატომ განახორციელეთ ამ ჩანაწერების შერწყმა, აირჩიეთ რეკომენდებული მიზეზი ან შეიყვანეთ თქვენი საკუთარი.
  13. დააწკაპუნეთ ღილაკზე შენახვა.  

შერწყმის შემდეგ და მოკლე ხნით „ბოლო მოქმედების გაუქმება“ იქნება შესაძლებელი. ეს საშუალებას მოგცემთ, 2 ჩანაწერისთვის ადვილად გააუქმოთ შერწყმა.                   

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

  1. ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში აჩვენეთ ერთ-ერთი დუბლიკატი ჩანაწერის ადამიანის გვერდი.
  2. საჭიროების შემთხვევაში, გადაინაცვლეთ ხეზე რომელზეც დუბლიკატებია.
  3. დააჭირეთ სამ წერტილს ზედა, მარჯვენა კუთხეში. 
  4. დააჭირეთ ღილაკს შესაძლო დუბლიკატები​​​​​​​.
    • დააჭირეთ ღილაკს საიდენტიფიკაციო ნომრით შერწყმა
    • შეიყვანეთ საიდენტიფიკაციო ნომერი მთავრული ასოებითა და დეფისით და დააჭირეთ ღილაკს გადასვლა
    • დააჭირეთ ღილაკს განიხილეთ შერწყმა
    • წაიკითხეთ გაფრთხილება და დააჭირეთ ღილაკს განაგრძეთ შერწყმა. გამოჩნდება შერწყმის ეკრანი. 
      • მარცხენა მხარე: ეს შესაძლო დუბლიკატია. ჩანაწერების შერწყმის შემთხვევაში ის წაიშლება. 
      • მარჯვენა მხარე: ეს არის ჩანაწერი, რომლითაც თქვენ დაიწყეთ. ჩანაწერების შერწყმის შემთხვევაში ის შეინახება. 
    • გადაწყვიტეთ, არის თუ არა ეს ჩანაწერები ერთი და იმავე ადამიანის შესახებ. 
      • შეადარეთ მარცხენა და მარჯვენა მხარეები თანმხვედრი სახელების, თარიღების, ადგილებისა და ოჯახის წევრების მიხედვით. 
      • თუ მარცხენა ჩანაწერი ყველაზე ზუსტია, დააწკაპუნეთ ღილაკზე გადანაცვლება, რათა ის შეინარჩუნოთ. 
    • გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა იმ ადამიანის შესახებ რამე ინფორმაციის შენახვა, რომელიც უნდა წაიშალოს. 
      • მარცხნიდან მარჯვნივ ინფორმაციის გადასაადგილებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩანაცვლება
      • მარცხნიდან მარჯვნივ ინფორმაციის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე დამატება. 
      • რჩევა: თუ მარცხენა ჩანაწერი მოიცავს დუბლიკატ მშობლებს, მეუღლეებს ან შვილებს, დაამატეთ ისინი გადარჩენილ ჩანაწერს. ამ დუბლიკატების შერწყმა მოგვიანებით არის შესაძლებელი. 
    • დასრულების შემდეგ ჩაჰყევით გვერდის ბოლომდე და დააჭირეთ ღილაკზეგანაგრძეთ შერწყმა
    • შეიყვანეთ მიზეზი, რათა ახსნათ, რატომ განახორციელეთ ამ ჩანაწერების შერწყმა. 
    • დააჭირეთ ღილაკზე შერწყმა.

    შენიშვნა: აპლიკაციის iOS ვერსიას, გადანაცვლების ან დამატების ნაცვლად, აქვს მხოლოდ ინფორმაციის ჩანაცვლების ფუნქცია.

    ნაბიჯები (გამარტივებული ოჯახური ხე)

    ამჟამად, გამარტივებული ოჯახური ხე არ იძლევა შერწყმის საშუალებას. შედით FamilySearch-ის ვებგვერდზე ან ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციაში შერწყმის პროცესის გასაგრძელებლად.   

    რეკომენდებული საფეხურები

    1. წაშალეთ არასწორი წყაროები ან მოგონებები გადარჩენილი ჩანაწერიდან. 
    2. გადახედეთ ადამიანის ოჯახის წევრებს რათა ნახოთ, აქვთ თუ არა მათ შესაძლო დუბლიკატები.

    მსგავსი შინაარსის სტატიები

    როგორ განვახორციელო შესაძლო დუბლიკატების შერწყმა ოჯახურ ხეზე?
    როგორ ვიპოვო გარდაცვლილი ადამიანი ოჯახურ ხეზე?
    როგორ დავადგინო, რომ 2 ჩანაწერი საგვარეულო ხეზე ერთსა და იმავე ადამიანს ეხება?
    როგორ გავაუქმო შერწყმა ოჯახურ ხეზე?

    moduleTitle