
ჩვენ სხვადასხვა ბმულებსა და ღილაკებს შევმატეთ ფერები, რათა დავეხმაროთ მომხმარებლებს, უკეთესად გაერკვნენ თუ რა არჩევანი აქვთ.
- მწვანე „დამატების“ ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ ისტორიულ ჩანაწერებში მითითებული ადამიანი დაამატოთ „FamilySearch“-ის ოჯახურ ხეს. „თუ წინაპარი უკვე არის ოჯახურ ხეზე, მწვანე ღილაკი „დამატება“ შეგიძლიათ გამოიყენოთ წინაპრის გვერდზე რამე დეტალის ან ფაქტის დასამატებლად .
- იასამნისფერი „შედარების“ ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ჩანაწერებსა და ოჯახურ ხეზე მითითებული ადამიანი ერთი და იგივეა თუ არა. თუ ასეა, შეგიძლიათ, ეს ჩანაწერი მიამაგროთ ამ ადამიანის პირადი ანგარიშის გვერდზე.
- „განცალკევების“ ღილაკის საშუალებით, შეგიძლიათ განაცალკეოთ უკვე დაკავშირებული ისტორიული ჩანაწერი და ადამიანი ოჯახური ხიდან . ამის გაკეთება მიზანშეწონილია, როდესაც ნახავთ, რომ ისტორიულ ჩანაწერებში მითითებული ადამიანი არ არის ოჯახურ ხეზე მოხსენიებული ადამიანი.

ოჯახურ ხეზე არსებული ისტორიული ჩანაწერებისა და პირადი ანგარიშების სანახავად ჩვენ შევქმენით დამოუკიდებელი დათვალიერების პანელი, რომელიც განთავსებულია ეკრანის მარჯვენა მხარეს.
- ეს პანელი არის წყაროსთან დამაკავშირებელი იარაღის მნიშვნელოვანი დამატება, რადგან ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ნახოს ინფორმაცია იარაღიდან გაუსვლელად.
- პანელი იხსნება ადამიანის სახელზე ან ჩანაწერის დათვალიერების ღილაკზე დაწკაპუნებით.