რას აკეთებს ალბომის ტიპის დათვალიერება ოჯახურ ხეზე?

FamilySearch ვებგვერდზე ოჯახურ ხეზე ალბომის ტიპის დათვალიერება ასახავს თქვენს გვარტომობას ჰორიზონტალურად. თქვენ ხართ ცენტრში. თქვენი შთამომავლები მარცხნივ. წინაპრები მარჯვნივ.  

ალბომის ტიპის დათვალიერებას აქვს რამდენიმე უპირატესობა:

  • თქვენ ერთდროულად გეძლევათ რამდენიმე თაობის დათვალიერების საშუალება.
  • გეძლევათ დროში ერთი ოჯახური ხაზის დათვალიერების საშუალება.
  • შეგიძლიათ, იხილოთ ჩაწერისა და ძიების რჩევები, ასევე მონაცემების პრობლემები.
  • შეგიძლიათ თქვენი მეუღლის წინაპრების დათვალიერება, თუ ისინი დამატებული გყავთ.
  • შეგიძლიათ თქვენი შვილების მეუღლეების ნახვა
  • შეგიძლიათ სისტემაში ერთი პიროვნების მრავალი მეუღლის ან მშობლის ნახვა.

შენიშვნა: ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეშიფუნქციები-ს გამოყენებით შეგიძლიათ აირჩიოთ, რა ხატურების გამოჩენა გსურთ თქვენს ხეზე.

ნაბიჯები (ვებგვერდი)

  1. ზედა მენიუში დააჭირეთ ოჯახური ხე, შემდეგ დააჭირეთ ხე.
  2. გვარტომობის დათვალიერების ზედა მარცხენა ნაწილში დააჭირეთ ამჟამინდელი დათვალიერების ტიპს (მაგ: მარაოს ფორმის დიაგრამა), შემდეგ ალბომი. თუ პირველი წინაპრის დათვალიერების რეჟიმში ხართ, ეს ფუნქცია ზედა მარჯვენა კუთხეში იქნება.
  3. სხვა პიროვნების ძირითად პოზიციაში გადასატანად დააჭირეთ მის სახელზე, შემდეგ ხე-ზე.
  4. ხეზე პიროვნების მეტი დეტალის სანახავად დააჭირეთ მის სახელზე, შემდეგდეტალები-ზე.
  5. წყვილის შვილების სანახავად დააჭირეთშვილებიუჯრა „წყვილი“-ს ბოლოში.
  6. ხეზე მყოფი პიროვნებისთვის სხვა მეუღლის საჩვენებლად მოიმოქმედეთ შემდეგი:
    1. შეხედეთ „წყვილის“ ყუთს. თუ სისტემაში ერთზე მეტი მეუღლეა, თქვენ იხილავთ ეკრანზე გამოსახული მეუღლის მარცხენა მხარეს, ქვემოთ მიმართულ პატარა ისარს.
    2. დააჭირეთქვემოთ მიმართული ისარი.
    3. მეუღლეების სიაში დააჭირეთ იმ მეუღლეზე, რომლის გამოჩენათ გსურთ გვარტომობის სქემაზე.
  7. ეკრანზე ხის გადაადგილების მიზნით დააჭირეთ ხის უკანა ფონს და გადმოწიეთ იგი.
  8. ხის გასადიდებლად ან დასპატარავებლად მარცხენა ზედა კუთხეში დააჭირეთ პლიუს (+ ) ან მინუს(- ).
  9. ერთი ოჯახური ხაზის ორი თაობით გაფართოებისთვის დააჭირეთ იმ ხაზის ბოლოს ღილაკს ისარი . დასახურად ისევ დააჭირეთ მას.
  10. გვარტომობის თქვენამდე დასაბრუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ-ერთი ფუნქცია:
    • ყველა გაფართოებული ხაზის დასახურად და საკუთარ თავთან დასაბრუნებლად დააჭირეთ მთავარი გვერდის ხატურა.
    • ყველა გაფართოებული ხაზის გასახსნელად და პირველ პიროვნებაზე დასაბრუნებლად, დააჭირეთ ხატურის ცენტრში მოქცევა, რომელიც სამიზნეს ჰგავს და მოთავსებულია ზუსტად მთავარი გვერდის ხატურის ქვეშ.
  11. თუ სისტემაში ერთზე მეტი მშობელია, ეკრანზე გამოსახული მეუღლის მარცხენა მხარეს იხილავთ ქვემოთ მიმართულ პატარა ისარს. პიროვნებისთვის ყველა მშობლის სანახავად დააჭირეთ ისარს .
  12. თუ სისტემაში ერთზე მეტი მეუღლეა, ეკრანზე გამოსახული „წყვილის უჯრაში“ , მეუღლის მარცხენა მხარეს, იხილავთ ქვემოთ მიმართულ პატარა ისარს. პიროვნებისთვის ყველა მშობლის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ისარი .
  13. 4 თაობის გვარტომობის სქემის ამოსაბეჭდათ დააჭირეთ ფუნქციები, შემდეგ ამობეჭდვა. ახალ ველში ამოსაბეჭდი ვერსიის გამოჩენისას დააჭირეთ ამობეჭდვის ფუნქციას თქვენს ბრაუზერში.

ნაბიჯები (მობილური აპლიკაცია)

ოჯახური ხის მობილურ აპლიკაციას ამჟამად არ აქვს ალბომის ტიპის დათვალიერების საშუალება.

ნაბიჯები (ოჯახური ხე - მარტივი)

„ოჯახური ხე - მარტივი“ -ს ამჟამად არ აქვს ალბომის ტიპის დათვალიერების საშუალება.

მსგავსი შინაარსის სტატიები

როგორ დავამატო სასურველი მეუღლე ან მშობელი ოჯახურ ხეზე?
რას აკეთებს შთამომავლობის ტიპის დათვალიერება ოჯახურ ხეზე?
როგორ გამოვიყენო ოჯახურ ხეზე მარაოს ფორმის დიაგრამა?
როგორ გავცვალო მშობლის ან მეუღლის პოზიციები ოჯახურ ხეზე ოჯახური ხაზის გამოსაჩენად?

moduleTitle